მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან შეძლებული ოჯახიდან ვიყავი, მაგრამ ყველაფერი ნულიდან დავიწყე... რუსეთიდან რომ დავბრუნდი დავოჯახდი" - მადონა კოიძე კარიერასა და ოჯახზე
"ძალიან შეძლებული ოჯახიდან ვიყავი, მაგრამ ყველაფერი ნულიდან დავიწყე... რუსეთიდან რომ დავბრუნდი დავოჯახდი" - მადონა კოიძე კარიერასა და ოჯახზე

ემო­ცი­უ­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი მა­დო­ნა კო­ი­ძე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლი ტე­ლე­გა­და­ცე­მი­დან - "სა­ხალ­ხო კონ­ტრო­ლი" გახ­და. ქალ­ბა­ტონ მა­დო­ნას ფუ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა-სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე, მა­ტე­რი­ა­ლურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მუ­შა­ო­ბის და­მალ­ვის სა­ნაც­ვლოდ, მის­თვის თან­ხის შე­მო­თა­ვა­ზე­ბის მცდე­ლო­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ...

- ფუ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბა ალ­ბათ, სკო­ლის ასა­კი­დან გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე. დედა ასე მზრდი­და: თვი­დან თვემ­დე თან­ხის გარ­კვე­უ­ლი ლი­მი­ტი მქონ­და გა­მო­ყო­ფი­ლი და შე­დე­გად, ძა­ლი­ან კარ­გად ვის­წავ­ლე, რომ ფულს გა­და­ნა­წი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა.

- სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლის გა­ჩე­ნის სურ­ვი­ლი რო­დის გა­გიჩ­ნდათ?

- ბავ­შვო­ბი­დან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვი­ყა­ვი. რო­გორც კი სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, მა­შინ­ვე მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე. იმ პე­რი­ოდ­ში სა­მუ­შაო სტა­ჟის გა­რე­შე, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო: აუ­ცი­ლებ­ლად გარ­კვე­უ­ლი სტა­ჟი უნდა გქო­ნო­და და პრო­ფე­სია გა­აზ­რე­ბუ­ლად აგერ­ჩია... ასე რომ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აზ­რე­ბუ­ლად ჩა­ვა­ბა­რე - ნამ­დვი­ლად ვი­ცო­დი, რომ ჩემ­თვის კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გია სა­ინ­ტე­რე­სო იყო.

- სტა­ჟი­რე­ბა სად გა­ი­ა­რეთ?

- სა­კონ­სერ­ვო ქარ­ხა­ნა­ში. კუ­ლი­ნა­რი­ულ "ცეხ­ში" ვმუ­შა­ობ­დი. სკო­ლის მოს­წავ­ლეს წამ­ყვან პო­ზი­ცი­ებ­ზე არა­ვინ დამ­ნიშ­ნავ­და. ძა­ლი­ან შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი მყავ­და, მაგ­რამ ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ფე­რი ნუ­ლი­დან და­ვი­წყე: მუ­შა­ო­ბის ის 3 თვე ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო - სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი მქონ­და და ფუ­ლის ყად­რი ვის­წავ­ლე. მშობ­ლე­ბის უზო­მოდ მად­ლო­ბე­ლი ვარ. მივ­ხვდი, რომ ადა­მი­ან­მა შრო­მის ფა­სიც უნდა იცო­დეს და მის მიერ გა­წე­უ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი შრო­მა ადეკ­ვა­ტუ­რად უნდა ანა­ზღა­ურ­დეს. ჩემი თა­ვის ფა­სიც იქვე ვის­წავ­ლე...

- თუ გათ­ვა­ლეთ, რამ­დე­ნად შე­მო­სავ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და თქვენ მიერ არ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სია?

- ჩემ­თვის საქ­მი­სად­მი ინ­ტე­რე­სიც და შე­მო­სავ­ლი­ა­ნო­ბაც თა­ნაბ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო... სა­ერ­თოდ, ნე­ბის­მი­ერ­მა მო­ქა­ლა­ქემ თა­ვი­სი შრო­მის ფასი უნდა იცო­დეს და ადეკ­ვა­ტუ­რი გა­სამ­რჯე­ლო მი­ი­ღოს.

- სტუ­დენ­ტო­ბი­სას მუ­შა­ობ­დით?

