მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2008 წელს რუსეთის არმიის სამხედრო არსენალი საბჭოური მოძველებული იარაღითა და ტექნიკით იყო სავსე" - რამდენად შეიცვალა რუსული არმია საქართველოსთან ომის შემდეგ
"2008 წელს რუსეთის არმიის სამხედრო არსენალი საბჭოური მოძველებული იარაღითა და ტექნიკით იყო სავსე" - რამდენად შეიცვალა რუსული არმია საქართველოსთან ომის შემდეგ

"რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნამ, ბოლო ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­ვის პიკს პირ­ვე­ლად მი­აღ­წია. ეს შე­ე­ხე­ბა რო­გორც არ­მი­ის ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბა­სა და მო­ბი­ლუ­რო­ბას, ასე­ვე მის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­სა და ტექ­ნი­კურ პო­ტენ­ცი­ალს“, - ასე­თი დას­კვნე­ბი­სა გა­კე­თე­ბუ­ლი შვე­დე­თის გა­ზეთ "სვენ­სკა დაგბ­ლა­დეტ­ში“ (Svenska Dagbladet) გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რით: "რუ­სე­თის არ­მია დღეს ისე­თი ძლი­ე­რია, რო­გო­რიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ყო­ფი­ლა“ (ავ­ტო­რი - ტე­რე­ზა კუხ­ლე­რი).

პუბ­ლი­კა­ცია იწყე­ბა საფ­რან­გე­თის გემთმშე­ნებ­ლო­ბის ქა­ლაქ სენ-ნა­ზერ­ში რუ­სე­თი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი "მის­ტრა­ლის“ ტი­პის ავი­ა­სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დე­ბის აგე­ბის გახ­სე­ნე­ბით, რომ­ლის შე­სა­ხებ კონ­ტრაქ­ტი 2009 წელს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის მომ­ხდა­რი ომის შემ­დეგ გა­ფორმ­და.

"რო­გორც კი რუ­სეთ­მა და საფ­რან­გეთ­მა 2009 წლის ბო­ლოს - სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის მომ­ხდა­რი ომი­დან სულ რა­ღაც ერთი წლის შემ­დეგ, "მის­ტრა­ლე­ბის“ ყიდ­ვის თა­ო­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა და­ი­წყეს, იქვე კრი­ტი­კო­სე­ბიც გა­მოჩ­ნდნენ.

გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რი კრი­ტი­კა მო­დი­ო­და ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს - რუ­სე­თის მუ­ქა­რის ქვეშ მყოფ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნას - მე­გობ­რად მი­იჩ­ნე­ვენ, ხოლო 2008 წლის ომს კი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბად აგ­რე­სი­ად აფა­სე­ბენ, რო­მე­ლიც ყვე­ლას წი­ნა­აღ­მდეგ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, თუ რუ­სეთს რა­ი­მე არ მო­ე­წო­ნე­ბა და მათ მზე­რას მი­ა­პყრობს. ბალ­ტი­ის­პი­რე­ბე­ლე­ბი ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რად­გან საფ­რან­გე­თი მათ მტერს ასეთ მო­წი­ნა­ვე ია­რაღს აძ­ლევ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს­თან ომი ხან­მოკ­ლე იყო და ერთ კვი­რა­ში დას­რულ­და. რუ­სებ­მა გა­ი­მარ­ჯვეს და ახლა მათ სა­ქარ­თვე­ლოს სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი აქვთ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი - აფხა­ზე­თი და "სამ­ხრეთ ოსე­თი“. დიახ, ომში რუ­სეთ­მა წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, მაგ­რამ ამ ომმა ისიც აჩ­ვე­ნა, თუ რო­გო­რი ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი იყო რუ­სე­თის არ­მია და რა ძა­ლი­ან მოძ­ველ­და მისი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა..

რუ­სე­თის ფლო­ტის იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ად­მი­რა­ლი ვლა­დი­მერ ვი­სოც­კი ასე ეუბ­ნე­ბო­და უცხო­ელ კო­რეს­პონ­დენტს "მის­ტრა­ლე­ბის“ - "სე­ვას­ტო­პო­ლის“ და "ვლა­დი­ვოს­ტო­კის“ მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ: "ჩვენ რომ ასე­თი ხო­მალ­დე­ბი 2008 წელს გვქო­ნო­და, შავი ზღვის ფლო­ტის მი­სია 26 სა­ათ­ში კი არა, 40 წუთ­ში დას­რულ­დე­ბო­და“.

