საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შოლცმა ზუსტად იგივე შეცდომა დაუშვა, რაც მოსდის ყველა პოლიტიკოსს, ვინც პუტინთან საუბარში გამოუცდელია" - რუსეთი მართლაც უკან იხევს თუ მორიგ შულერულ თამაშს თამაშობს?
"შოლცმა ზუსტად იგივე შეცდომა დაუშვა, რაც მოსდის ყველა პოლიტიკოსს, ვინც პუტინთან საუბარში გამოუცდელია" - რუსეთი მართლაც უკან იხევს თუ მორიგ შულერულ თამაშს თამაშობს?

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ინ­ტერ­ვენ­ცი­ის სა­ვა­რა­უ­დო თა­რი­ღად სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი 16 თე­ბერ­ვალს ასა­ხე­ლებ­დნენ, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ პი­რო­ბა დადო, რომ ამ დღეს ერ­თი­ა­ნო­ბის დღედ აქ­ცევ­და. კი­ე­ვის ოლიმ­პი­ურ სტა­დი­ონ­ზე შეკ­რე­ბილ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა მსოფ­ლი­ოს სა­კუ­თა­რი ერ­თი­ა­ნო­ბა უჩ­ვე­ნეს და 200 - მეტ­რი­ა­ნი დრო­შა გა­შა­ლეს, რი­თაც გა­მო­ხა­ტეს, რომ რუ­სე­თის არ ეში­ნი­ათ.

რუ­სე­თი ამ­ტკი­ცებს, თით­ქოს უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრი­დან ჯა­რე­ბი გაჰ­ყავს და წვრთნებს ას­რუ­ლებს, თუმ­ცა აშშ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ადას­ტუ­რებს. ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ისევ არ­სე­ბობს და თუ ასე მოხ­და, ამ ნა­ბიჯს და­სავ­ლე­თის­გან გა­დამ­წყვე­ტი პა­სუ­ხი მოჰ­ყვე­ბა, ვი­ნა­ი­დან ნატო პრინ­ცი­პე­ბის დათ­მო­ბას არ აპი­რებს. "ეს იქ­ნე­ბა არ­ჩე­ვა­ნის ომი, ომი - უმი­ზე­ზოდ“, - ასე შე­ა­ფა­სა ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტმა რუ­სე­თის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ინ­ტერ­ვენ­ცია და ხაზი გა­უს­ვა იმა­საც, რომ გა­ა­ჩე­რებს "ჩრდი­ლო­ე­თი ნა­კა­დი-2“-ს და ნა­ტოს ტე­რი­ტო­რი­ის თი­თო­ე­ულ მო­ნაკ­ვეთს სრუ­ლი ძა­ლით და­ი­ცავს.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა ასე­ვე მი­მარ­თა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს: "მივ­მარ­თავ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს: თქვენ არ ხართ მტრე­ბი და არ ვფიქ­რობ, რომ თქვენ გსურთ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლი­ა­ნი, და­მან­გრე­ვე­ლი ომი... შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს არ სურს რუ­სეთ­თან პირ­და­პი­რი კონფრონ­ტა­ცია, მაგ­რამ თუკი რუ­სე­თი ამე­რი­კე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იმოქ­მე­დებს უკ­რა­ი­ნა­ში, ჩვენ ძა­ლის­მი­ერ პა­სუხს გავ­ცემთ მას”. ბა­ი­დე­ნის თქმით, აშშ და მისი ნა­ტო­ე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი მზად არი­ან ნე­ბის­მი­ე­რი სცე­ნა­რის­თვის და რუ­სეთს დიდი ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და მო­უ­წევს, თუკი უკ­რა­ი­ნა­ში ინ­ტერ­ვენ­ცი­ას და­ი­წყებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რუ­სე­თი თა­ვის მხრივ აცხა­დებს, რომ არ აპი­რებს უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას, და­ი­წყო უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრე­ბი­დან რუ­სე­თის ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნა, რაც, მათი თქმით, სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამა­ვე დროს, რუ­სე­თი მო­ი­თხოვს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს, მათ შო­რის იმას, რომ ნა­ტო­ში არ იქ­ნენ მი­ღე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო.

