მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავით მათიკაშვილის მამა ყვარელში სააკაშვილის სადღეგრძელოს ფეხზე წამომდგარი სვამდა" - გიორგი ბოტკოველი
"დავით მათიკაშვილის მამა ყვარელში სააკაშვილის სადღეგრძელოს ფეხზე წამომდგარი სვამდა" - გიორგი ბოტკოველი

მა­თი­კაშ­ვი­ლის­გან აფე­რის­ტო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე ქი­ლი­კი უხერ­ხუ­ლია. მისი ოჯა­ხის წევ­რი - მამა, ყვა­რელ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­დღეგ­რძე­ლოს ფეხ­ზე წა­მომ­დგა­რი სვამ­და, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გი­ორ­გი ბოტ­კო­ველ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტის, და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც ბოტ­კო­ველ­მა აღ­ნიშ­ნა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სა­კუ­თა­რი კომ­ფორ­ტის შექ­მნით არის და­კა­ვე­ბუ­ლი და ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი არ აინ­ტე­რე­სებთ.

"არ მინ­და ვინ­მეს შე­ვახ­სე­ნო სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლი, მაგ­რამ ცოტა უხერ­ხუ­ლია ბა­ტო­ნი მა­თი­კაშ­ვი­ლის­გან აფე­რის­ტო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის­გან, რო­მელ­საც ის წარ­მო­ად­გენს. ასე­ვე მის­გან უხერ­ხუ­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე ქი­ლი­კი. მინ­და მას შე­ვახ­სე­ნო და თუ ვინ­მეს და­ა­ინ­ტე­რე­სებს, შე­მიძ­ლია გა­და­ვუგ­ზავ­ნო და მერე თქვენ "ჩათ­ში" გა­ნი­ხი­ლოთ, თუ რო­გორ სვამ­და ხოლ­მე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­დღეგ­რძე­ლოს ფეხ­ზე წა­მომ­დგა­რი მისი ოჯა­ხის წევ­რი - მამა სა­მე­ზობ­ლო­ში, ყვა­რელ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბას, უკვე ყვე­ლა კარ­გად დარ­წმუნ­და, რომ არ გა­ინ­ტე­რე­სებთ თქვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. აქ მხო­ლოდ იმით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ სა­კუ­თა­რი კომ­ფორ­ტი შე­იქ­მნათ და არ ის­მო­დეს ოპო­ზი­ცი­ის ხმა. დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის­თვი­საც ემ­ზა­დე­ბით, რომ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­წყვი­ტოთ ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს და შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილს, სწო­რედ ამას უკავ­შირ­დე­ბა. თქვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნაა.

ამის ერთ-ერთი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა ისიც, თუ რო­გორ ზის ცი­ხე­ში ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ის თქვე­ნი ოპო­ნენ­ტია, არა­მედ იმი­ტომ, რომ მას ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი აქვს იმ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რო­მელ­შიც ჩვენ ვცხოვ­რობთ და რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­საც თქვენ ყო­ველ­დღი­უ­რად კლავთ. არ გა­ინ­ტე­რე­სებთ რა ხდე­ბა რე­გი­ო­ნებ­ში, თვით­მმარ­თვე­ლო­ბა გა­ა­ნად­გუ­რეთ! პრობ­ლე­მას პრობ­ლე­მა­ზე უმა­ტებთ. იმის ნაც­ვლად, რომ და­პი­რე­ბე­ბი შე­ას­რუ­ლოთ, ფა­სე­ბი გა­ა­ორ­მა­გეთ და გა­ა­სამ­მა­გეთ, გა­ა­ათ­მა­გეთ კო­მუ­ნა­ლუ­რი ტა­რი­ფე­ბი და ფა­სე­ბი პრო­დუქ­ტებ­ზე. თქვენ სხვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობთ, და­ნარ­ჩე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა - სხვა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მი­ლი­ო­ნებს, რო­მელ­ზეც აცხა­დებთ, რომ ხარ­ჯავთ ყო­ველ­წლი­უ­რად, თურ­მე იპა­რავთ და ამას ფაქ­ტე­ბი ადას­ტუ­რებს. წყლის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო და ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია ქა­ლა­ქი თე­ლა­ვი. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პროგ­რა­მე­ბი, რო­მე­ლიც ხალ­ხს და გლეხს უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს, რე­ა­ლუ­რად თქვენს ჩი­ნოვ­ნი­კებს ემ­სა­ხუ­რე­ბა და მათ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზეა მორ­გე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ბოტ­კო­ველ­მა.

ცნო­ბის­თვის, და­ვით მა­თი­კაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე ოპო­ზი­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ, მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, „ფე­იკ­ნი­უ­სებ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მზა­დაა სა­ზო­გა­დო­ე­ბას თვალ­ში ნა­ცა­რი შე­ა­ყა­როს 2-3 სა­ა­თის ე.წ. პი­ა­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბის­თვის.

„ადრე, როცა ზედ­მე­ტი კეკ­ლუ­ცო­ბის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნე­ბი საგ­ნებს თა­ვის სა­ხელს არ­ქმევ­დნენ, ამ მოვ­ლე­ნას მარ­ტი­ვად ერ­ქვა აფე­რის­ტო­ბა და ამ ამ­ბის ჩამ­დენ ადა­მი­ა­ნებს ერ­ქვათ აფე­რის­ტე­ბი. 21-ე სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი და ცალ­სა­ხა გა­მოვ­ლი­ნე­ბა ამ ბო­რო­ტე­ბის არის „ფე­ი­კი“, „ფე­იკ­ნი­უ­სი“, „ფე­ი­კინ­დუსტრია“, რო­მელ­საც თა­ვი­დან ბო­ლომ­დე იყე­ნებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, ვერ ახერ­ხე­ბენ და ვერ აღ­წე­ვენ იმ მიზ­ნებს, რო­მე­ლიც „ფე­იკს“ გა­აჩ­ნია.

