ვალენტინობა ის დღეა, როცა შეყვარებულები სხვადასხვა სასიამოვნო სიურპრიზით, საჩუქრით ერთმანეთის გახარებას ცდილობენ, რომანტიკულ გარემოში ეპატიჟებიან და დროს ბედნიერად ატარებენ, თუმცა ცხადია, არიან გამონაკლისებიც, მაგალითად როგორც ეს ბრიტანელი წყვილი. მათი ამბავი უკვე ორი დღეა მედიის ფავორიტი თემაა.
53 წლის კაცმა ვალენტინობას ცოლს ისეთი საჩუქარი მიუძღვნა, რომ ცხარე ცრემლით ატირა. ჯონ მასკს უბრალოდ აერია და ნარცისების ნაცვლად მეუღლისთვის "ხახვის თაიგული" იყიდა და სახლში, ვაზაშიც მოათავსა.
ჯონს ეგონა, რომ შეიძინა ნარცისები, რომლებიც ჯერ აყვავებული არ იყო.
"წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ნარცისების ნაცვლად, ხახვი მოიტანა. ვიცი,რომ გაუშლელი ნარცისების კოკრები ნამდვილად წააგავს მწვანე ხახვს, მითუმეტეს, რომ ორივე რეზინითაა ხოლმე შეკრული, მაგრამ მაინც სასაცილოა როგორ აერია.
მგონი ეს ყველაზე საშინელი ვალენტინობის საჩუქარია, რაც კი შეიძლება ქალს მიართვან, მაგრამ ჩვენმა შვილებმაც იცინეს ამ ამბავზე და ვაპატიებ"", - ამბობს საჩუქრის ადრესატი, დონა.
წყარო: thesun
მოამზადა ანა სიბოშვილმა