აღ­სა­ნიშ­ნია ის ფაქ­ტიც, რომ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის­თან გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ოლაფ შოლცმა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში არ დგას. "ალი­ან­სში წევ­რო­ბის სა­კი­თხი მო­ცე­მუ­ლი მო­მენ­ტის­თვის არა­აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ამი­ტომ, გარ­კვე­ულ­წი­ლად უც­ნა­უ­რია, რომ რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სი­ე­ბის საგ­ნად აქ­ცია სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ახლა არ დგას დღის წეს­რიგ­ში“. გერ­მა­ნი­ის ლი­დერ­მა ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ ალი­ან­სე­ბის თა­ვი­სუფ­ლად არ­ჩე­ვის პრინ­ცი­პი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს დის­კუ­სი­ის სა­კი­თხი. მისი თქმით, ვერც ერთი სა­ხელ­მწი­ფო ვერ უბ­რძა­ნებს მე­ო­რეს, რო­მელ ალი­ან­სში იყოს ან - არ იყოს.

"ჩვენ­გან არ არის გზავ­ნი­ლი, რომ ნატო-ში წევ­რო­ბა არ არის ჩვე­ნი მი­ზა­ნი“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ და დას­ძი­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის ალი­ან­სში გა­წევ­რე­ბა შე­საძ­ლოა უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტია ყო­ფი­ლი­ყო.

გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რის გან­ცხა­დე­ბას GIPA-ს ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი თენ­გიზ ფხა­ლა­ძე შეც­დო­მას უწო­დებს და ამ­ბობს, რომ მსგავ­სი ტექ­სტე­ბი რუ­სეთს უფრო აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბის­კენ აქე­ზებს. პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბა-არ­გა­ფარ­თო­ე­ბა რუ­სეთ-გერ­მა­ნი­ის გა­და­სა­წყვე­ტი არ არის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ეს გან­ცხა­დე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­ივ­ლის კო­რექ­ტი­რე­ბას.

"გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ ოლაფ შოლცს ზუს­ტად იგი­ვე და­ე­მარ­თა, რაც ემარ­თე­ბათ ხოლ­მე ახ­ლა­დარ­ჩე­ულ ლი­დე­რებს, როცა აქვთ იმის ილუ­ზია, რომ ჩავ­ლენ რუ­სეთ­ში, პუ­ტინ­თან და­ი­ლა­პა­რა­კე­ბენ და რა­ღაც საქ­მეს და­ა­ლა­გე­ბენ. მან ზუს­ტად იგი­ვე შეც­დო­მა და­უშ­ვა, რაც მოს­დის ყვე­ლა პო­ლი­ტი­კოსს, ვინც პუ­ტინ­თან სა­უ­ბარ­ში გა­მო­უც­დე­ლია. ეს იყო, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, არას­წო­რი გან­ცხა­დე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს გან­ცხა­დე­ბა კო­რექ­ტი­რე­ბას გა­ივ­ლის იმი­ტომ, რომ ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბა-არ­გა­ფარ­თო­ე­ბა არ არის რუ­სეთ-გერ­მა­ნი­ის გა­და­სა­წყვე­ტი. ეს ყვე­ლა იმ ქვეყ­ნის გა­და­სა­წყვე­ტია, რო­მე­ლიც არის ალი­ან­სში და პლუს იმ ქვეყ­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც არი­ან ას­პი­რან­ტი ქვეყ­ნე­ბი.

