მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდემდე უნდა გვეშინოდეს მაღაზიაში შესვლის, ბაზარში წასვლის და კომუნალური გადასახადების?!" - გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრს
"როდემდე უნდა გვეშინოდეს მაღაზიაში შესვლის, ბაზარში წასვლის და კომუნალური გადასახადების?!" - გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრს

"რო­დემ­დე უნდა გვე­ში­ნო­დეს მა­ღა­ზი­ა­ში შეს­ვლის, ბა­ზარ­ში წას­ვლის და კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის?!" - ყო­ველ­დღი­უ­რად ყვე­ლა­ფე­რი ძვირ­დე­ბა და ძვირ­დე­ბა! - აღ­ნიშ­ნულ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა ფი­ნანსთა მი­ნისტრს ლაშა ხუ­ციშ­ვილს ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ მოს­თხო­ვა.

ვა­შა­ძე და­ინ­ტე­რეს­და, რას აპი­რებს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ქვე­ყა­ნა­ში ფა­სე­ბის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბის­თვის. ამას­თან, რო­გორც ვა­შა­ძემ ლაშა ხუ­ციშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით გა­ნა­ცხა­და, მო­ქა­ლა­ქე­ებს ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ფი­ნან­სის­ტის­გან აინ­ტე­რე­სებს, “რა უბე­დუ­რე­ბა სჭირს ლარს და რა­ტომ ხდე­ბა ძა­ლი­ან მოკ­ლე ვა­და­ში მისი სწრა­ფი გამ­ყა­რე­ბა და შემ­დეგ გა­უ­ფა­სუ­რე­ბა“.

“მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ ჩაგ­ვი­ყო ჯი­ბე­ში ხელი და რა­ტომ მოხ­და, რომ ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სი უმ­ძი­მესს დღე­ში ჩა­აგ­დეთ?! ელე­მენ­ტა­რუ­ლი და­ნა­ზო­გი, რო­მე­ლიც ხალ­ხს ჰქონ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად წა­არ­თვით და ლა­რის კურ­სის მა­ნი­პუ­ლა­ცი­ით ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას უზარ­მა­ზა­რი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნეთ. ახლა არ მი­თხრათ, ეს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საქ­მე­აო! თქვენ ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ფი­ნან­სის­ტი ხართ და თქვენ­გან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს აინ­ტე­რე­სებთ პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, თუ რა სჭირს ლარს და რა­ტომ ხდე­ბა მოკ­ლე ვა­და­ში ლა­რის კურ­სის მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბა?!“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ ლაშა ხუ­ციშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით.

ლაშა ხუ­ციშ­ვილს პარ­ლა­მენ­ტში “მი­ნის­ტრის სა­ა­თის“ ფორ­მატ­ში უს­მე­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
345
6

მერე ვაშაძევ,ნაცებმა რაც მილიარდები გაიტანეს და დღეს იმით ატერორებენ ქვეყანას,დააბრუნებინეთ უკან და ცოტა შეეშველება ამ ქვეყანას. აბა მარტო სიტყვები და სხვისი კრიტიკა მარტივია. თან კარგი საქმეც ხომ უნდა გააკეთოთ ოდესმე.

ქვეყნის გულშემატკივარი
5

ასე მგონია ეხლა რომელი მთავრობაც არ უნდა ყოფილიყო ეს ინფლაცია მაინც იქნებოდა. ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც ასეა და დიდ წილად მათზე ვართ დამოკიდებული. გასაგებია ეს ოპოზიცია იმისთვის არის, რომ ჩასაფრებულმა აკრიტიკოს ყველაფერი, მაგრამ ნამეტანი დემაგოგიაც რომ გამოსჭვივის მათ სიტყვებში. თუ რამე წამალი იცით და ეგ მთავრობამ არ იცის, კონსტრუქციულად, არგუმენტირებულად, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება ხომ შეიძლება განიხილებოდეს და არა მხოლოდ მოსახლეობის რაღაც სეგმენტის გასაღიზიანებლად გათვლილი რეპლიკები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"როდემდე უნდა გვეშინოდეს მაღაზიაში შესვლის, ბაზარში წასვლის და კომუნალური გადასახადების?!" - გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრს

"როდემდე უნდა გვეშინოდეს მაღაზიაში შესვლის, ბაზარში წასვლის და კომუნალური გადასახადების?!" - გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრს

"როდემდე უნდა გვეშინოდეს მაღაზიაში შესვლის, ბაზარში წასვლის და კომუნალური გადასახადების?!" - ყოველდღიურად ყველაფერი ძვირდება და ძვირდება! - აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ მოსთხოვა.

ვაშაძე დაინტერესდა, რას აპირებს ფინანსთა მინისტრი ქვეყანაში ფასების დასტაბილურებისთვის. ამასთან, როგორც ვაშაძემ ლაშა ხუციშვილის მისამართით განაცხადა, მოქალაქეებს ქვეყნის მთავარი ფინანსისტისგან აინტერესებს, “რა უბედურება სჭირს ლარს და რატომ ხდება ძალიან მოკლე ვადაში მისი სწრაფი გამყარება და შემდეგ გაუფასურება“.

“მაინტერესებს, ვინ ჩაგვიყო ჯიბეში ხელი და რატომ მოხდა, რომ ქართული ბიზნესი უმძიმესს დღეში ჩააგდეთ?! ელემენტარული დანაზოგი, რომელიც ხალხს ჰქონდა, ფაქტობრივად წაართვით და ლარის კურსის მანიპულაციით ქვეყნის ეკონომიკას უზარმაზარი დარტყმა მიაყენეთ. ახლა არ მითხრათ, ეს ეროვნული ბანკის საქმეაო! თქვენ ქვეყნის მთავარი ფინანსისტი ხართ და თქვენგან საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ პასუხი კითხვაზე, თუ რა სჭირს ლარს და რატომ ხდება მოკლე ვადაში ლარის კურსის მანიპულაციური ცვლილება?!“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ ლაშა ხუციშვილის მისამართით.

ლაშა ხუციშვილს პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.