საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ შენობას განსაკუთრებული სიფრთხილით აშენებდნენ..." - "ცეკას სახლი" ვაკეში: საბჭოთა ელიტის საცხოვრებელი, სადაც შევარდნაძემ სტალინის ქალიშვილი დააბინავა
"ამ შენობას განსაკუთრებული სიფრთხილით აშენებდნენ..." - "ცეკას სახლი" ვაკეში: საბჭოთა ელიტის საცხოვრებელი, სადაც შევარდნაძემ სტალინის ქალიშვილი დააბინავა

ნე­ბის­მი­ერ ქა­ლაქ­ში ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­და და არ­სე­ბობს პრეს­ტი­ჟუ­ლი უბ­ნე­ბი, და­სახ­ლე­ბე­ბი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი. ამით არც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის თბი­ლი­სი იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი და კო­მუ­ნის­ტურ ეპო­ქა­შიც ცხა­დია, არ­სე­ბობ­და ასე­თი შე­ნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც, სა­გან­გე­ბოდ და დიდი სიფრ­თხი­ლით შენ­დე­ბო­და. იმ დრო­ის­თვის და იმ წე­სე­ბით, ასეთ შე­ნო­ბებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი, გარ­კვე­უ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბის, წარ­მა­ტე­ბის, გავ­ლე­ნის, სტა­ტუ­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რობ­დნენ (მეტ­წი­ლად მათ ამ ბი­ნე­ბით მთავ­რო­ბა ასა­ჩუქ­რებ­და).

მოკ­ლედ, არ­სე­ბობ­და სპორ­ტსმე­ნე­ბის, მსა­ხი­ო­ბე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის, ე.წ. ცე­კას სახ­ლე­ბიც. ერთ-ერთი ასე­თი "ცე­კას სახ­ლი" ვა­კე­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის 75 ნო­მერ­ში 80-იან წლებ­ში აშენ­და.

რო­გორც ნინო ლეჟა­ვა გვე­უბ­ნე­ბა, ამ სახ­ლში ბავ­შვო­ბა გა­ა­ტა­რა. ის პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია. დღეს­დღე­ო­ბით კი ერთ-ერთი სა­ჯა­რო ბა­ღის დი­რექ­ტო­რი გახ­ლავთ.

აღ­ნიშ­ნულ სახ­ლში დღე­საც ცხოვ­რო­ბენ მისი მშობ­ლე­ბი: დედა - სა­ხე­ლო­ვა­ნი სპორ­ტსმე­ნი, ნელი სა­ლა­ძე ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის ლე­გენ­და და მამა - მეც­ნი­ე­რი, გე­ნე­ტი­კო­სი თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვა.

რეს­პონ­დენ­ტი ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას მის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში აღ­ბეჭ­დილ სა­მე­ზობ­ლოს ასე იხ­სე­ნებს...

- თბი­ლის­ში 80 წელს აშენ­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი, რო­მელ­საც "ცე­კას" სახ­ლს ეძახ­დნენ. მისი მო­ბი­ნად­რე­ე­ბი დე­და­ქა­ლა­ქი­სა თუ ქვეყ­ნის იმ­დრო­ინ­დე­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი ფენა გახ­ლდათ. რო­გორც ვიცი, შე­ნო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით და მა­ღა­ლი ხა­რის­ხით აშე­ნებ­დნენ. ალ­ბათ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ისიც, რომ ბინა მა­ცხოვ­რებ­ლებს იმ პე­რი­ოდ­ში უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის რე­მონ­ტით, ორი სვე­ლი წერ­ტი­ლით მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი და სა­სე­ირ­ნო ბა­ღით ჩა­ა­ბა­რეს.

მარ­თლა სა­ო­ცა­რი სა­მე­ზობ­ლო შე­იკ­რი­ბა - სა­ხე­ლო­ვა­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბი - მაია ჩი­ბურ­და­ნი­ძე, ქე­თე­ვან ლო­სა­ბე­რი­ძე, თა­მაზ იმ­ნა­იშ­ვი­ლი, ნო­დარ ქორ­ქია, ნელი სა­ლა­ძე, ვლა­დი­მერ ისე­ლი­ძე, თა­მაზ ჩიხ­ლა­ძე, ირი­ნა გა­ბაშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ დე­რი­უ­გი­ნი, ალექ­სან­დრე ამ­პი­ლო­გო­ვი, ლე­ვან მო­სეშ­ვი­ლი...