თენ­გიზ ფხა­ლა­ძე

ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბის სივ­რცე არ ჩნდე­ბა, პი­რი­ქით, ეს რუ­სეთს უფრო აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბის­კენ აქე­ზებს. რე­ა­ლუ­რად, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სივ­რცე და დე­ეს­კა­ლა­ცია გა­ა­ჩი­ნა იმ პო­ლი­ტი­კამ, რაც აქვს აშშ-ს, დიდ ბრი­ტა­ნეთს და იმ ქვეყ­ნებს, რომ­ლებ­მაც უკი­დუ­რე­სად მკაც­რი პო­ზი­ცია და­ი­კა­ვეს რუ­სე­თის მი­მართ. რუ­სე­თი მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში იხევს უკან, თუ ხე­დავს ძა­ლას და შე­უ­ვა­ლო­ბას. გუ­შინ გა­მოჩ­ნდა პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა მარ­თლაც და­ი­წყოს დე­ეს­კა­ლა­ცია, თუმ­ცა აქ ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს იმის საფრ­თხე, რომ ეს იყოს რა­ღა­ცა სა­ტყუ­ა­რა. მა­გა­ლი­თის­თვის გე­ტყვით, რომ 2008 წელ­საც რუ­სეთ­მა ვი­თომ წვრთნე­ბის მერე და­ი­ხია უკან, იგი­ვე იყო 1993 წელს სო­ხუმ­ში, რო­დე­საც მძი­მე ტექ­ნი­კა გა­იყ­ვა­ნეს და მერე ზუს­ტად იმ მძი­მე ტექ­ნი­კით დაგ­ვბომ­ბეს, ასე რომ, მოჩ­ვე­ნე­ბი­თი მა­ნევ­რე­ბი რუ­სეთს ახა­სი­ა­თებს. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არა თუ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ პუ­ტინს, რომ ჯა­რე­ბი ბრუნ­დე­ბი­ან, არა­მედ ბო­ლომ­დე მტკი­ცე პო­ზი­ცია იყოს იმი­სათ­ვის, რომ მას სურ­ვი­ლიც კი არ ჰქონ­დეს, მსგავ­სი რამ გა­ი­მე­ო­როს. საფრ­თხე მა­შინ იქ­ნე­ბა გა­დავ­ლი­ლი, რო­დე­საც ეს ჯა­რე­ბი რე­ა­ლუ­რად დაბ­რუნ­დე­ბი­ან თა­ვის დის­ლო­კა­ცი­ის ად­გილ­ზე და რო­დე­საც რე­ა­ლუ­რად და­ი­წყე­ბა ის პრო­ცე­სი, რა­მაც ხელი უნდა შე­უ­წყოს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას. დღეს ომის და­წყე­ბის საფრ­თხე კვლავ მა­ღა­ლია“.

გუ­შინ, 15 თე­ბერ­ვალს, აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა თეთრ სახ­ლში საკ­მა­ოდ ხის­ტი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. ბა­ი­დე­ნის თქმით, აშშ და მისი ნა­ტო­ე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი მზად არი­ან ნე­ბის­მი­ე­რი სცე­ნა­რის­თვის და რუ­სეთს დიდი ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და მო­უ­წევს, თუკი უკ­რა­ი­ნა­ში ინ­ტერ­ვენ­ცი­ას და­ი­წყებს.

"ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბა. მის გა­მოს­ვლა­ში იყო ყვე­ლა ის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი, რო­მე­ლიც უნდა თქმუ­ლი­ყო რუ­სე­თის მი­მართ. ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მისი მი­მარ­თვა რუსი ხალ­ხის მი­მართ - ჩვენ არ გვჯე­რა, რომ თქვენ გინ­დათ ომი და მსხვერ­პლი. ეს იყო ძა­ლი­ან სწო­რი გან­ცხა­დე­ბა, მი­მარ­თვა და იმე­დი მაქვს, რომ შე­დეგ­საც მო­ი­ტანს. პუ­ტი­ნის სი­ტყვა­ზე ნდო­ბა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა? არ შე­იძ­ლე­ბა სი­ტყვა­ზე ენდო ისეთ ქვე­ყა­ნას და მის ლი­დერს, რო­მე­ლიც არ­ღვევს ხელ­მო­წე­რებს, შე­თან­ხმე­ბას. ჯო ბა­ი­დენ­მა ისიც თქვა, რომ რუ­სე­თის შეჭ­რას მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა. ძალ­ზე ნათ­ლად ით­ქვა, რომ შეჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში, "ჩრდი­ლო­ეთ ნა­კა­დი - 2“ გა­და­იქ­ცე­ვა ჯარ­თად, ასე თქვეს ამე­რი­კე­ლებ­მა. დღეს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბრი­უ­სელ­ში იწყე­ბა ნა­ტოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტე­რი­ა­ლი, რომ­ლის გან­ხილ­ვის ერთ-ერთი თემა სწო­რედ უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხი იქ­ნე­ბა. ასე რომ, საფრ­თხე გა­დავ­ლი­ლი არ არის, ერთი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ეს საფრ­თხე შე­ა­ჩე­როს, არის ერ­თად დგო­მა. რო­მელ საფრ­თხის გა­დავ­ლა­ზეა ლა­პა­რა­კი, რო­დე­საც გუ­შინ მას­შტა­ბუ­რი კი­ბერ­თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ზე და კი­დევ სხვა სა­ი­ტებ­ზე. მა­შინ, როცა გუ­შინ სა­ხელ­მწი­ფო დუ­მამ მი­ი­ღო მი­მარ­თვა პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი დონ­ბა­სი­სა და ლუ­განსკის აღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ. ასე რომ, გარ­და იმი­სა, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ომი და­ი­წყოს, არ­სე­ბობს კი­დევ სხვა სცე­ნა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­ნაკ­ლებ სა­ში­შია, ესაა დონ­ბა­სის და ლუ­განსკის აღი­ა­რე­ბა, ტე­რაქ­ტე­ბი, სხვა წერ­ტი­ლო­ვა­ნი დარ­ტყმე­ბი, კი­ბერ­თავ­დას­ხმე­ბი, ამი­ტომ ყვე­ლა ამის მი­მართ სა­ჭი­როა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი წი­ნას­წა­რი, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბა. სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ საფრ­თხე გა­დავ­ლი­ლია, ნა­ად­რე­ვია - საფრ­თხე არ არის გა­დავ­ლი­ლი არც უკ­რა­ი­ნის­თვის და, რაც კი­დევ უფრო სამ­წუ­ხა­როა, არც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“, - აცხა­დებს ფხა­ლა­ძე.

რამ­დე­ნად სარ­წმუ­ნოა ევ­რო­კავ­შირ­ში რუ­სე­თის ელ­ჩის ჩი­ჟო­ვის გან­ცხა­დე­ბა, რის მი­ხედ­ვი­თაც არც დღეს და არც მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა არ იგეგ­მე­ბა - ამა­ზე ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი ამ­ბობს, რომ სა­ა­მი­სოდ რუ­სე­თი სა­ბაბს თუ დას­ჭირ­და, მო­ნა­ხავს. თუმ­ცა იმე­დოვ­ნებს, რომ თუ ამე­რი­კა და­სავ­ლე­თის პო­ზი­ცია ხის­ტი და შე­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა, რუ­სე­თი გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის აღ­დგე­ნას ვერ ეღირ­სე­ბა.