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Თენგო
0

Ერთი ბიძინას ფეხი არ დაუცურდეს. Თორემ მერე ეს და კიდევ ბევრი სხვა ალბათ თავის მამებს მიბაძავს

უპს
0

ხოდა განდიდების მანიამ დაღუპა მიხა და ნაც მოძრაობაც ბელადომანია სხვა კი არაფერია მერე ბიძო შეიყვარეს ბელადად და ასე ამ ქვეყანას არაფერი უშველის არსად გაიშვას ჩვენი ევროპიზაცია დემოკრატია მაინც ბელადომანები იქნებიან 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"დავით მათიკაშვილის მამა ყვარელში სააკაშვილის სადღეგრძელოს ფეხზე წამომდგარი სვამდა" - გიორგი ბოტკოველი

"დავით მათიკაშვილის მამა ყვარელში სააკაშვილის სადღეგრძელოს ფეხზე წამომდგარი სვამდა" - გიორგი ბოტკოველი

მათიკაშვილისგან აფერისტობაზე საუბარი და მიხეილ სააკაშვილზე ქილიკი უხერხულია. მისი ოჯახის წევრი - მამა, ყვარელში მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს ფეხზე წამომდგარი სვამდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც უმრავლესობის დეპუტატის, დავით მათიკაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.

როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, "ქართული ოცნება" საკუთარი კომფორტის შექმნით არის დაკავებული და ნაკისრი ვალდებულებები არ აინტერესებთ.

"არ მინდა ვინმეს შევახსენო საკუთარი წარსული, მაგრამ ცოტა უხერხულია ბატონი მათიკაშვილისგან აფერისტობაზე საუბარი იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლისგან, რომელსაც ის წარმოადგენს. ასევე მისგან უხერხულია მიხეილ სააკაშვილზე ქილიკი. მინდა მას შევახსენო და თუ ვინმეს დააინტერესებს, შემიძლია გადავუგზავნო და მერე თქვენ "ჩათში" განიხილოთ, თუ როგორ სვამდა ხოლმე მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს ფეხზე წამომდგარი მისი ოჯახის წევრი - მამა სამეზობლოში, ყვარელში. რაც შეეხება თქვენს საქმიანობას, უკვე ყველა კარგად დარწმუნდა, რომ არ გაინტერესებთ თქვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები. აქ მხოლოდ იმით ხართ დაკავებული, რომ საკუთარი კომფორტი შეიქმნათ და არ ისმოდეს ოპოზიციის ხმა. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომლისთვისაც ემზადებით, რომ უფლებამოსილება შეუწყვიტოთ ბადრი ჯაფარიძეს და შალვა ნათელაშვილს, სწორედ ამას უკავშირდება. თქვენი მთავარი მიზანი ოპონენტების დევნაა.

ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა ისიც, თუ როგორ ზის ციხეში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის თქვენი ოპონენტია, არამედ იმიტომ, რომ მას ძალიან დიდი წვლილი აქვს იმ ქვეყნის განვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომლის განვითარებასაც თქვენ ყოველდღიურად კლავთ. არ გაინტერესებთ რა ხდება რეგიონებში, თვითმმართველობა გაანადგურეთ! პრობლემას პრობლემაზე უმატებთ. იმის ნაცვლად, რომ დაპირებები შეასრულოთ, ფასები გააორმაგეთ და გაასამმაგეთ, გააათმაგეთ კომუნალური ტარიფები და ფასები პროდუქტებზე. თქვენ სხვა საქართველოში ცხოვრობთ, დანარჩენი მოსახლეობა - სხვა საქართველოში. მილიონებს, რომელზეც აცხადებთ, რომ ხარჯავთ ყოველწლიურად, თურმე იპარავთ და ამას ფაქტები ადასტურებს. წყლის გარეშეა დარჩენილი ნახევარი საქართველო და ამის ნათელი მაგალითია ქალაქი თელავი. სოფლის მეურნეობის პროგრამები, რომელიც ხალხს და გლეხს უნდა ემსახურებოდეს, რეალურად თქვენს ჩინოვნიკებს ემსახურება და მათ კეთილდღეობაზეა მორგებული“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ცნობისთვის, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მიერ გავრცელებულ, მისივე შეფასებით, „ფეიკნიუსებთან“ დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყაროს 2-3 საათის ე.წ. პიარული წარმატებისთვის.

„ადრე, როცა ზედმეტი კეკლუცობის გარეშე ადამიანები საგნებს თავის სახელს არქმევდნენ, ამ მოვლენას მარტივად ერქვა აფერისტობა და ამ ამბის ჩამდენ ადამიანებს ერქვათ აფერისტები. 21-ე საუკუნის ყველაზე ნათელი და ცალსახა გამოვლინება ამ ბოროტების არის „ფეიკი“, „ფეიკნიუსი“, „ფეიკინდუსტრია“, რომელსაც თავიდან ბოლომდე იყენებს მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ ახერხებენ და ვერ აღწევენ იმ მიზნებს, რომელიც „ფეიკს“ გააჩნია.