ასე­ვე ცხოვ­რობ­დნენ პარ­ტი­უ­ლი მუ­შა­კე­ბიც - სო­ლი­კო ხა­ბე­იშ­ვი­ლი, დო­დი­კა მარ­შა­ნია, ნუგ­ზარ სა­ჯა­ია, ვილი ალა­ვი­ძე, ნა­თე­ლა ვა­სა­ძე, გუ­რამ ენუ­ქი­ძე, ლია ლო­მი­ძე, ნო­დარ ჯან­ბე­რი­ძე, რა­მაზ გოგ­ლი­ძე. ასე­ვე აკა­დე­მი­კო­სი ემილ სეხ­ნი­აშ­ვი­ლი, ორი გე­ნე­რა­ლი - ჯან­ჯღა­ვა და სოტ­ნი­კო­ვი და კი­დევ ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი და ყვე­ლა ერთ ოჯა­ხად ვი­ყა­ვით.

სო­ლი­კო ხა­ბე­იშ­ვი­ლი
ნი­კო­ლოზ დე­რი­უ­გი­ნი

- რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, 80-იან წლებ­ში თქვენს სა­მე­ზობ­ლოს, რა­ღაც ეტაპ­ზე, სტა­ლი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი, სვეტ­ლა­ნა ალი­ლუ­ე­ვაც შე­მო­უ­ერ­თდა...

- მახ­სოვს ეგ ამ­ბა­ვი - და­ახ­ლო­ე­ბით 1985 წელი იყო, რომ სა­მე­ზობ­ლო­ში ამ­ბობ­დნენ, სვეტ­ლა­ნა ალი­ლუ­ე­ვამ აქ ბინა მი­ი­ღო. მარ­თლაც ასე იყო. ეზო­ში ხში­რად ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, არა­ვის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მხვდე­ბო­და. ის თა­ვის შვილ­თან, ოლ­გას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ოლგა ერ­თა­დერ­თი გო­გო­ნა გახ­ლდათ იქ, რო­მელ­საც უცხო­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა ჰქონ­და და ყვე­ლას­გან გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ახლა ძა­ლი­ან ვნა­ნობ, რომ ერთხე­ლაც არ გა­მოვ­ლა­პა­რა­კე­ბი­ვარ. მხო­ლოდ გა­მარ­ჯო­ბით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბო­დი, თუმ­ცა მათ­თვის რა უნდა მე­კი­თხა, მა­შინ ხომ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი... რე­ა­ლუ­რად, ამ ადა­მი­ა­ნებს არა­ვინ ეხე­ბო­და, თა­ვის­თვის იყ­ვნენ და თან, არა­ვის ეკა­რე­ბოდ­ნენ. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­დან და ცხა­დია, ჩვე­ნი სა­მე­ზობ­ლო­და­ნაც წა­ვიდ­ნენ.

სტა­ლი­ნი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი სვეტ­ლა­ნა ალი­ლუ­ე­ვა

სხვა­თა შო­რის, სახ­ლში მაქვს იმ ბავ­შვის დღი­უ­რე­ბი. ამე­რი­კა­ში რომ მი­დი­ოდ­ნენ, ბი­ნი­დან გა­რეთ გა­და­საყ­რე­ლად ბევ­რი ნივ­თი გა­მო­ი­ტა­ნეს, მათ შო­რის, ოლ­გას დღი­უ­რე­ბი. მერე ის ლა­მა­ზი ბლოკ­ნო­ტე­ბი ბავ­შვებ­მა ავი­ღეთ და ეზო­ში ვთა­მა­შობ­დით. რო­გორც გი­თხა­რით, მისი ერთი ცალი შე­მომ­რჩა. იქ არის ერთი ნე­გა­ტი­ვი თვი­თონ სვეტ­ლა­ნა­სი. ეტყო­ბა, გა­და­ი­ღო და მერე ბლოკ­ნოტ­ში ჩარ­ჩა. ოლგა ახლა ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. სვეტ­ლა­ნა კი 2011 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

