საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათი პოზიცია არის უცვლელი და ძალიან მკაცრი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი" - რას აცხადებს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში გამართული შეხვედრების თაობაზე?
"მათი პოზიცია არის უცვლელი და ძალიან მკაცრი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი" - რას აცხადებს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში გამართული შეხვედრების თაობაზე?

"შევ­ხვდი ჩვენს კო­ლე­გებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან, პო­ლო­ნე­თი­დან, სლო­ვე­ნი­ი­დან. რა თქმა უნდა, მათი პო­ზი­ცია არის უც­ვლე­ლი და ძა­ლი­ან მკაც­რი, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ნა­ტოს წევ­რი" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ ბრი­უ­სელ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ქვეყ­ნის მთლი­ა­ნო­ბაა და ამი­სათ­ვის ნატო ერ­თა­დერ­თი გზაა.

ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბრი­უ­სელ­ში მიმ­დი­ნა­რე ნატო-ს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტე­რი­ა­ლის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლომ უკ­რა­ი­ნის მი­მართ მხარ­და­ჭე­რა კი­დევ ერთხელ და­ა­ფიქ­სი­რა.

"ჩვენ გვქონ­და შეხ­ვედ­რა ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან, იენს სტოლ­ტენ­ბერგთან. ასე­ვე, მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გაგ­ვეც­ვა­ლა მო­საზ­რე­ბე­ბი, ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის­გან მხარ­და­ჭე­რა კი­დევ ერთხელ მიგ­ვე­ღო. შევ­ხვდი ჩვენს კო­ლე­გებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან, პო­ლო­ნე­თი­დან, სლო­ვე­ნი­ი­დან. რა თქმა უნდა, მათი პო­ზი­ცია არის უც­ვლე­ლი და ძა­ლი­ან მკაც­რი, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ნა­ტოს წევ­რი. რა თქმა უნდა, ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთლი­ა­ნო­ბა. ჩვენ სხვა გზას ამ ამო­ცა­ნის მიღ­წე­ვის­თვის ვერ ვხე­დავთ და ნატო არის ის ერ­თა­დერ­თი გზა, რი­თაც შევ­ძლებთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთლი­ა­ნო­ბას.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ და ხაზი გა­ვუს­ვით ჩვენს მხარ­და­ჭე­რას უკ­რა­ი­ნის მი­მართ. ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ იმ რის­კებ­ზე, რაც შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ახლო და გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ჰქონ­დეს. ნა­ტოს ყვე­ლა წევ­რმა ქვე­ყა­ნამ ჩვენ სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა გა­მოგ­ვი­ცხა­და," - გა­ნა­ცხა­და ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xx
0

ა კიდევ ერთი ბოთე

Gio
0

და ჩვენი პოზიცია რაარის? ნატო-რუსეთის ომის ქარიშხლის შუაში აღმოვჩნდეთ? ვინ მოგცათ უფლება ქვეყნის განადგურების? მოსახლეობას არ ეკითხებით? საქართველოსთვის საუკეთესო და ერთადერთი გზაა - ნეიტრალიტეტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"მათი პოზიცია არის უცვლელი და ძალიან მკაცრი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი" - რას აცხადებს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში გამართული შეხვედრების თაობაზე?

"მათი პოზიცია არის უცვლელი და ძალიან მკაცრი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი" - რას აცხადებს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში გამართული შეხვედრების თაობაზე?

"შევხვდი ჩვენს კოლეგებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პოლონეთიდან, სლოვენიიდან. რა თქმა უნდა, მათი პოზიცია არის უცვლელი და ძალიან მკაცრი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი" - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიუსელში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრის თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა ქვეყნის მთლიანობაა და ამისათვის ნატო ერთადერთი გზაა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

"ჩვენ გვქონდა შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. ასევე, მქონდა საშუალება, რომ გაგვეცვალა მოსაზრებები, ჩვენი შეხედულებები და ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მიგვეღო. შევხვდი ჩვენს კოლეგებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პოლონეთიდან, სლოვენიიდან. რა თქმა უნდა, მათი პოზიცია არის უცვლელი და ძალიან მკაცრი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის მთლიანობა. ჩვენ სხვა გზას ამ ამოცანის მიღწევისთვის ვერ ვხედავთ და ნატო არის ის ერთადერთი გზა, რითაც შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ და ხაზი გავუსვით ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ჩვენ ვისაუბრეთ იმ რისკებზე, რაც შეიძლება საქართველოს ახლო და გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეს. ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ ჩვენ სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა," - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.