"რუ­სე­თი არას­დროს ამ­ბობს, - შეჭ­რას ვგეგ­მა­ვო. რუ­სე­თი ყო­ველ­თვის ეძებს სა­ბაბს, ე.წ. კა­ზუს ბე­ლის. სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ზუს ბელი იყო ე.წ. მძი­ნა­რე ცხინ­ვა­ლი, რო­მე­ლიც დად­გმუ­ლი თემა იყო. ყი­რი­მის შემ­თხვე­ვა­ში, ასე­ვე დად­გმუ­ლი - ე.წ. რე­ფე­რენ­დუ­მი. რა კა­ზუს ბელი შე­იძ­ლე­ბა შექ­მნას და გა­მო­ი­ყე­ნოს ახლა რუ­სეთ­მა, არა­ვინ იცის. ის ნე­ბის­მი­ერ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზეა წამ­სვლე­ლი. ჯერ ვი­თა­რე­ბა საკ­მა­ოდ ფეთ­ქე­ბადსა­ში­შია, ეს უდა­ვოა. რო­გორც გი­თხა­რით, რუ­სე­თი რო­დე­საც ხე­დავს, რომ და­სავ­ლე­თი არის შე­უ­ვა­ლი, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა უკან და­ი­ხი­ოს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ზე სწო­რი პო­ზი­ცია ჰქონ­და აშშ-ს და დიდ ბრი­ტა­ნეთს და თუ ეს პო­ზი­ცია იქ­ნე­ბა ერ­თი­ა­ნი, ასე­თი­ვე ხის­ტი და შე­უ­ვა­ლი, მერ­წმუ­ნეთ, რომ რუ­სე­თი უკან და­ი­ხევს. ვე­თან­ხმე­ბი ბა­ი­დენს, რომ ეს იქ­ნე­ბა არ­ჩე­ვა­ნის ომი, ომი - უმი­ზე­ზოდ. მარ­თლა გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ეს ქვეყ­ნე­ბი სა­ნაც­ვლოდ ნა­ტოს არ­გა­ფარ­თო­ე­ბას და­თან­ხმდეს. შე­უძ­ლე­ბე­ლია დღეს ვინ­მემ რუ­სეთს გავ­ლე­ნის სფე­რო­ებ­ზე მო­უ­წე­როს ხელი. ამა­ზე ვაჭ­რობს დღეს რუ­სე­თი, მაგ­რამ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. და რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი რამ დგე­ბა დარ­ტყმის ქვეშ. ეს არ არის მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მა. რო­გორც კი ამას მი­ი­ღებს რუ­სე­თი, ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბია, რომ თემა აუ­ცი­ლებ­ლად შე­ე­ხე­ბა ცენ­ტრა­ლურ ევ­რო­პას. აქ ლა­პა­რა­კია იმ გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის აღ­დგე­ნა­ზე, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ჰქონ­და სსრკ-ს. ეს მთლი­ა­ნად ევ­რო­პულ სტა­ბი­ლუ­რო­ბას უქ­მნის პრობ­ლე­მას და ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ ამა­ზე ვინ­მემ რუ­სეთს ხელი მო­უ­წე­როს“.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოჰოო
0

რამდენიც არ უნდა იყბედონ ფაქტი ერთია რუსეთმა მიაჩმორა ევროპაც და ამერიკაც ზედ დამატებული. მარტო იმას ეხვეწებიან სულ ნუ დაიპყრობო თორემ უკვე წართმეულის დაბრუნებაზე ხმასაც არ იღებენ!!!!

გაიოზ გოშაძე
2

რეგალიები დიდი ჰქონდა „აქ გამოსულ „ექსპერტს“, მაგრამ დასკვნები ფრიად უფერული, ბებიას ზღაპრებს უფრო გავს. ვეთანხმები ბატონ რობერტის სწორ დასკვნებს. ნატო მრავალი ქვეყნისგან შედგება და მათი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიც მრავალფეროვანია. მათი ლიდერები სწორედ ამ ინტერესებიდან გამოდიან და არა ამ შემთხვევაში მხოლოდ უკრაინის ინტერესებიდან. დაკვირვებული თვალი შეამჩნევს, რომ ამერიკა, რომელიც უკრაინიდან ათასეული კილომეტრებითაა დაშორებული, რუსეთს მოუწყოს უკრაინაში „ავღანეთი“. რომლის შემდეგ სსრკ ისე დასუსტდა, რომ დაიშალა. ამერიკა ამ ომში (ღმერთმა ნუ ქნას, თუმცა რუსეთის დაშლა და მის ადგილზე ახალი დემოკრატიული სახელმწიფოების გაჩენა ჩემი ოცნებაა. მაგრამ ამისთვის მეგობარი უკრაინელი ხალხის გაწირვა არ მინდა) გამოცდის და გაასაღებს იარაღს. რაც შეეხება ევროპას კარგად ახსოვს ჰიტლერის დამარცხების შემდეგ რაც დაემართა და რა გასაკვირია ფრთხილად უდგება ამ საკითხს, მით უმეტეს გერმანია, რომელსაც უდიდესი ეკონომიკური ზარალი ელოდება ომის გაჩაღების შემთხვევაში და სწორედ აქედან გამოდის მისი ლიდერი, რომელსაც რომელიღაც უნივესიტეტის რომელიღაც ლექტორი, რომელსაც რატომღაც ექსპერტად მოიხსენიებენ, შეცდომად უთვლის. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"შოლცმა ზუსტად იგივე შეცდომა დაუშვა, რაც მოსდის ყველა პოლიტიკოსს, ვინც პუტინთან საუბარში გამოუცდელია" - რუსეთი მართლაც უკან იხევს თუ მორიგ შულერულ თამაშს თამაშობს?