სვეტ­ლა­ნა ალი­ლუ­ე­ვა და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი

ნინო ლეჟა­ვას ამ მო­ნა­თხრო­ბის მიღ­მა, ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაც წე­რია: "სვეტ­ლა­ნა და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ოლგა 1984 წელს მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გად­მო­ვიდ­ნენ. სსრკ კომ­პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის გენმდივ­ნის კონ­სტან­ტი­ნე ჩერ­ნენ­კოს და­ვა­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის მა­შინ­დელ­მა პირ­ველ­მა მდი­ვან­მა ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ მათ­თვის თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა შექ­მნა: მათ თბი­ლი­სის ელი­ტურ რა­ი­ონ­ში კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბინა გა­და­ე­ცათ, მათ გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში იყო ასე­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნა და ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბი. გარ­და ამი­სა, ოლ­გას მას­წავ­ლებ­ლე­ბი რუ­სულ და ქარ­თულ ენებ­ში უფა­სოდ ამე­ცა­დი­ნებ­დნენ. იგი და­კა­ვე­ბუ­ლი იყო სა­ცხე­ნოს­ნო სპორ­ტით. დედა-შვი­ლი მე­ზობ­ლებს, ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის, სპორ­ტის, კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს და­უ­მე­გობ­რდნენ".

სვეტ­ლა­ნა ალი­ლუ­ე­ვა და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში ორი წელი - 1986 წლის მარ­ტამ­დე ცხოვ­რობ­დნენ, შემ­დეგ მოს­კოვ­ში გა­და­ვიდ­ნენ, 1986 წლის ნო­ემ­ბერ­ში კი აშშ-ში გა­ემ­გზავრნენ. ალო­ლუ­ე­ვა ცხოვ­რობ­და ინ­გლის­შიც. გარ­და­იც­ვა­ლა აშშ-ში, ვის­კონ­სი­ნის შტატ­ში, მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში“.

ნინო ლეჟა­ვა:

- ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარ­და ნუგ­ზარ სა­ჯა­ია (ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი). ზედ­მე­ტად უშუ­ა­ლო და თა­ვა­ზი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო. ხში­რად, უტ­რან­სპორ­ტო­ბის დროს, სამ­სა­ხურ­ში ფე­ხი­თაც მი­დი­ო­და... ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი ჩვენს სა­დარ­ბა­ზო­ში, მე­ო­თხე სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­და. მის დას­თან ჩემი ბე­ბია მე­გობ­რობ­და. და აფ­თი­ა­ქა­რი იყო და კოს­ტა­ვა­ზე აფ­თი­აქ­ში მუ­შა­ობ­და. სხვა­თა შო­რის, სა­ჯა­ი­ე­ბის გვერ­დით, ერთ ოთა­ხი­ან­ში ბო­რის ად­ლე­ი­ბა ცხოვ­რობ­და, სწო­რედ ის ად­ლე­ი­ბა, რო­მე­ლიც ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას წინ აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და... ჩვენ ბავ­შვე­ბი ყვე­ლა­ნი სა­თა­მა­შოდ ერ­თმა­ნე­თის სახ­ლებ­ში დავ­დი­ო­დით. ად­ლე­ი­ბას შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი სა­ი­და და ნანა დო­ჩი­ე­ბი აფხა­ზე­თის ომამ­დე ჩემი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. არე­უ­ლო­ბა რომ და­ი­წყო, ისი­ნი თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დნენ და ჩემი პრო­ტეს­ტის გამო მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შევ­წყვი­ტე. შემ­დეგ, რო­გორც გა­ვი­გე, მოს­კოვ­ში წა­ვიდ­ნენ, ბი­ნაც ალ­ბათ გა­ყი­დეს...

მინ­და, ასე­ვე გა­ვიხ­სე­ნო სო­ლი­კო ხა­ბე­იშ­ვი­ლი (ცე­კას მდი­ვა­ნი), ჩემს მშობ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­დათ. დე­დას ხში­რად დახ­მა­რე­ბია სპორ­ტსმე­ნე­ბის შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე გამ­გზავ­რე­ბა­ში. სა­ერ­თოდ ისე იყო, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, სა­მე­ზობ­ლო­ში ყვე­ლა­ნი ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ... მკა­ფი­ოდ მახ­სოვს ასე­ვე დილა ჩვენს ეზო­ში, შთამ­ბეჭ­და­ვი იყო - შავი ვოლ­გე­ბის დიდი რიგი იდგა. ეს სა­ნა­ხა­ო­ბა არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა...