- პირ­ველ 4 კურ­სზე სწავ­ლი­სას არ­სად მი­მუ­შა­ვია - მთლი­ა­ნად სწავ­ლა­ში ჩაფ­ლუ­ლი. წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი გახ­ლდით. სწავ­ლის ბოლო 2 წელი ნა­ყი­ნის დიდ ქარ­ხა­ნა­ში ვი­მუ­შა­ვე - სა­კონ­დიტ­რო­ში, ნა­ყი­ნის დიდ სა­ამ­ქრო­ში ვი­ყა­ვი. ეს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გახ­ლდათ. რაკი უკვე გარ­კვე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი მქონ­და, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მუშა კი არა, ცვლის უფ­რო­სი ვი­ყა­ვი. ის საქ­მე მა­ბედ­ნი­ე­რებ­და: კო­ლექ­ტივ­ში ქა­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ვე­ჯიბ­რე­ბო­დით, ვინ უფრო ლა­მაზ ტორ­ტს შექ­მნი­და, ლა­მაზ დი­ზა­ინს მო­ი­ფიქ­რებ­და... ძა­ლი­ან აზარ­ტუ­ლი იყო! სულ მინ­დო­და, რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მე­კე­თე­ბი­ნა - პა­ტა­რა დე­ტა­ლი შე­მექ­მნა, რაც ასე ვთქვათ, ჩემი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი იქ­ნე­ბო­და... 20 წლის გო­გოს­თვის ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა და მუ­შა­ო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იყო... მი­მაჩ­ნია, რომ ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ან­მა, ვი­საც ცხოვ­რე­ბა­ში, კა­რი­ე­რა­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა სურს, მუ­შა­ო­ბა ქვე­და სა­ფე­ხუ­რე­ბი­დან უნდა და­ი­წყოს.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი, გავ­ლე­ნი­ა­ნი ოჯა­ხი­დან ვი­ყა­ვი, მაგ­რამ არ მახ­სოვს, მშობ­ლებს ოდეს­მე პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­ვე­ყე­ნე­ბი­ნე. სულ იმას მას­წავ­ლიდ­ნენ, რომ მიზ­ნის­თვის და­მო­უ­კი­დებ­ლად უნდა მი­მეღ­წია და არა - ვინ­მეს დახ­მა­რე­ბით. ეს რჩე­ვა გა­მო­მად­გა: რო­დე­საც რუ­სე­თი­დან, სა­დაც ბავ­შვო­ბა გა­ვა­ტა­რე, სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი, მა­შინ (სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი ფაქ­ტე­ბი დღე­საც ხდე­ბა) კა­რი­ე­რის "გა­კე­თე­ბა­ში" ან მშო­ბე­ლი გეხ­მა­რე­ბო­და, ან - მე­გობ­რე­ბი... მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ვი­ღაც ზურგს გი­მაგ­რებ­და. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, ასე არ ყო­ფი­ლა: ნუ­ლი­დან და­ვი­წყე. ყვე­ლა­ფერს შრო­მით და ძლი­ე­რი, მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თით მი­ვაღ­წიე. დღემ­დე არ მე­თა­კი­ლე­ბა, რომ თუკი გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ში ვერ ვერ­კვე­ვი, ჩემ­ზე ბევ­რად მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნებს და­ვურ­ე­კო და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მათ­გან მი­ვი­ღო - სა­კი­თხში სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­ვერ­კვიო...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასეა ეს!
8

ამ ვითომ საქმის მკეთებელს უპატრონო კვების ობიექტებში აქვს დიდი გული, რომლებშიც მენეჯმენტმა არ იცის საკუთარი უფლებების შესახებ და სამზარეულოში უპრობლემოდ უშვებენ . პატრონიან დიდ ობიექტებს არ ეკარება, რადგან იცის, რომ არ შუშვებენ. 

ნინი
2

გაიხარეთ და წარმატებები ქალბატონო. თქვენი რომ არ ეშინოდნენ. რას გვაჭმევდნენ ვინ იცის. (უფრო მეტი მრისხანება ბინძურდება)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ძალიან შეძლებული ოჯახიდან ვიყავი, მაგრამ ყველაფერი ნულიდან დავიწყე... რუსეთიდან რომ დავბრუნდი დავოჯახდი" - მადონა კოიძე კარიერასა და ოჯახზე

"ძალიან შეძლებული ოჯახიდან ვიყავი, მაგრამ ყველაფერი ნულიდან დავიწყე... რუსეთიდან რომ დავბრუნდი დავოჯახდი" - მადონა კოიძე კარიერასა და ოჯახზე

ემოციური და სამართლიანი მადონა კოიძე განსაკუთრებულად პოპულარული ტელეგადაცემიდან - "სახალხო კონტროლი" გახდა. ქალბატონ მადონას ფულის მნიშვნელობა-საჭიროებაზე, მატერიალურ დამოუკიდებლობასა და არაკეთილსინდისიერი მუშაობის დამალვის სანაცვლოდ, მისთვის თანხის შემოთავაზების მცდელობის შემთხვევებზე ვესაუბრეთ...

- ფულის მნიშვნელობა და საჭიროება ალბათ, სკოლის ასაკიდან გავაცნობიერე. დედა ასე მზრდიდა: თვიდან თვემდე თანხის გარკვეული ლიმიტი მქონდა გამოყოფილი და შედეგად, ძალიან კარგად ვისწავლე, რომ ფულს გადანაწილება სჭირდება.

