საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება სავალდებულო იქნება
სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება სავალდებულო იქნება

სკო­ლე­ბი­სა და სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის შე­ნო­ბებ­ზე სა­ხელ­მწი­ფო დრო­შის მუდ­მი­ვად აღ­მარ­თვა და სა­ხელ­მწი­ფო გერ­ბის სრუ­ლი სა­ხით გან­თავ­სე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის ასე­ვე სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ჰიმ­ნის ტექ­სტის თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას გან­თავ­სე­ბა.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით “სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ბო­ლო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა კახა კა­ხიშ­ვილ­მა მო­ამ­ზა­და, პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით, 94 ხმით მი­ი­ღო. პრო­ექტს ოპო­ზი­ცი­ის ნა­წილ­მა, მათ შო­რის ფრაქ­ცია “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტებ­მაც და­უ­ჭი­რეს მხა­რი.

რო­გორც კა­ხიშ­ვილ­მა პრო­ექ­ტის წარ­დგე­ნი­სას აღ­ნიშ­ნა, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად, ბავ­შვე­ბი ეროვ­ნუ­ლი სიმ­ბო­ლო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას ბაგა-ბა­ღის ასა­კი­დან ის­წავ­ლი­ან.

"და­სავ­ლე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ქუ­ჩებ­ში ნე­ბის­მი­ე­რი უცხო­ე­ლი გამ­ვლე­ლის­თვის თვალ­ნა­თე­ლია, თუ რო­გორ ხა­რისხშია ამ ქვეყ­ნებ­ში ეროვ­ნუ­ლი სიმ­ბო­ლი­კის პა­ტი­ვის­ცე­მა, სა­დაც არა თუ სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, არა­მედ კერ­ძო სახ­ლე­ბის სა­ხუ­რა­ვებ­ზე და აივ­ნებ­ზე ეროვ­ნუ­ლი დრო­შე­ბია აღ­მარ­თუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ამის პრაქ­ტი­კა და ტრა­დი­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არა გვაქვს. სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეროვ­ნუ­ლი სიმ­ბო­ლი­კის პა­ტი­ვის­ცე­მა უპირ­ვე­ლე­სად ჩვენს მო­მა­ვალ თა­ო­ბას ჩა­ვუ­ნერ­გოთ“, - გა­ნა­ცხა­და კა­ხიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირინე
0

კარგია , მშვენიერი გადაწყვეტილება

ალამარია
0

ძაანაც კარგი!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება სავალდებულო იქნება

სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება სავალდებულო იქნება

სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება სავალდებულო იქნება. აღნიშნული დაწესებულებებისათვის ასევე სავალდებულო ხდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.

ამასთან დაკავშირებით “საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახა კახიშვილმა მოამზადა, პარლამენტმა პირველი მოსმენით, 94 ხმით მიიღო. პროექტს ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმაც დაუჭირეს მხარი.

როგორც კახიშვილმა პროექტის წარდგენისას აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ბავშვები ეროვნული სიმბოლოების მნიშვნელობასა და პატივისცემას ბაგა-ბაღის ასაკიდან ისწავლიან.

"დასავლეთის სახელმწიფოების ქუჩებში ნებისმიერი უცხოელი გამვლელისთვის თვალნათელია, თუ როგორ ხარისხშია ამ ქვეყნებში ეროვნული სიმბოლიკის პატივისცემა, სადაც არა თუ საჯარო დაწესებულებების, არამედ კერძო სახლების სახურავებზე და აივნებზე ეროვნული დროშებია აღმართული. სამწუხაროდ, ამის პრაქტიკა და ტრადიცია საქართველოში ჯერჯერობით არა გვაქვს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ეროვნული სიმბოლიკის პატივისცემა უპირველესად ჩვენს მომავალ თაობას ჩავუნერგოთ“, - განაცხადა კახიშვილმა.