ორი კა­რის მე­ზო­ბე­ლი გვყავ­და - ვა­სი­კო სა­ნა­ძე და თა­მაზ იმ­ნა­იშ­ვი­ლი. ვა­სი­კო მახ­სოვს, ულა­მა­ზე­სი კაცი იყო, რა­ღაც­ნა­ი­რი ევ­რო­პუ­ლი გა­რეგ­ნო­ბის და სა­ხე­ლო­ვა­ნი მო­ცუ­რა­ვე. თა­მა­ზი კი სრო­ლა­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი... ამ სამი ბი­ნის კარი არას­დროს იკე­ტე­ბო­და.

გული დამ­წყვი­ტა ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ქე­თე­ვან ლო­სა­ბე­რი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ. სა­ო­ცა­რი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლდათ. ჩემ­პი­ო­ნი ქალი უთ­ბი­ლე­სი, უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მე­ლიც ერ­თნა­ი­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა სპორ­ტშიც და მა­თე­მა­ტი­კა­შიც, ის ხომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ებ­საც კი­თხუ­ლობ­და. თან, სა­ო­ცა­რი კუ­ლი­ნა­რი იყო.

ჩვენს სახ­ლში ახ­ლაც ცხოვ­რობს მაია ჩი­ბურ­და­ნი­ძე. ის წლე­ბია რე­ლი­გი­უ­რად ცხოვ­რობს. ამი­ტომ მას­თან დიდი ხა­ნია მისი სუ­ლი­ე­რი მო­ძღვა­რი ცხოვ­რობს, ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მაია პატ­რო­ნობს... კარ­გად მახ­სოვს მა­ი­ას დედა, რო­მელ­საც შვი­ლის კა­რი­ე­რა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

ამ­ჟა­მად ჩემს სა­კუ­თარ ოჯახ­თან ერ­თად სხვა­გან ვცხოვ­რობ, თუმ­ცა დე­დას­თან რომ მივ­დი­ვარ, ჩემი სახ­ლის კე­დელ­ზე მე­მო­რი­ა­ლურ და­ფებს სულ ვე­სალ­მე­ბი. ამით კი ვე­სალ­მე­ბი ჩემს მე­ზობ­ლებს, რომ­ლე­ბიც ასე მიყ­ვარ­და...

- სა­კუ­თარ ოჯახ­ზე და დე­და­ზე, ნელი სა­ლა­ძე­ზე გვი­ამ­ბეთ, რომ­ლის ღვაწ­ლი ქარ­თულ მხატ­ვრულ ტან­ვარ­ჯიშ­ში დი­დია...

- დედა მარ­თლაც ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნი - XX სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო მწვრთნე­ლი ტან­ვარ­ჯიშ­ში ნელი სა­ლა­ძეა. ეს ბინა დე­დამ მი­ი­ღო. მამა თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვა გე­ნე­ტი­კო­სია და 2019 წელს ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო მეც­ნი­ე­რი გე­რონ­ტო­ლო­გი­ა­ში...

- სა­ხე­ლო­ვა­ნი სპორ­ტსმე­ნის შვი­ლი რა­ტომ არ გაჰ­ყე­ვით ტან­ვარ­ჯიშს?

- ჩემი ბავ­შვო­ბა მძი­მე იყო იმ კუ­თხით, რომ დედა მთე­ლი დღე დარ­ბაზ­ში დი­ლის 9-10 სა­ა­თი­დან ღა­მის 10 სა­ა­თამ­დე თა­ვის გუნდს ავარ­ჯი­შებ­და. მეც მას­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. სამ­წუ­ხა­როდ, ასე ხდე­ბა ხოლ­მე, რომ დიდი სპორ­ტსმე­ნე­ბის შვი­ლე­ბი დიდი სპორ­ტსმე­ნე­ბი ვერ გა­მო­დი­ან. დედა სხვებ­ზე ისე იყო გა­და­ყო­ლი­ლი, რომ ჩემ­თვის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დრო არა­სო­დეს ჰქონ­და, რომ ვე­ვარ­ჯი­შე­ბი­ნე. თვლი­და, რომ სხვებ­ზე უფრო დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჰქონ­და. თა­ო­ბე­ბი გა­ზარ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ჩემს თვალ­წინ ხდე­ბო­და. ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის მე­მა­ტი­ა­ნე ვარ. იყო წარ­მა­ტე­ბე­ბი, მსოფ­ლიო კვარ­ცხლბე­კებ­ზე პირ­ვე­ლი ად­გი­ლე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის ლე­გენ­და შექ­მნა, რად­გა­ნაც თა­ვი­დან დე­დამ როცა და­ი­წყო, ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­ში მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე არა­ფერს წარ­მო­ად­გენ­და. არა­ვის ეგო­ნა, რომ ასეთ მწვერ­ვა­ლებს მი­აღ­წევ­დნენ, არა­და, ამ ყვე­ლა­ფერ­მა დე­და­ჩე­მის ხელ­ში გა­ი­ა­რეს...