"შოლცმა ზუსტად იგივე შეცდომა დაუშვა, რაც მოსდის ყველა პოლიტიკოსს, ვინც პუტინთან საუბარში გამოუცდელია" - რუსეთი მართლაც უკან იხევს თუ მორიგ შულერულ თამაშს თამაშობს?

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის სავარაუდო თარიღად საინფორმაციო საშუალებები 16 თებერვალს ასახელებდნენ, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ ამ დღეს ერთიანობის დღედ აქცევდა. კიევის ოლიმპიურ სტადიონზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მსოფლიოს საკუთარი ერთიანობა უჩვენეს და 200 - მეტრიანი დროშა გაშალეს, რითაც გამოხატეს, რომ რუსეთის არ ეშინიათ.

რუსეთი ამტკიცებს, თითქოს უკრაინის საზღვრიდან ჯარები გაჰყავს და წვრთნებს ასრულებს, თუმცა აშშ ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინაზე თავდასხმის შესაძლებლობა ისევ არსებობს და თუ ასე მოხდა, ამ ნაბიჯს დასავლეთისგან გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება, ვინაიდან ნატო პრინციპების დათმობას არ აპირებს. "ეს იქნება არჩევანის ომი, ომი - უმიზეზოდ“, - ასე შეაფასა ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთის მოსალოდნელი ინტერვენცია და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გააჩერებს "ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ს და ნატოს ტერიტორიის თითოეულ მონაკვეთს სრული ძალით დაიცავს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ასევე მიმართა რუსეთის მოქალაქეებს: "მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს: თქვენ არ ხართ მტრები და არ ვფიქრობ, რომ თქვენ გსურთ უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი, დამანგრეველი ომი... შეერთებულ შტატებს არ სურს რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაცია, მაგრამ თუკი რუსეთი ამერიკელების წინააღმდეგ იმოქმედებს უკრაინაში, ჩვენ ძალისმიერ პასუხს გავცემთ მას”. ბაიდენის თქმით, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის და რუსეთს დიდი ეკონომიკური საფასურის გადახდა მოუწევს, თუკი უკრაინაში ინტერვენციას დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი თავის მხრივ აცხადებს, რომ არ აპირებს უკრაინაში შეჭრას, დაიწყო უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, რაც, მათი თქმით, სამხედრო სწავლების დასრულებასთან არის დაკავშირებული. ამავე დროს, რუსეთი მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს, მათ შორის იმას, რომ ნატოში არ იქნენ მიღებული უკრაინა და საქართველო.

აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. "ალიანსში წევრობის საკითხი მოცემული მომენტისთვის არააქტუალურია. ამიტომ, გარკვეულწილად უცნაურია, რომ რუსეთის მთავრობამ დიდი პოლიტიკური დისკუსიების საგნად აქცია საკითხი, რომელიც ახლა არ დგას დღის წესრიგში“. გერმანიის ლიდერმა ისიც აღნიშნა, რომ ალიანსების თავისუფლად არჩევის პრინციპი არ შეიძლება იყოს დისკუსიის საკითხი. მისი თქმით, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ უბრძანებს მეორეს, რომელ ალიანსში იყოს ან - არ იყოს.

"ჩვენგან არ არის გზავნილი, რომ ნატო-ში წევრობა არ არის ჩვენი მიზანი“, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრება შესაძლოა უკრაინის უსაფრთხოების გარანტია ყოფილიყო.

გერმანიის კანცლერის განცხადებას GIPA-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე შეცდომას უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი ტექსტები რუსეთს უფრო აგრესიული ქმედებისკენ აქეზებს. პოლიტოლოგის თქმით, ნატოს გაფართოება-არგაფართოება რუსეთ-გერმანიის გადასაწყვეტი არ არის და დარწმუნებულია, რომ ეს განცხადება აუცილებლად გაივლის კორექტირებას.

"გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ზუსტად იგივე დაემართა, რაც ემართებათ ხოლმე ახლადარჩეულ ლიდერებს, როცა აქვთ იმის ილუზია, რომ ჩავლენ რუსეთში, პუტინთან დაილაპარაკებენ და რაღაც საქმეს დაალაგებენ. მან ზუსტად იგივე შეცდომა დაუშვა, რაც მოსდის ყველა პოლიტიკოსს, ვინც პუტინთან საუბარში გამოუცდელია. ეს იყო, აბსოლუტურად, არასწორი განცხადება და დარწმუნებული ვარ, ეს განცხადება კორექტირებას გაივლის იმიტომ, რომ ნატოს გაფართოება-არგაფართოება არ არის რუსეთ-გერმანიის გადასაწყვეტი. ეს ყველა იმ ქვეყნის გადასაწყვეტია, რომელიც არის ალიანსში და პლუს იმ ქვეყნების, რომლებიც არიან ასპირანტი ქვეყნები.

თენგიზ ფხალაძე

ასეთი განცხადებებით მოლაპარაკების სივრცე არ ჩნდება, პირიქით, ეს რუსეთს უფრო აგრესიული ქმედებისკენ აქეზებს. რეალურად, მოლაპარაკებების სივრცე და დეესკალაცია გააჩინა იმ პოლიტიკამ, რაც აქვს აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და იმ ქვეყნებს, რომლებმაც უკიდურესად მკაცრი პოზიცია დაიკავეს რუსეთის მიმართ. რუსეთი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იხევს უკან, თუ ხედავს ძალას და შეუვალობას. გუშინ გამოჩნდა პირველი ნიშნები იმისა, რომ შეიძლება მართლაც დაიწყოს დეესკალაცია, თუმცა აქ ყოველთვის არსებობს იმის საფრთხე, რომ ეს იყოს რაღაცა სატყუარა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 2008 წელსაც რუსეთმა ვითომ წვრთნების მერე დაიხია უკან, იგივე იყო 1993 წელს სოხუმში, როდესაც მძიმე ტექნიკა გაიყვანეს და მერე ზუსტად იმ მძიმე ტექნიკით დაგვბომბეს, ასე რომ, მოჩვენებითი მანევრები რუსეთს ახასიათებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არა თუ მადლობა გადავუხადოთ პუტინს, რომ ჯარები ბრუნდებიან, არამედ ბოლომდე მტკიცე პოზიცია იყოს იმისათვის, რომ მას სურვილიც კი არ ჰქონდეს, მსგავსი რამ გაიმეოროს. საფრთხე მაშინ იქნება გადავლილი, როდესაც ეს ჯარები რეალურად დაბრუნდებიან თავის დისლოკაციის ადგილზე და როდესაც რეალურად დაიწყება ის პროცესი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. დღეს ომის დაწყების საფრთხე კვლავ მაღალია“.

გუშინ, 15 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში საკმაოდ ხისტი განცხადება გააკეთა. ბაიდენის თქმით, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის და რუსეთს დიდი ეკონომიკური საფასურის გადახდა მოუწევს, თუკი უკრაინაში ინტერვენციას დაიწყებს.

"ძალზე მნიშვნელოვანი იყო ბაიდენის განცხადება. მის გამოსვლაში იყო ყველა ის მთავარი გზავნილი, რომელიც უნდა თქმულიყო რუსეთის მიმართ. ძალზე მნიშვნელოვანი იყო მისი მიმართვა რუსი ხალხის მიმართ - ჩვენ არ გვჯერა, რომ თქვენ გინდათ ომი და მსხვერპლი. ეს იყო ძალიან სწორი განცხადება, მიმართვა და იმედი მაქვს, რომ შედეგსაც მოიტანს. პუტინის სიტყვაზე ნდობა როგორ შეიძლება? არ შეიძლება სიტყვაზე ენდო ისეთ ქვეყანას და მის ლიდერს, რომელიც არღვევს ხელმოწერებს, შეთანხმებას. ჯო ბაიდენმა ისიც თქვა, რომ რუსეთის შეჭრას მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ძალზე ნათლად ითქვა, რომ შეჭრის შემთხვევაში, "ჩრდილოეთ ნაკადი - 2“ გადაიქცევა ჯართად, ასე თქვეს ამერიკელებმა. დღეს, მოგეხსენებათ, ბრიუსელში იწყება ნატოს თავდაცვის მინისტერიალი, რომლის განხილვის ერთ-ერთი თემა სწორედ უკრაინის საკითხი იქნება. ასე რომ, საფრთხე გადავლილი არ არის, ერთი, რამაც შეიძლება ეს საფრთხე შეაჩეროს, არის ერთად დგომა. რომელ საფრთხის გადავლაზეა ლაპარაკი, როდესაც გუშინ მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე და კიდევ სხვა საიტებზე. მაშინ, როცა გუშინ სახელმწიფო დუმამ მიიღო მიმართვა პრეზიდენტისადმი დონბასისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ. ასე რომ, გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივი ომი დაიწყოს, არსებობს კიდევ სხვა სცენარები, რომლებიც არანაკლებ საშიშია, ესაა დონბასის და ლუგანსკის აღიარება, ტერაქტები, სხვა წერტილოვანი დარტყმები, კიბერთავდასხმები, ამიტომ ყველა ამის მიმართ საჭიროა ძალიან სერიოზული წინასწარი, პრევენციული ქმედება. საუბარი იმაზე, რომ საფრთხე გადავლილია, ნაადრევია - საფრთხე არ არის გადავლილი არც უკრაინისთვის და, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, არც საქართველოსთვის“, - აცხადებს ფხალაძე.