საქ­მე იმა­შია, რომ "მის­ტრა­ლე­ბის“ კლა­სის გე­მე­ბით რუ­სეთს სწრა­ფად და ეფექ­ტი­ა­ნად შე­ეძ­ლო ჰა­ე­რი­დან შე­ტე­ვაც და დე­სან­ტის გა­დას­ხმაც სა­ქარ­თვე­ლოს სუს­ტად და­ცულ სა­ზღვაო პორ­ტებ­ში - სახ­მე­ლე­თო შეჭ­რის ნაც­ვლად. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე­თია რუ­სუ­ლი ანა­ლი­ზი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ იმ დრო­ის­თვის რუ­სე­თის არ­მი­ის სამ­ხედ­რო არ­სე­ნა­ლი საბ­ჭო­უ­რი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ია­რა­ღი­თა და გაც­ვე­თი­ლი ტექ­ნი­კით იყო სავ­სე.

2014 წლის ბო­ლოს­თვის ხო­მალ­დე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი "სე­ვას­ტო­პო­ლი“, უკვე მზად იყო დამ­კვე­თი­სათ­ვის ჩა­სა­ბა­რებ­ლად. მას­ზე რუსი მე­ზღვა­უ­რე­ბი უკვე მარ­თვას სწავ­ლობ­დნენ და იწ­რთვნე­ბოდ­ნენ.

2015 წელს კი რუ­სულ-ფრან­გუ­ლი კონ­ტრაქ­ტი "მის­ტრა­ლე­ბის“ თა­ო­ბა­ზე გა­უქ­მდა. ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ძლი­ე­რი ზე­წო­ლის შე­დე­გად საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ფრან­სუა ოლან­დი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და კონ­ტრაქ­ტის ანუ­ლი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნა. "სე­ვას­ტო­პო­ლი“ და "ვლა­დი­ვოს­ტო­კი“ პა­რიზ­მა სა­ო­ცა­რი სის­წრა­ფით ეგ­ვიპ­ტეს მიჰ­ყი­და.

საფ­რან­გეთს მო­უ­წია რუ­სე­თის­თვის და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა არა მარ­ტო ათო­ბით მი­ლი­ო­ნი წი­ნას­წარ გა­დახ­დი­ლი დო­ლა­რი, არა­მედ უზარ­მა­ზა­რი ჯა­რი­მაც გა­და­ი­ხა­და. ამას­თა­ნა­ვე, არა­ვინ იცის, თუ რამ­დე­ნად უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გია მი­ი­ღო რუ­სეთ­მა, თუ რო­გორ უნდა აი­გოს თა­ნა­მედ­რო­ვე დიდი ავი­ა­სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დე­ბი.

"ბოლო ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა მო­დერ­ნი­ზა­ცი­ამ რუ­სე­თის არ­მი­ის ძლი­ე­რე­ბა იმ დო­ნე­ზე აა­მაღ­ლა, რომ დღეს მას ევ­რო­პის ყვე­ლა ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ჯა­რის და­მარ­ცხე­ბა რამ­დე­ნი­მე დღე­ში შე­უძ­ლია, თუ მათ ამე­რი­კა არ დეხ­მა­რე­ბა“, - ამ­ბობს ცნო­ბი­ლი ანა­ლი­ტი­კო­სი, რუ­სე­თის სპე­ცი­ა­ლის­ტი, გა­ზეთ Business New Europé-ს რე­დაქ­ტო­რი ბენ არი­სი.

თა­ვის მხრივ, ამე­რი­კუ­ლი ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის CNA-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­იკლ კოფ­მა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სე­თის შე­ფა­სე­ბა სუსტ ქვეყ­ნად მცდა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბაა. "2008 წლი­დან რუ­სეთ­მა ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა და დღეს რუ­სუ­ლი არ­მი­ის საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში“, - ამ­ბობს მა­იკლ კოფ­მა­ნი და ხაზს უს­ვამს, რომ ამე­რი­კა საკ­მა­რის ყუ­რა­დღე­ბას არ უთ­მობ­და ამ გარ­დაქ­მნას, ვა­შინგტო­ნი უფრო მე­ტად ჩი­ნე­თით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

ევ­რო­პე­ლი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი ბრი­უ­სე­ლი­დან მარი დი­უ­მე­ლე­ნიც ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს რუ­სე­თის არ­მი­ის მზარდ ძლი­ე­რე­ბას:

