"რუსეთმა უკრაინის საზღვართან მობილიზებული საკუთარი ძალები კიდევ 7 000 ჯარისკაცით გაზარდა", - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა.
"ისინი მხოლოდ საჯაროდ აკეთებენ განცხადებებს მოლაპარაკებებისა და დეესკალაციის შესახებ, მაშინ როცა არაოფიციალურად ომისთვის მობილიზებას ახორციელებენ,“ - განაცხადა მაღალჩინოსანმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმისთვის, შესაძლოა, ყალბი საბაბი გამოიყენოს.
”ჩვენ უნდა ველოდოთ უფრო მეტ ცრუ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედიისგან უახლოეს დღეებში. არ ვიცით, რა ფორმა ექნება ცრუ საბაბს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიო მზად არის,“- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.