რამდენად სარწმუნოა ევროკავშირში რუსეთის ელჩის ჩიჟოვის განცხადება, რის მიხედვითაც არც დღეს და არც მომდევნო დღეებში რუსეთის უკრაინაში შეჭრა არ იგეგმება - ამაზე ქართველი პოლიტოლოგი ამბობს, რომ საამისოდ რუსეთი საბაბს თუ დასჭირდა, მონახავს. თუმცა იმედოვნებს, რომ თუ ამერიკა დასავლეთის პოზიცია ხისტი და შეუვალი იქნება, რუსეთი გავლენის სფეროების აღდგენას ვერ ეღირსება.

"რუსეთი არასდროს ამბობს, - შეჭრას ვგეგმავო. რუსეთი ყოველთვის ეძებს საბაბს, ე.წ. კაზუს ბელის. საქართველოში კაზუს ბელი იყო ე.წ. მძინარე ცხინვალი, რომელიც დადგმული თემა იყო. ყირიმის შემთხვევაში, ასევე დადგმული - ე.წ. რეფერენდუმი. რა კაზუს ბელი შეიძლება შექმნას და გამოიყენოს ახლა რუსეთმა, არავინ იცის. ის ნებისმიერ პროვოკაციაზეა წამსვლელი. ჯერ ვითარება საკმაოდ ფეთქებადსაშიშია, ეს უდავოა. როგორც გითხარით, რუსეთი როდესაც ხედავს, რომ დასავლეთი არის შეუვალი, მაშინ შეიძლება უკან დაიხიოს. ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი პოზიცია ჰქონდა აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს და თუ ეს პოზიცია იქნება ერთიანი, ასეთივე ხისტი და შეუვალი, მერწმუნეთ, რომ რუსეთი უკან დაიხევს. ვეთანხმები ბაიდენს, რომ ეს იქნება არჩევანის ომი, ომი - უმიზეზოდ. მართლა გამორიცხულია, რომ ეს ქვეყნები სანაცვლოდ ნატოს არგაფართოებას დათანხმდეს. შეუძლებელია დღეს ვინმემ რუსეთს გავლენის სფეროებზე მოუწეროს ხელი. ამაზე ვაჭრობს დღეს რუსეთი, მაგრამ შეთანხმების მიღწევა ვერ წარმომიდგენია. და რატომ? იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი რამ დგება დარტყმის ქვეშ. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის და საქართველოს პრობლემა. როგორც კი ამას მიიღებს რუსეთი, ყველასთვის გასაგებია, რომ თემა აუცილებლად შეეხება ცენტრალურ ევროპას. აქ ლაპარაკია იმ გავლენის სფეროების აღდგენაზე, რომელიც თავის დროზე ჰქონდა სსრკ-ს. ეს მთლიანად ევროპულ სტაბილურობას უქმნის პრობლემას და ამიტომ ვამბობ, რომ შეუძლებელია, რომ ამაზე ვინმემ რუსეთს ხელი მოუწეროს“.