- რა ხდე­ბა დღეს იმ სახ­ლში, სა­დაც ბავ­შვო­ბის წლე­ბი გა­ა­ტა­რეთ?

- იქ ბევ­რი სპორ­ტსმე­ნი ისევ ცხოვ­რობს. თუმ­ცა არა­ერ­თი ბინა გა­ი­ყი­და, სა­დაც უკვე უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ, რომ­ლებ­მაც არ იცი­ან, რო­გო­რი სა­ო­ცა­რი სახ­ლის მფლო­ბე­ლე­ბი არი­ან...

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ვიგრძენი საბჭოეთის სურნელი, მაშინ მთავარი იყო სოციალური დატვირთვა , არც ესთეტიკა, არც ხარისხი , არ უნდა ქონოდა ადამიანს მოთხოვნილება რაღაც დიდებულზე, არა , უნდა ცმოდა ფეხს სკარახოდები და ტანთ პაბედა , მახსოვს ჩემი სულ პირველი დირექტორი -როცა არ უნდა მოვხვედრილიყავი მასთან, მუდამ საბჭოთა პარტიული ორგანიზაციული და სოციალური საკითხებით იყო დაკავებული და არა საწარმოო, სამეურნეო, ანუ ბიზნესის განვითარებით , მოგების ქონით, არა , მხოლოდ გეგმა ციფრებში , ნებისმიერი დანაკარგის ხარჯზე გეგმიური მაჩვენებლის მიღწევა, ხარისხი? ნული! რაიკომში და სესხ ბანკში სიარული ხელფასის გასაცემად, აბა ანგარიშზე ფული არასოდეს გვქონდა, უნდა სესხად აგეღო, ხელფასის დაგვიანება დიდ ნაკლად, ლამის დანაშაულად ეთვლებოდა დირექტორს, ისე არ იყო ცუდი , ბევრმა დირექტორმა ახლა არ იცის რომ პირველი , რაც მოეთხოვება ეს გადასახადის და ხელფასის დროული და სრულად გადახდაა , მერეა სხვა დანარჩენი! !

თეო
1

ცოტა გარეუბნებსაც მიხედეთ. აჯობებდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ამ შენობას განსაკუთრებული სიფრთხილით აშენებდნენ..." - "ცეკას სახლი" ვაკეში: საბჭოთა ელიტის საცხოვრებელი, სადაც შევარდნაძემ სტალინის ქალიშვილი დააბინავა

"ამ შენობას განსაკუთრებული სიფრთხილით აშენებდნენ..." - "ცეკას სახლი" ვაკეში: საბჭოთა ელიტის საცხოვრებელი, სადაც შევარდნაძემ სტალინის ქალიშვილი დააბინავა

ნებისმიერ ქალაქში ყოველთვის არსებობდა და არსებობს პრესტიჟული უბნები, დასახლებები და საცხოვრებელი სახლები. ამით არც გასული საუკუნის თბილისი იყო გამორჩეული და კომუნისტურ ეპოქაშიც ცხადია, არსებობდა ასეთი შენობები, რომლებიც, საგანგებოდ და დიდი სიფრთხილით შენდებოდა. იმ დროისთვის და იმ წესებით, ასეთ შენობებში საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, გარკვეული დამსახურების, წარმატების, გავლენის, სტატუსის მქონე ადამიანები ცხოვრობდნენ (მეტწილად მათ ამ ბინებით მთავრობა ასაჩუქრებდა).

მოკლედ, არსებობდა სპორტსმენების, მსახიობების, მეცნიერების, მთავრობის წევრების, ე.წ. ცეკას სახლებიც. ერთ-ერთი ასეთი "ცეკას სახლი" ვაკეში, ჭავჭავაძის 75 ნომერში 80-იან წლებში აშენდა.

