მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინისა და შოლცის შეხვედრა, დისტანცია და კრემლის პოპულარული მაგიდა - აუდიენციის დეტალები
პუტინისა და შოლცის შეხვედრა, დისტანცია და კრემლის პოპულარული მაგიდა - აუდიენციის დეტალები

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­სა და გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ ოლაფ შოლცს შო­რის კრემლში შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს. შოლ­ცი მოს­კოვ­ში უკ­რა­ი­ნი­დან ჩა­ვი­და, სა­დაც მას შეხ­ვედ­რა ჰქონ­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის­თან.

"რა თქმა უნდა, გა­სა­გე­ბია, რომ ჩვენ უნდა ვი­სა­უბ­როთ რთულ ვი­თა­რე­ბა­ზე - რაც შე­ე­ხე­ბა მშვი­დო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას ევ­რო­პა­ში, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გზით“, - გა­ნა­ცხა­და შოლცმა შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე.

ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ევ­რო­პა­ში უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ვი­თა­რე­ბას და­ეთ­მო­ბა.

მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა ამ­ჯე­რა­დაც კრემ­ლის იმ ოვა­ლურ­მა მა­გი­დამ მი­ი­პყრო, რომ­ლის თავ­სა და ბო­ლო­შიც ლი­დე­რე­ბი დას­ხდნენ.

ეს ზუს­ტად ის მა­გი­დაა, რო­მელ­თა­ნაც პუ­ტინ­მა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი მი­ი­ღო. მე­დი­ის ცნო­ბით, მა­გი­დის სიგ­რძე და­ახ­ლო­ე­ბით, 4 მეტ­რია და პუ­ტი­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად, დის­ტან­ცი­ის და­სა­ცა­ვად სწო­რედ მას­თან ამ­ჯო­ბი­ნებს უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის მი­ღე­ბას.

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან შეხ­ვედ­რი­სას

შოლ­ცი­სა და პუ­ტი­ნის შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე კრემ­ლის პრესს­პი­კერ­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მოს­კოვ­ში ჩა­სულ­მა გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ოლაფ შოლცმა რუ­სუ­ლი "პი­სი­არ“ ტეს­ტი არ ჩა­ი­ტა­რა, ამი­ტომ მას პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან, დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე, დის­ტან­ცი­ის დაც­ვა მო­უ­წევ­და.

"ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე დიდ მან­ძილ­ზე იქ­ნე­ბი­ან ერ­თმა­ნე­თის­გან და­შო­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეს არა­ნა­ი­რად არ იმოქ­მე­დებს შეხ­ვედ­რის ხა­სი­ათ­ზე, მის ში­ნა­არსზე ან ხან­გრძლი­ვო­ბა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა, რი­თაც მან უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას, გა­ი­მარ­თე­ბა თუ არა დღე­ვან­დე­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გრძელ მა­გი­დას­თან.

შე­გახ­სე­ნებთ, 7 თე­ბერ­ვალს, მოს­კოვ­ში რუ­სე­თი­სა და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტებს შო­რის დი­ა­ლო­გიც ამა­ვე მა­გი­დას­თან იმი­ტომ გა­ი­მარ­თა, რომ მაკ­რონ­მა რუ­სუ­ლი "პი­სი­არ“ ტეს­ტი ჩა­ტა­რე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

ალბათ რუსეთს არავინ არ ენდობა და პისიარსაც არ იკეთებენ, რა იცი რას ამოუსვამებ პირში ეს ჩეკისტები...

შლოპანცები
1

ა ბატონო ევროპის უსაფრღხოებაზე ილაპარაკებენ პირობებს გაცვლიან 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

პუტინისა და შოლცის შეხვედრა, დისტანცია და კრემლის პოპულარული მაგიდა - აუდიენციის დეტალები

პუტინისა და შოლცის შეხვედრა, დისტანცია და კრემლის პოპულარული მაგიდა - აუდიენციის დეტალები

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის კრემლში შეხვედრა მიმდინარეობს. შოლცი მოსკოვში უკრაინიდან ჩავიდა, სადაც მას შეხვედრა ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან.

"რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ რთულ ვითარებაზე - რაც შეეხება მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოგვარება მოლაპარაკებების გზით“, - განაცხადა შოლცმა შეხვედრის დაწყებამდე.

ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებას დაეთმობა.

მსოფლიო მედიის ყურადღება ამჯერადაც კრემლის იმ ოვალურმა მაგიდამ მიიპყრო, რომლის თავსა და ბოლოშიც ლიდერები დასხდნენ.

ეს ზუსტად ის მაგიდაა, რომელთანაც პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიიღო. მედიის ცნობით, მაგიდის სიგრძე დაახლოებით, 4 მეტრია და პუტინი კორონავირუსის თავიდან ასარიდებლად, დისტანციის დასაცავად სწორედ მასთან ამჯობინებს უცხოელი კოლეგების მიღებას.

ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას

შოლცისა და პუტინის შეხვედრის დაწყებამდე კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ მოსკოვში ჩასულმა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსული "პისიარ“ ტესტი არ ჩაიტარა, ამიტომ მას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, დღევანდელ შეხვედრაზე, დისტანციის დაცვა მოუწევდა.

"ისინი ჩვეულებრივზე დიდ მანძილზე იქნებიან ერთმანეთისგან დაშორებული, მაგრამ ეს არანაირად არ იმოქმედებს შეხვედრის ხასიათზე, მის შინაარსზე ან ხანგრძლივობაზე“, - განაცხადა პესკოვმა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, გაიმართება თუ არა დღევანდელი მოლაპარაკებები გრძელ მაგიდასთან.

შეგახსენებთ, 7 თებერვალს, მოსკოვში რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის დიალოგიც ამავე მაგიდასთან იმიტომ გაიმართა, რომ მაკრონმა რუსული "პისიარ“ ტესტი ჩატარებაზე უარი განაცხადა.