ავტორი:

ყველა დროის უძვირფასესი პროდუქტი – კარაქის ისტორია

ყველა დროის უძვირფასესი პროდუქტი – კარაქის ისტორია

კარაქი ბევრი ჩვენგანისთვის საუზმის განუყოფელი ნაწილია, მზარეულთა უმეტესობისთვის კი კერძების ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი. დღეს ის ყველაზე მოხმარებად პროდუქტებს შორისაცაა. თუმცა, არავინ იცის ზუსტად როდის და ვინ დაამზადა კარაქი პირველად. მხოლოდ ის ვიცით, რომ მისი ისტორია 9 ათასი წლის წინ უნდა დაწყებულიყო.

გადმოცემით კარაქი ასე შეიქმნა: თურმე რომელიღაცა მომთაბარეს ცხვრის ტყავის ჩანთაში ჩასხმული რძით მთელი დღე უსწორმასწორო გზაზე უვლია, მისი გახსნის შემდეგ კი რძის მაგივრად მყარი მასა აღმოუჩენია. ასე გარდაიქმნა ნჯღრევის შედეგად რძე კარაქად. დროთა განმავლობაში ის ფართოდ გავრცელდა მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში და მისი ფასი უძველესი დროიდან კარგად იცოდნენ სხვადასხვა კულტურებმა.

კარაქი ძველ მსოფლიოში

ანტიკურ რომში ის იმდენად ძვირფასი პროდუქტი იყო, რომ წამლადაც იყენებდნენ – ყლაპავდნენ ხველების სამკურნალოდ და ისვამდნენ მტკივან სახსრებზე. ინდოელები კარაქს თავიანთ მთავარ ღვთაებას – კრიშნას ძღვნად ართმევდნენ. ბიბლიაში ის სადღესასწაულო საკვებადაა მოხსენიებული. შუა საუკუნეების ნორვეგიაში კი მეფე მას თურმე გადასახადის სახითაც ითხოვდა.

კარაქი უყვარდათ მდიდრებსაც და ღარიბებსაც. ეს პროდუქტი გლეხებისთვის საკვების გამდიდრების შედარებით იაფიანი საშუალება იყო. მასში მომზადებული ხორცი და ბოსტნეული სასარგებლო თვისებებსაც იძენდა და გაცილებით გემრიელიც ხდებოდა.

კარაქის მასობრივი წარმოება

მე-12 საუკუნიდან კარაქის წარმოება იმდენად გაფართოვდა, რომ მას მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკაში. მე-19 საუკუნის საფრანგეთში კი მისი მოხმარება იმდენად გაიზარდა, რომ პროდუქტის დეფიციტი გაჩნდა – წარმოება ვერ ეწეოდა მოთხოვნას. ქვეყნის იმდროინდელი იმპერატორი, ნაპოლეონ III ჯილდოს დაჰპირდა მას, ვინც კარაქის უფრო იაფიან ალტერნატივას შექმნიდა. ასე დაამზადა ფრანგმა ქიმიკოსმა, მცენარეული ზეთის საფუძველზე, მარგარინი. მან ხელმისაწვდომობის გამო, მოხმარების სიხშირით კარაქს გადაუსწრო და მისი პოპულარობა რამდენიმე ათეული წელი გაგრძელდა. საბოლოოდ, მარგარინს პოზიციების დათმობა მაინც მოუხდა, რადგან ის კარაქის კვებით ღირებულებას და სარგებელს ბევრად ჩამოუვარდებოდა.

მარგარინი და უხარისხო კარაქი, განსაკუთრებით 1990-იანი წლებში, საქართველოშიც ფართოდ გამოიყენებოდა. გამონაკლისი არც დღევანდელი დღეა და როგორც ქართული, ისე მსოფლიო ბაზარი კვლავაც გაჯერებულია მისი არაჯანსაღი ვარიანტებით, რომელსაც საქართველოში „სპრედს“ ეძახიან, რომელიცარაჯანსაღი ტრანსცხიმებით და ხშირად ერევათ წასასმელ პროდუქტშიც. ევროპაში კი სიტყვა „სპრედის“ მნიშნელობა არც კი იციან, რადგან ისინი „spreadable”-ს, ანუ წასასმელს ეძახიან ყველაფერს, რაც პურზე შეიძლება გადავუსვათ, იქნება ეს ჯემი, კარაქი, მიწისთხილის კარაქი თუ სხვა. თუმცა, დღეს უხარისხოსთან ერთად ხარისხიანი კარაქების არჩევანიც გვაქვს.

ლურპაკი – ხარისხის საზომი სხვა კარაქებისთვის

„ლურპაკი“ მაღალი ხარისხისა და გემოვნური თვისებების გამო, რამდენიმე ათეული წელია ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კარაქად იქცა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/zGXK-xXIwhY" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

„ლურპაკის“ წარმოება მე-20 საუკუნის დასაწყისში რამდენიმე დანიელმა ფერმერმა დაიწყო და მალევე შექმნეს სტანდარტი, რომელიც სხვა კარაქების ხარისხის საზომად იქცა. დაახლოებით ერთი საუკუნეა კომპანია არ ღალატობს მის მთავარ ღირებულებას – შექმნას ორგანული და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. „ლურპაკი“ ყოველ ჯერზე წარმატებით გადის ყველაზე სანდო, ევროპული ხარისხის შეფასების ჯაჭვს და ამტკიცებს მის უპირატესობას. რაც მთავარია, ის ყველა იმ სასარგებლო თვისებას შეიცავს, რამაც კარაქს საუკუნეების მანძილზე შეუნარჩუნა უძვირფასესის პროდუქტის სახელი.

საქართველოში „ლურპაკის“ რამდენიმე სახეობაა ხელმისაწვდომი. თქვენი გემოვნებისა და საჭიროებების მიხედვით, მათ შერჩევასა და შეძენას „ევროპროდუქტის“ მაღაზიათა ქსელში შეძლებთ.