"2000-იანი წლე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი და პირ­ველ რიგ­ში 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლოს­თან მომ­ხდა­რი სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ - რუ­სებ­მა სამ­ხედ­რო სფე­რო­ში ძა­ლი­ან დიდი თან­ხე­ბის ინ­ვეს­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს. შე­სა­ბა­მი­სად, დღეს რუ­სეთს ჰყავს მა­ღა­ლი დო­ნის მოქ­მე­დი არ­მია, რო­მელ­საც წარ­მა­ტე­ბით შე­უძ­ლია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­ო­მა­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რი­ი­დან შორს. ჩვენ ამა­ში სი­რი­ის მა­გა­ლით­ზეც დავ­რწმუნ­დით“, - ამ­ბობს მარი დი­უ­მე­ლე­ნი. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
laozyor
3

ღმრთით, დაიწყო (დაიწყება 95%) "ამ გავეშებული" რუსეთის იმპერიის შლის, და შემდეგ "გაკეთილშობილების" დიდხნიანი, მაგრამ გარდაუვალი პროცესი....

ამრიგად
7

ერთი სიტყვით ეს კაცი სახელად ვოვა, გასაჩერებელია და გააჩერებენ კიდეც, თორემ დიდი რაზგონი აიღო და კიდევ უფრო უარესად არავინ დააზარალოს თავისი გამოხტომებით და ცეცხლთან თამაშით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"2008 წელს რუსეთის არმიის სამხედრო არსენალი საბჭოური მოძველებული იარაღითა და ტექნიკით იყო სავსე" - რამდენად შეიცვალა რუსული არმია საქართველოსთან ომის შემდეგ

"2008 წელს რუსეთის არმიის სამხედრო არსენალი საბჭოური მოძველებული იარაღითა და ტექნიკით იყო სავსე" - რამდენად შეიცვალა რუსული არმია საქართველოსთან ომის შემდეგ

"რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნამ, ბოლო ათეული წლების განმავლობაში, თავის პიკს პირველად მიაღწია. ეს შეეხება როგორც არმიის ოპერატიულობასა და მობილურობას, ასევე მის შეიარაღებასა და ტექნიკურ პოტენციალს“, - ასეთი დასკვნებისა გაკეთებული შვედეთის გაზეთ "სვენსკა დაგბლადეტში“ (Svenska Dagbladet) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: "რუსეთის არმია დღეს ისეთი ძლიერია, როგორიც დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა“ (ავტორი - ტერეზა კუხლერი).

პუბლიკაცია იწყება საფრანგეთის გემთმშენებლობის ქალაქ სენ-ნაზერში რუსეთისათვის განკუთვნილი "მისტრალის“ ტიპის ავიასადესანტო ხომალდების აგების გახსენებით, რომლის შესახებ კონტრაქტი 2009 წელს, საქართველოსა და რუსეთს შორის მომხდარი ომის შემდეგ გაფორმდა.

"როგორც კი რუსეთმა და საფრანგეთმა 2009 წლის ბოლოს - საქართველოსა და რუსეთს შორის მომხდარი ომიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, "მისტრალების“ ყიდვის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყეს, იქვე კრიტიკოსებიც გამოჩნდნენ.

განსაკუთრებით აქტიური კრიტიკა მოდიოდა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოს - რუსეთის მუქარის ქვეშ მყოფ პატარა ქვეყანას - მეგობრად მიიჩნევენ, ხოლო 2008 წლის ომს კი წინასწარმეტყველებად აგრესიად აფასებენ, რომელიც ყველას წინააღმდეგ შეიძლება მოხდეს, თუ რუსეთს რაიმე არ მოეწონება და მათ მზერას მიაპყრობს. ბალტიისპირებელები ძალიან გაბრაზებულები იყვნენ, რადგან საფრანგეთი მათ მტერს ასეთ მოწინავე იარაღს აძლევდა.

საქართველოსთან ომი ხანმოკლე იყო და ერთ კვირაში დასრულდა. რუსებმა გაიმარჯვეს და ახლა მათ საქართველოს სეპარატისტული ტერიტორიები აქვთ ოკუპირებული - აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი“. დიახ, ომში რუსეთმა წარმატებას მიაღწია, მაგრამ ამ ომმა ისიც აჩვენა, თუ როგორი ჩამორჩენილი იყო რუსეთის არმია და რა ძალიან მოძველდა მისი აღჭურვილობა..