როგორც ნინო ლეჟავა გვეუბნება, ამ სახლში ბავშვობა გაატარა. ის პროფესიით ჟურნალისტია. დღესდღეობით კი ერთ-ერთი საჯარო ბაღის დირექტორი გახლავთ.

აღნიშნულ სახლში დღესაც ცხოვრობენ მისი მშობლები: დედა - სახელოვანი სპორტსმენი, ნელი სალაძე ქართული მხატვრული ტანვარჯიშის ლეგენდა და მამა - მეცნიერი, გენეტიკოსი თეიმურაზ ლეჟავა.

რესპონდენტი ჩვენთან საუბრისას მის მეხსიერებაში აღბეჭდილ სამეზობლოს ასე იხსენებს...

- თბილისში 80 წელს აშენდა საცხოვრებელი კორპუსი, რომელსაც "ცეკას" სახლს ეძახდნენ. მისი მობინადრეები დედაქალაქისა თუ ქვეყნის იმდროინდელი გამორჩეული ფენა გახლდათ. როგორც ვიცი, შენობას განსაკუთრებული სიფრთხილით და მაღალი ხარისხით აშენებდნენ. ალბათ წარმოუდგენელია ისიც, რომ ბინა მაცხოვრებლებს იმ პერიოდში უმაღლესი ხარისხის რემონტით, ორი სველი წერტილით მოპირკეთებული და სასეირნო ბაღით ჩააბარეს.

მართლა საოცარი სამეზობლო შეიკრიბა - სახელოვანი სპორტსმენები - მაია ჩიბურდანიძე, ქეთევან ლოსაბერიძე, თამაზ იმნაიშვილი, ნოდარ ქორქია, ნელი სალაძე, ვლადიმერ ისელიძე, თამაზ ჩიხლაძე, ირინა გაბაშვილი, ნიკოლოზ დერიუგინი, ალექსანდრე ამპილოგოვი, ლევან მოსეშვილი...

ასევე ცხოვრობდნენ პარტიული მუშაკებიც - სოლიკო ხაბეიშვილი, დოდიკა მარშანია, ნუგზარ საჯაია, ვილი ალავიძე, ნათელა ვასაძე, გურამ ენუქიძე, ლია ლომიძე, ნოდარ ჯანბერიძე, რამაზ გოგლიძე. ასევე აკადემიკოსი ემილ სეხნიაშვილი, ორი გენერალი - ჯანჯღავა და სოტნიკოვი და კიდევ ბევრი ცნობილი ადამიანი და ყველა ერთ ოჯახად ვიყავით.

სოლიკო ხაბეიშვილი
ნიკოლოზ დერიუგინი

- როგორც შევიტყვეთ, 80-იან წლებში თქვენს სამეზობლოს, რაღაც ეტაპზე, სტალინის ქალიშვილი, სვეტლანა ალილუევაც შემოუერთდა...

- მახსოვს ეგ ამბავი - დაახლოებით 1985 წელი იყო, რომ სამეზობლოში ამბობდნენ, სვეტლანა ალილუევამ აქ ბინა მიიღო. მართლაც ასე იყო. ეზოში ხშირად ძალიან ჩვეულებრივი, არავისგან გამორჩეული ქალბატონი მხვდებოდა. ის თავის შვილთან, ოლგასთან ერთად ცხოვრობდა. ოლგა ერთადერთი გოგონა გახლდათ იქ, რომელსაც უცხოური შეხედულება ჰქონდა და ყველასგან გამოირჩეოდა. ახლა ძალიან ვნანობ, რომ ერთხელაც არ გამოვლაპარაკებივარ. მხოლოდ გამარჯობით შემოვიფარგლებოდი, თუმცა მათთვის რა უნდა მეკითხა, მაშინ ხომ ძალიან პატარა ვიყავი... რეალურად, ამ ადამიანებს არავინ ეხებოდა, თავისთვის იყვნენ და თან, არავის ეკარებოდნენ. გარკვეული დროის შემდეგ საქართველოდან და ცხადია, ჩვენი სამეზობლოდანაც წავიდნენ.

