მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღმერთმა მაპატიოს ეს სიტყვები, როცა შვილზეა საუბარი, მაგრამ ვერ წარმომედგინა, რამეს შევეზღუდე... ჩემი ბედისწერა ეს იყო" - მზეო გოგოჭური
"ღმერთმა მაპატიოს ეს სიტყვები, როცა შვილზეა საუბარი, მაგრამ ვერ წარმომედგინა, რამეს შევეზღუდე...  ჩემი ბედისწერა ეს იყო" - მზეო გოგოჭური

ცნო­ბი­ლი ფოლკ­ლო­რის­ტის, პო­ე­ტი­სა და მთარ­გმნე­ლის, ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ, მზეო გო­გო­ჭურ­მა "სხვა ნა­ნუ­კას­თან" სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ილა­პა­რა­კა. მზეო გო­გო­ჭურ­მა გან­მარ­ტა, თუ რა­ტომ არ დარ­ჩათ შვი­ლი მას და ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვილს.

"თა­ვი­დან არ მინ­დო­და დრო და­მე­კარ­გა, ეგო­ის­ტუ­რად ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი. არი­ან ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც ინ­სტიქ­ტე­ბი იღ­ვი­ძებს და მეც ალ­ბათ, იმათ რიგს მი­ვე­კუთ­ვნე­ბო­დი. არ შე­მეძ­ლო ამ­დე­ნი დრო და­მე­კარ­გა, ღმერ­თმა მა­პა­ტი­ოს ეს სი­ტყვე­ბი, როცა შვილ­ზეა სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ გუ­ლახ­დი­ლი ვარ, მა­შინ ასე ვფიქ­რობ­დი, არ ვჩ­ქა­რობ­დი... სულ ერ­თად ვი­ყა­ვით, სულ რა­ღა­ცას წერ­და. დილა გვა­თენ­დე­ბო­და სა­უ­ბარ­ში. ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ რა­მეს შე­ვე­ზღუ­დე, ეს შე­ზღუდ­ვე­ბი მა­ში­ნებ­და. და როცა უკვე ასა­კის, ავად­მყო­ფო­ბის შე­მე­შინ­და, მო­ვინ­დო­მეთ რა­ღაც-რა­ღა­ცე­ე­ბი, რო­გორც სა­ჭი­რო იყო, ჩემი და ამ დარ­გის ექი­მია, თუმ­ცა არა­ფე­რი გა­მო­ვი­და და გავ­ჩერ­დი. მცედ­ლო­ბე­ბი შევ­წყვი­ტე... ვა­ხუშ­ტის შე­ეძ­ლო ეს ჩემ­თვის ეთ­ქვა - იყო­ლიე შვი­ლიო, მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტე, რომ ჩემი ბე­დის­წე­რა ეს იყო და ჩემი ცხოვ­რე­ბა თვითკმა­რი იყო. დის­შვი­ლე­ბი მყავს, რო­მელ­თა­ნაც და­ვი­ხარ­ჯე მშობ­ლუ­რი გრძნო­ბით. ამა­ზე მე­ტად ალ­ბათ, არც მინ­დო­და და არც მომ­ცა მა­ღალ­მა ღმერ­თმა. შე­მოქ­მე­დე­ბა იყო ჩემი ქმა­რიც, შვი­ლიც... თვი­თონ ვა­ხუშ­ტი მე­ძა­ხო­და ხოლ­მე ცოლ-შვილს, ეს არის ჩემი ცოლ-შვი­ლიო. " - თქვა მზეო გო­გო­ჭურ­მა.

მზეო გო­გო­ჭუ­რი­სა და ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ის­ტო­რია საქ­ვეყ­ნოდ არის ცნო­ბი­ლი. მზეო გო­გო­ჭუ­რი 29 წლის იყო, რო­დე­საც ცნო­ბილ პო­ეტ­ზე, 29 წლით უფ­როს ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვილ­ზე და­ქორ­წინ­და. მათ ერ­თმა­ნე­თი თავ­და­ვი­წყე­ბით უყ­ვარ­დათ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
14

ქრთამისტი და ბაბნიკი კაფიებს აგროვებდა და კაიფობდა

გიორგი
16

წითელი ინტელიგენცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ღმერთმა მაპატიოს ეს სიტყვები, როცა შვილზეა საუბარი, მაგრამ ვერ წარმომედგინა, რამეს შევეზღუდე... ჩემი ბედისწერა ეს იყო" - მზეო გოგოჭური

"ღმერთმა მაპატიოს ეს სიტყვები, როცა შვილზეა საუბარი, მაგრამ ვერ წარმომედგინა, რამეს შევეზღუდე...  ჩემი ბედისწერა ეს იყო" - მზეო გოგოჭური

ცნობილი ფოლკლორისტის, პოეტისა და მთარგმნელის, ვახუშტი კოტეტიშვილის მეუღლემ, მზეო გოგოჭურმა "სხვა ნანუკასთან" საკუთარი პირადი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ ილაპარაკა. მზეო გოგოჭურმა განმარტა, თუ რატომ არ დარჩათ შვილი მას და ვახუშტი კოტეტიშვილს.

"თავიდან არ მინდოდა დრო დამეკარგა, ეგოისტურად ვიყავი განწყობილი. არიან ქალები, რომლებშიც ინსტიქტები იღვიძებს და მეც ალბათ, იმათ რიგს მივეკუთვნებოდი. არ შემეძლო ამდენი დრო დამეკარგა, ღმერთმა მაპატიოს ეს სიტყვები, როცა შვილზეა საუბარი, მაგრამ გულახდილი ვარ, მაშინ ასე ვფიქრობდი, არ ვჩქარობდი... სულ ერთად ვიყავით, სულ რაღაცას წერდა. დილა გვათენდებოდა საუბარში. ვერ წარმომედგინა, რომ რამეს შევეზღუდე, ეს შეზღუდვები მაშინებდა. და როცა უკვე ასაკის, ავადმყოფობის შემეშინდა, მოვინდომეთ რაღაც-რაღაცეები, როგორც საჭირო იყო, ჩემი და ამ დარგის ექიმია, თუმცა არაფერი გამოვიდა და გავჩერდი. მცედლობები შევწყვიტე... ვახუშტის შეეძლო ეს ჩემთვის ეთქვა - იყოლიე შვილიო, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ჩემი ბედისწერა ეს იყო და ჩემი ცხოვრება თვითკმარი იყო. დისშვილები მყავს, რომელთანაც დავიხარჯე მშობლური გრძნობით. ამაზე მეტად ალბათ, არც მინდოდა და არც მომცა მაღალმა ღმერთმა. შემოქმედება იყო ჩემი ქმარიც, შვილიც... თვითონ ვახუშტი მეძახოდა ხოლმე ცოლ-შვილს, ეს არის ჩემი ცოლ-შვილიო. " - თქვა მზეო გოგოჭურმა.

მზეო გოგოჭურისა და ვახუშტი კოტეტიშვილის სიყვარულის ამაღელვებელი ისტორია საქვეყნოდ არის ცნობილი. მზეო გოგოჭური 29 წლის იყო, როდესაც ცნობილ პოეტზე, 29 წლით უფროს ვახუშტი კოტეტიშვილზე დაქორწინდა. მათ ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარდათ.