საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ უამრავი ადამიანი დასახიჩრდა და რამდენიმე გარდაიცვალა, მათ შორის იყო 8 წლის გიორგი" - რა ინფორმაციას აქვეყნებს თბილისის საკრებულოს წევრი
"აქ უამრავი ადამიანი დასახიჩრდა და რამდენიმე გარდაიცვალა, მათ შორის იყო 8 წლის გიორგი" - რა ინფორმაციას აქვეყნებს თბილისის საკრებულოს წევრი

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში, ფრაქ­ცია "თბი­ლი­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" წევ­რი, გი­ორ­გი შა­რა­ში­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უმ­ძი­მეს ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს და ოქ­რო­ყა­ნის იმ ად­გილ­ზე წერს, რო­მელ­საც მისი თქმით, ადა­მი­ა­ნე­ბი "სიკ­ვდი­ლის ზო­ნას" უწო­დე­ბენ:

"ძა­ლი­ან მიმ­ძიმს ამ ფო­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და ამ გუ­ლის­შემ­ძვრელ ფაქ­ტზე წერა, მაგ­რამ პრობ­ლე­მა იმ­დე­ნად მტკივ­ნე­უ­ლია, რომ სას­წრა­ფოდ სა­ჭი­რო­ებს რე­ა­გი­რე­ბას და მე, რო­გორც თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რს, უფ­ლე­ბა არ მაქვს თუნ­დაც ერთი სა­ა­თით და­ვაგ­ვი­ა­ნო რე­ა­გი­რე­ბა ასეთ მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ზე, რა­საც ად­გი­ლი აქვს ოქ­რო­ყა­ნა­ში!

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ამ ად­გილს "სიკ­ვდი­ლის ზო­ნას" უწო­დებს, რად­გან აქ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­სა­ხიჩ­რდა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და რამ­დე­ნი­მე გარ­და­იც­ვა­ლა. მათ შო­რის იყო 8 წლის გი­ორ­გი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ემსხვერ­პლა ავ­ტო­ა­ვა­რი­ას...

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას და­სახ­მა­რებ­ლად არა­ერ­თხელ მი­უ­მარ­თავს თბი­ლი­სის მე­რი­ის­თვის, პა­სუ­ხი დღემ­დე არ აქვთ და პრობ­ლე­მა დღემ­დე გა­და­უჭ­რე­ლია. არა­და სიჩ­ქა­რის შემ­ზღუ­დავ ბა­რი­ერს, ან საგ­ზაო ნი­შან­საც კი შე­ეძ­ლო გა­და­ერ­ჩი­ნა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე.

ფრაქ­ცია "თბი­ლი­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" სა­ხე­ლით მო­ვუ­წო­დებ თბი­ლი­სის მე­რი­ას, ასე­ვე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ის­წავ­ლონ ვი­თა­რე­ბა ად­გილ­ზე და უმოკ­ლეს ვა­და­ში მო­ახ­დი­ნონ რე­ა­გი­რე­ბა. ლო­კა­ცია: ოქ­რო­ყა­ნა "გ" და :"ბ " ზო­ნის შე­სას­ვლე­ლი", - წერს გი­ორ­გი შა­რა­ში­ძე.

ნია
1

კარგ დროს მოგაგონდა!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"აქ უამრავი ადამიანი დასახიჩრდა და რამდენიმე გარდაიცვალა, მათ შორის იყო 8 წლის გიორგი" - რა ინფორმაციას აქვეყნებს თბილისის საკრებულოს წევრი

"აქ უამრავი ადამიანი დასახიჩრდა და რამდენიმე გარდაიცვალა, მათ შორის იყო 8 წლის გიორგი" - რა ინფორმაციას აქვეყნებს თბილისის საკრებულოს წევრი

თბილისის საკრებულოში, ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე სოციალურ ქსელში უმძიმეს ინფორმაციას აქვეყნებს და ოქროყანის იმ ადგილზე წერს, რომელსაც მისი თქმით, ადამიანები "სიკვდილის ზონას" უწოდებენ:

"ძალიან მიმძიმს ამ ფოტოს გამოქვეყნება და ამ გულისშემძვრელ ფაქტზე წერა, მაგრამ პრობლემა იმდენად მტკივნეულია, რომ სასწრაფოდ საჭიროებს რეაგირებას და მე, როგორც თბილისის საკრებულოს წევრს, უფლება არ მაქვს თუნდაც ერთი საათით დავაგვიანო რეაგირება ასეთ მძიმე ვითარებაზე, რასაც ადგილი აქვს ოქროყანაში!

ადგილობრივი მოსახლეობა ამ ადგილს "სიკვდილის ზონას" უწოდებს, რადგან აქ უამრავი ადამიანი დასახიჩრდა წლების განმავლობაში და რამდენიმე გარდაიცვალა. მათ შორის იყო 8 წლის გიორგი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ემსხვერპლა ავტოავარიას...

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დასახმარებლად არაერთხელ მიუმართავს თბილისის მერიისთვის, პასუხი დღემდე არ აქვთ და პრობლემა დღემდე გადაუჭრელია. არადა სიჩქარის შემზღუდავ ბარიერს, ან საგზაო ნიშანსაც კი შეეძლო გადაერჩინა ადამიანის სიცოცხლე.

ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" სახელით მოვუწოდებ თბილისის მერიას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ შეისწავლონ ვითარება ადგილზე და უმოკლეს ვადაში მოახდინონ რეაგირება. ლოკაცია: ოქროყანა "გ" და :"ბ " ზონის შესასვლელი", - წერს გიორგი შარაშიძე.