მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვის და ცეცხლსასროლი იარაღის დაუფლების ფაქტებზე 6 პირი დააკავეს
თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვის და ცეცხლსასროლი იარაღის დაუფლების ფაქტებზე 6 პირი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, თბი­ლის­ში 6 პირი და­ა­კა­ვეს, ორ პირს კი ბრალ­დე­ბა და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, მათ ბრა­ლად თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა, გა­მო­ძალ­ვა, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­უფ­ლე­ბა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა ედე­ბათ.

„გა­მო­ძალ­ვი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.მ. და 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.მ.;

გა­მო­ძალ­ვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­უფ­ლე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 1970 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ნ. და 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ლ;

და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ჭ, 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ნ., ხოლო 2 პირს: 1969 წელს და­ბა­დე­ბულ რ.ჭ.-ს და 1974 წელს და­ბა­დე­ბულ ს.ჭ.-ს ამა­ვე და­ნა­შა­უ­ლის­თვის ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნათ.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 4-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, დიდი ოდე­ნო­ბით ქო­ნე­ბის გა­მო­ძალ­ვის გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით, კ.ნ.-მ, გ.ლ.-მ, ა.მ.-მ და მ.მ.-მა ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს ვ.ტ.-ს და ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით მას უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

გა­მომ­ძალ­ვე­ლე­ბი ვ.ტ.-ს სი­ტყვი­ერ და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ, 51 000 ლარს მო­ტა­ნას სთხოვ­დნენ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კვლავ ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რის გა­მოც მან თან­ხის გა­დახ­და­ზე თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პირი ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მე­ო­რე დღეს, თან­ხის გა­დახ­დის პი­რო­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ა.ნ., გ.ჭ., რ.ჭ. და ს.ჭ. შე­ეს­წრნენ ვ.ტ.-ის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნას, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე პო­ლი­ცი­ას არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

პო­ლი­ცი­ამ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი და უკა­ნო­ნო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

გა­მო­ძალ­ვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­უფ­ლე­ბის, ასე­ვე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 181-ე, 237-ე, 143-ე და 376-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

kika
1

ძირითადად 50 წელს ან მიღწეული ან გადაცილებული ტიპები არიან ეს დედაბუდიანადმისაიმასაქმნელები

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვის და ცეცხლსასროლი იარაღის დაუფლების ფაქტებზე 6 პირი დააკავეს

თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვის და ცეცხლსასროლი იარაღის დაუფლების ფაქტებზე 6 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში 6 პირი დააკავეს, ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. საგამოძიებო უწყების ცნობით, მათ ბრალად თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გამოძალვა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ.

„გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1987 წელს დაბადებული ა.მ. და 1978 წელს დაბადებული მ.მ.;

გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დაკავებულები არიან: 1970 წელს დაბადებული კ.ნ. და 1972 წელს დაბადებული გ.ლ;

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული გ.ჭ, 1999 წელს დაბადებული ა.ნ., ხოლო 2 პირს: 1969 წელს დაბადებულ რ.ჭ.-ს და 1974 წელს დაბადებულ ს.ჭ.-ს ამავე დანაშაულისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

დანაშაულები 4-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არსებული ფინანსური დავის საფუძველზე, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის გაადვილების მიზნით, კ.ნ.-მ, გ.ლ.-მ, ა.მ.-მ და მ.მ.-მა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ვ.ტ.-ს და ძალადობის გამოყენების მუქარით მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

გამომძალველები ვ.ტ.-ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, 51 000 ლარს მოტანას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ ძალადობის გამოყენებით ემუქრებოდნენ, რის გამოც მან თანხის გადახდაზე თანხმობა განაცხადა. დაზარალებული პირი ბრალდებულებმა მეორე დღეს, თანხის გადახდის პირობით გაათავისუფლეს.

ა.ნ., გ.ჭ., რ.ჭ. და ს.ჭ. შეესწრნენ ვ.ტ.-ის მიმართ განხორციელებულ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენას, თუმცა აღნიშნულის თაობაზე პოლიციას არ შეატყობინეს.

პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 181-ე, 237-ე, 143-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.