სტალინი და მისი ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა

სხვათა შორის, სახლში მაქვს იმ ბავშვის დღიურები. ამერიკაში რომ მიდიოდნენ, ბინიდან გარეთ გადასაყრელად ბევრი ნივთი გამოიტანეს, მათ შორის, ოლგას დღიურები. მერე ის ლამაზი ბლოკნოტები ბავშვებმა ავიღეთ და ეზოში ვთამაშობდით. როგორც გითხარით, მისი ერთი ცალი შემომრჩა. იქ არის ერთი ნეგატივი თვითონ სვეტლანასი. ეტყობა, გადაიღო და მერე ბლოკნოტში ჩარჩა. ოლგა ახლა ამერიკაში ცხოვრობს. სვეტლანა კი 2011 წელს გარდაიცვალა.

სვეტლანა ალილუევა და მისი ქალიშვილი

ნინო ლეჟავას ამ მონათხრობის მიღმა, ამ ფაქტთან დაკავშირებით არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, სადაც წერია: "სვეტლანა და მისი ქალიშვილი ოლგა 1984 წელს მოსკოვიდან თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდნენ. სსრკ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენმდივნის კონსტანტინე ჩერნენკოს დავალებით, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მაშინდელმა პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ მათთვის თბილისში ცხოვრების ყველა აუცილებელი პირობა შექმნა: მათ თბილისის ელიტურ რაიონში კეთილმოწყობილი სამოთახიანი ბინა გადაეცათ, მათ განკარგულებაში იყო ასევე ავტომანქანა და ფულადი სახსრები. გარდა ამისა, ოლგას მასწავლებლები რუსულ და ქართულ ენებში უფასოდ ამეცადინებდნენ. იგი დაკავებული იყო საცხენოსნო სპორტით. დედა-შვილი მეზობლებს, ქართული მეცნიერების, სპორტის, კულტურის წარმომადგენლებს დაუმეგობრდნენ".

სვეტლანა ალილუევა და მისი ქალიშვილი თბილისში ორი წელი - 1986 წლის მარტამდე ცხოვრობდნენ, შემდეგ მოსკოვში გადავიდნენ, 1986 წლის ნოემბერში კი აშშ-ში გაემგზავრნენ. ალოლუევა ცხოვრობდა ინგლისშიც. გარდაიცვალა აშშ-ში, ვისკონსინის შტატში, მოხუცთა თავშესაფარში“.

ნინო ლეჟავა:

- ჩვენი მეზობლებიდან განსაკუთრებით მიყვარდა ნუგზარ საჯაია (ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი). ზედმეტად უშუალო და თავაზიანი ადამიანი იყო. ხშირად, უტრანსპორტობის დროს, სამსახურში ფეხითაც მიდიოდა... ბატონი ნუგზარი ჩვენს სადარბაზოში, მეოთხე სართულზე ცხოვრობდა. მის დასთან ჩემი ბებია მეგობრობდა. და აფთიაქარი იყო და კოსტავაზე აფთიაქში მუშაობდა. სხვათა შორის, საჯაიების გვერდით, ერთ ოთახიანში ბორის ადლეიბა ცხოვრობდა, სწორედ ის ადლეიბა, რომელიც ვლადისლავ არძინბას წინ აფხაზეთის მთავრობას ხელმძღვანელობდა... ჩვენ ბავშვები ყველანი სათამაშოდ ერთმანეთის სახლებში დავდიოდით. ადლეიბას შვილიშვილები საიდა და ნანა დოჩიები აფხაზეთის ომამდე ჩემი მეგობრები იყვნენ. არეულობა რომ დაიწყო, ისინი თბილისში ცხოვრობდნენ და ჩემი პროტესტის გამო მათთან ურთიერთობა შევწყვიტე. შემდეგ, როგორც გავიგე, მოსკოვში წავიდნენ, ბინაც ალბათ გაყიდეს...

მინდა, ასევე გავიხსენო სოლიკო ხაბეიშვილი (ცეკას მდივანი), ჩემს მშობლებს განსაკუთრებით უყვარდათ. დედას ხშირად დახმარებია სპორტსმენების შეჯიბრებებზე გამგზავრებაში. საერთოდ ისე იყო, რომ ეს ადამიანები, სამეზობლოში ყველანი ერთმანეთს ეხმარებოდნენ... მკაფიოდ მახსოვს ასევე დილა ჩვენს ეზოში, შთამბეჭდავი იყო - შავი ვოლგების დიდი რიგი იდგა. ეს სანახაობა არასოდეს დამავიწყდება...

ორი კარის მეზობელი გვყავდა - ვასიკო სანაძე და თამაზ იმნაიშვილი. ვასიკო მახსოვს, ულამაზესი კაცი იყო, რაღაცნაირი ევროპული გარეგნობის და სახელოვანი მოცურავე. თამაზი კი სროლაში მსოფლიო ჩემპიონი... ამ სამი ბინის კარი არასდროს იკეტებოდა.

გული დამწყვიტა ოლიმპიური ჩემპიონის ქეთევან ლოსაბერიძის გარდაცვალებამ. საოცარი ქალბატონი გახლდათ. ჩემპიონი ქალი უთბილესი, უსაყვარლესი ადამიანი იყო, რომელიც ერთნაირად წარმატებული აღმოჩნდა სპორტშიც და მათემატიკაშიც, ის ხომ უნივერსიტეტში ლექციებსაც კითხულობდა. თან, საოცარი კულინარი იყო.

ჩვენს სახლში ახლაც ცხოვრობს მაია ჩიბურდანიძე. ის წლებია რელიგიურად ცხოვრობს. ამიტომ მასთან დიდი ხანია მისი სულიერი მოძღვარი ცხოვრობს, ხანდაზმული ადამიანი, რომელსაც მაია პატრონობს... კარგად მახსოვს მაიას დედა, რომელსაც შვილის კარიერაში დიდი წვლილი მიუძღვის...

ამჟამად ჩემს საკუთარ ოჯახთან ერთად სხვაგან ვცხოვრობ, თუმცა დედასთან რომ მივდივარ, ჩემი სახლის კედელზე მემორიალურ დაფებს სულ ვესალმები. ამით კი ვესალმები ჩემს მეზობლებს, რომლებიც ასე მიყვარდა...

- საკუთარ ოჯახზე და დედაზე, ნელი სალაძეზე გვიამბეთ, რომლის ღვაწლი ქართულ მხატვრულ ტანვარჯიშში დიდია...

- დედა მართლაც ცნობილი სპორტსმენი - XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი ტანვარჯიშში ნელი სალაძეა. ეს ბინა დედამ მიიღო. მამა თეიმურაზ ლეჟავა გენეტიკოსია და 2019 წელს ევროპის საუკეთესო მეცნიერი გერონტოლოგიაში...

- სახელოვანი სპორტსმენის შვილი რატომ არ გაჰყევით ტანვარჯიშს?

- ჩემი ბავშვობა მძიმე იყო იმ კუთხით, რომ დედა მთელი დღე დარბაზში დილის 9-10 საათიდან ღამის 10 საათამდე თავის გუნდს ავარჯიშებდა. მეც მასთან ერთად ვიყავი. სამწუხაროდ, ასე ხდება ხოლმე, რომ დიდი სპორტსმენების შვილები დიდი სპორტსმენები ვერ გამოდიან. დედა სხვებზე ისე იყო გადაყოლილი, რომ ჩემთვის ამ მიმართულებით დრო არასოდეს ჰქონდა, რომ ვევარჯიშებინე. თვლიდა, რომ სხვებზე უფრო დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა. თაობები გაზარდა. ეს ყველაფერი კი ჩემს თვალწინ ხდებოდა. ქართული მხატვრული ტანვარჯიშის მემატიანე ვარ. იყო წარმატებები, მსოფლიო კვარცხლბეკებზე პირველი ადგილები, ფაქტობრივად, ქართული მხატვრული ტანვარჯიშის ლეგენდა შექმნა, რადგანაც თავიდან დედამ როცა დაიწყო, ქართული მხატვრული ტანვარჯიში მსოფლიო ასპარეზზე არაფერს წარმოადგენდა. არავის ეგონა, რომ ასეთ მწვერვალებს მიაღწევდნენ, არადა, ამ ყველაფერმა დედაჩემის ხელში გაიარეს...

- რა ხდება დღეს იმ სახლში, სადაც ბავშვობის წლები გაატარეთ?

- იქ ბევრი სპორტსმენი ისევ ცხოვრობს. თუმცა არაერთი ბინა გაიყიდა, სადაც უკვე უცხო ადამიანები ცხოვრობენ, რომლებმაც არ იციან, როგორი საოცარი სახლის მფლობელები არიან...