პარტნიორები:
    ავტორი:

    "პუტინმა მხედველობაში მიიღო სახელმწიფო სათათბიროს თხოვნა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ, მაგრამ ასეთი ნაბიჯი არ შეესაბამება მინსკის შეთანხმებებს" - პესკოვი

    "პუტინმა მხედველობაში მიიღო სახელმწიფო სათათბიროს თხოვნა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ, მაგრამ ასეთი ნაბიჯი არ შეესაბამება მინსკის შეთანხმებებს" - პესკოვი

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხედველობაში მიიღო სახელმწიფო სათათბიროს თხოვნა თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ, მაგრამ ასეთი ნაბიჯი არ შეესაბამება მინსკის შეთანხმებებს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

    "პრეზიდენტმა მიიღო თხოვნა, რეაგირება მოახდინა მასზე, მხედველობაში მიიღო, მაგრამ აღიარება არ შეესაბამება მინსკის შეთანხმებებს“, - აღნიშნა პესკოვმა.

    მისი თქმით, სახელმწიფო სათათბიროს მოთხოვნა "ნამდვილად არის ძალიან მკაფიო ნიშანი, რომელიც მიუთითებს დეპუტატების განწყობაზე და საზოგადოებრივ აზრში გაბატონებულ თვალსაზრისზე“, მაგრამ პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარია სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის მოგვარების ხელშეწყობა, რაც შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ "მინსკის ღონისძიებათა პაკეტის” განხორციელებაში ყოველმხრივი წვლილის შეტანით.

    "სწორედ ამაზე გაამახვილებს ყურადღებას პრეზიდენტი“, - განაცხადა პესკოვმა.

    ×
    Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"