- საკუთარი შემოსავლის გაჩენის სურვილი როდის გაგიჩნდათ?

- ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი. როგორც კი სკოლა დავამთავრე, მაშინვე მუშაობა დავიწყე. იმ პერიოდში სამუშაო სტაჟის გარეშე, უნივერსიტეტში ჩაბარება შეუძლებელი იყო: აუცილებლად გარკვეული სტაჟი უნდა გქონოდა და პროფესია გააზრებულად აგერჩია... ასე რომ, უნივერსიტეტში გააზრებულად ჩავაბარე - ნამდვილად ვიცოდი, რომ ჩემთვის კვების ტექნოლოგია საინტერესო იყო.

- სტაჟირება სად გაიარეთ?

- საკონსერვო ქარხანაში. კულინარიულ "ცეხში" ვმუშაობდი. სკოლის მოსწავლეს წამყვან პოზიციებზე არავინ დამნიშნავდა. ძალიან შეძლებული ოჯახი მყავდა, მაგრამ ფაქტობრივად, ყველაფერი ნულიდან დავიწყე: მუშაობის ის 3 თვე ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო - საკუთარი შემოსავალი მქონდა და ფულის ყადრი ვისწავლე. მშობლების უზომოდ მადლობელი ვარ. მივხვდი, რომ ადამიანმა შრომის ფასიც უნდა იცოდეს და მის მიერ გაწეული ნებისმიერი შრომა ადეკვატურად უნდა ანაზღაურდეს. ჩემი თავის ფასიც იქვე ვისწავლე...

- თუ გათვალეთ, რამდენად შემოსავლიანი იქნებოდა თქვენ მიერ არჩეული პროფესია?

- ჩემთვის საქმისადმი ინტერესიც და შემოსავლიანობაც თანაბრად მნიშვნელოვანი იყო... საერთოდ, ნებისმიერმა მოქალაქემ თავისი შრომის ფასი უნდა იცოდეს და ადეკვატური გასამრჯელო მიიღოს.

- სტუდენტობისას მუშაობდით?

- პირველ 4 კურსზე სწავლისას არსად მიმუშავია - მთლიანად სწავლაში ჩაფლული. წარმატებული სტუდენტი გახლდით. სწავლის ბოლო 2 წელი ნაყინის დიდ ქარხანაში ვიმუშავე - საკონდიტროში, ნაყინის დიდ საამქროში ვიყავი. ეს საკმაოდ საინტერესო გახლდათ. რაკი უკვე გარკვეული განათლება მიღებული მქონდა, ჩვეულებრივი მუშა კი არა, ცვლის უფროსი ვიყავი. ის საქმე მაბედნიერებდა: კოლექტივში ქალები ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო ლამაზ ტორტს შექმნიდა, ლამაზ დიზაინს მოიფიქრებდა... ძალიან აზარტული იყო! სულ მინდოდა, რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინა - პატარა დეტალი შემექმნა, რაც ასე ვთქვათ, ჩემი სავიზიტო ბარათი იქნებოდა... 20 წლის გოგოსთვის ხალხთან ურთიერთობა და მუშაობა საინტერესო იყო... მიმაჩნია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც ცხოვრებაში, კარიერაში წარმატების მიღწევა სურს, მუშაობა ქვედა საფეხურებიდან უნდა დაიწყოს.

როგორც აღვნიშნე, საკმაოდ შეძლებული, გავლენიანი ოჯახიდან ვიყავი, მაგრამ არ მახსოვს, მშობლებს ოდესმე პრივილეგირებულ სიტუაციაში ჩავეყენებინე. სულ იმას მასწავლიდნენ, რომ მიზნისთვის დამოუკიდებლად უნდა მიმეღწია და არა - ვინმეს დახმარებით. ეს რჩევა გამომადგა: როდესაც რუსეთიდან, სადაც ბავშვობა გავატარე, საქართველოში დავბრუნდი, მაშინ (სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები დღესაც ხდება) კარიერის "გაკეთებაში" ან მშობელი გეხმარებოდა, ან - მეგობრები... მარტივად რომ ვთქვათ, ვიღაც ზურგს გიმაგრებდა. ჩემს შემთხვევაში, ასე არ ყოფილა: ნულიდან დავიწყე. ყველაფერს შრომით და ძლიერი, მებრძოლი ხასიათით მივაღწიე. დღემდე არ მეთაკილება, რომ თუკი გარკვეულ საკითხებში ვერ ვერკვევი, ჩემზე ბევრად მცოდნე ადამიანებს დავურეკო და კონსულტაციები მათგან მივიღო - საკითხში სიღრმისეულად გავერკვიო...წაიკითხეთ სრულად