სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამეხმარეთ, რომ ჩემს შვილთან დავბრუნდე" - რა თქვა სასამართლო სხდომაზე ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა დედამ
"დამეხმარეთ, რომ ჩემს შვილთან დავბრუნდე" - რა თქვა სასამართლო სხდომაზე ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა დედამ

ფო­თის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ, ახალ­შო­ბი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ დე­დას პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

სა­სა­მარ­თლო­ზე დაც­ვის მხა­რემ ბრალ­დე­ბუ­ლის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა. მო­სა­მარ­თლე და­ვით გე­ლაშ­ვილ­მა დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ გა­ი­ზი­ა­რა და ბრალ­დე­ბულს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

"და­მეხ­მა­რეთ, რომ ჩემს შვილ­თან დავ­ბრუნ­დე", - გა­ნა­ცხა­და სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში ბრალ­დე­ბულ­მა, რო­მელ­საც მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს.

34 წლის ქალს გა­მო­ძი­ე­ბა ახალ­შო­ბი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­დამ გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით ახალ­შო­ბი­ლი შვი­ლი გა­გუ­და, შემ­დეგ კი სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო მილ­ში მო­ა­თავ­სა. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­კა­ვე­ბულს 2-დან 5 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, 14 თე­ბერ­ვალს ფოთ­ში, დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში ჩვი­ლის ცხე­და­რი მას შემ­დეგ ნა­ხეს, რაც სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო მილი გა­ი­ჭე­და და და­სახ­მა­რებ­ლად ხე­ლო­სა­ნი გა­მო­ი­ძა­ხეს.

მკითხველის კომენტარები / 65 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giga
5

დამნაშავეა, მაგრამ არავინ კითხულობს, რატომ გააკეთა, რის ნიადაგზე რამ აიძულა, აგერ ბრეივიკი ცოტა ხანში გარეთ იქნება თავისუფალი ჩიტივით, ხომ გინდათ ევროპა ხოდა გაარკვიეთ, რამ აიძულა ჩვილის მოკვლა. "ევროპელო მსაჯულებო" ყველას ეხება აქ კომენტარების დამწერთაც

77
3

არ იმსახურებს შეწყალებას არააააააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"დამეხმარეთ, რომ ჩემს შვილთან დავბრუნდე" - რა თქვა სასამართლო სხდომაზე ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა დედამ

"დამეხმარეთ, რომ ჩემს შვილთან დავბრუნდე" - რა თქვა სასამართლო სხდომაზე ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა დედამ

ფოთის საქალაქო სასამართლომ, ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოზე დაცვის მხარემ ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. მოსამართლე დავით გელაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაიზიარა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

"დამეხმარეთ, რომ ჩემს შვილთან დავბრუნდე", - განაცხადა სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

34 წლის ქალს გამოძიება ახალშობილის განზრახ მკვლელობას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, დედამ განზრახ მოკვლის მიზნით ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, 14 თებერვალს ფოთში, დევნილთა დასახლებაში ჩვილის ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.