რუსეთის ფლოტის იმჟამინდელი ხელმძღვანელი, ადმირალი ვლადიმერ ვისოცკი ასე ეუბნებოდა უცხოელ კორესპონდენტს "მისტრალების“ - "სევასტოპოლის“ და "ვლადივოსტოკის“ მნიშვნელობის შესახებ: "ჩვენ რომ ასეთი ხომალდები 2008 წელს გვქონოდა, შავი ზღვის ფლოტის მისია 26 საათში კი არა, 40 წუთში დასრულდებოდა“.

საქმე იმაშია, რომ "მისტრალების“ კლასის გემებით რუსეთს სწრაფად და ეფექტიანად შეეძლო ჰაერიდან შეტევაც და დესანტის გადასხმაც საქართველოს სუსტად დაცულ საზღვაო პორტებში - სახმელეთო შეჭრის ნაცვლად. ყოველ შემთხვევაში, ასეთია რუსული ანალიზი მომხდარის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ იმ დროისთვის რუსეთის არმიის სამხედრო არსენალი საბჭოური მოძველებული იარაღითა და გაცვეთილი ტექნიკით იყო სავსე.

2014 წლის ბოლოსთვის ხომალდები, განსაკუთრებით კი "სევასტოპოლი“, უკვე მზად იყო დამკვეთისათვის ჩასაბარებლად. მასზე რუსი მეზღვაურები უკვე მართვას სწავლობდნენ და იწრთვნებოდნენ.

2015 წელს კი რუსულ-ფრანგული კონტრაქტი "მისტრალების“ თაობაზე გაუქმდა. ნატოსა და ევროკავშირის ძლიერი ზეწოლის შედეგად საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი იძულებული გახდა კონტრაქტის ანულირება მოეხდინა. "სევასტოპოლი“ და "ვლადივოსტოკი“ პარიზმა საოცარი სისწრაფით ეგვიპტეს მიჰყიდა.

საფრანგეთს მოუწია რუსეთისთვის დაებრუნებინა არა მარტო ათობით მილიონი წინასწარ გადახდილი დოლარი, არამედ უზარმაზარი ჯარიმაც გადაიხადა. ამასთანავე, არავინ იცის, თუ რამდენად უახლესი ტექნოლოგია მიიღო რუსეთმა, თუ როგორ უნდა აიგოს თანამედროვე დიდი ავიასადესანტო ხომალდები.

"ბოლო ათი წლის განმავლობაში განხორციელებულმა მოდერნიზაციამ რუსეთის არმიის ძლიერება იმ დონეზე აამაღლა, რომ დღეს მას ევროპის ყველა ქვეყნის გაერთიანებული ჯარის დამარცხება რამდენიმე დღეში შეუძლია, თუ მათ ამერიკა არ დეხმარება“, - ამბობს ცნობილი ანალიტიკოსი, რუსეთის სპეციალისტი, გაზეთ Business New Europé-ს რედაქტორი ბენ არისი.

თავის მხრივ, ამერიკული ანალიტიკური ცენტრის CNA-ს ხელმძღვანელი მაიკლ კოფმანი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეფასება სუსტ ქვეყნად მცდარი შეხედულებაა. "2008 წლიდან რუსეთმა ევროპაში ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები ჩამოაყალიბა და დღეს რუსული არმიის საბრძოლო მზადყოფნა ყველაზე მაღალია ბოლო ათწლეულის განმავლობაში“, - ამბობს მაიკლ კოფმანი და ხაზს უსვამს, რომ ამერიკა საკმარის ყურადღებას არ უთმობდა ამ გარდაქმნას, ვაშინგტონი უფრო მეტად ჩინეთით იყო დაკავებული.

ევროპელი სამხედრო ექსპერტი ბრიუსელიდან მარი დიუმელენიც ასევე აღნიშნავს რუსეთის არმიის მზარდ ძლიერებას:

"2000-იანი წლებიდან დაწყებული და პირველ რიგში 2008 წელს საქართველოსთან მომხდარი სამხედრო კონფლიქტის შემდეგ - რუსებმა სამხედრო სფეროში ძალიან დიდი თანხების ინვესტირება მოახდინეს. შესაბამისად, დღეს რუსეთს ჰყავს მაღალი დონის მოქმედი არმია, რომელსაც წარმატებით შეუძლია განახორციელოს საომარი ოპერაციები საკუთარი ტერიტორიიდან შორს. ჩვენ ამაში სირიის მაგალითზეც დავრწმუნდით“, - ამბობს მარი დიუმელენი. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