დანიელი ფეხბურთელის, ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენის ამბავმა გასულ ზაფხულს მთელი მსოფლიო შეძრა. მსოფლიო ჩემპიონატზე, დანია-ფინეთის მატჩის დროს, ის მოედანზე უგონოდ დაეცა, ერიკსენს გული გაუჩერდა და სამედიცინო პერსონალი რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდა ფეხბურთელის გულის კვლავ ამუშავებას.
საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ფეხბურთელი კლინიკაში გადაიყვანეს. კრისტიანმა მკურნალობის ხანგრძლივი კურსი გაიარა და მას შემდეგ საფეხბურთო მოედანზე აღარ დაბრუნებულა.
ფეხბურთელმა მხოლოდ ახლა შეძლო პროფესიას დაბრუნებოდა. კრისტიანი 14 თებერვალს 30 წლის გახდა და დაბადების დღე მოედანზე დაბრუნებით აღნიშნა.

⚽⚽⚽ @joshdasilva_

📄 Today's Match Report as @ChrisEriksen8 made his return to action ➡ https://t.co/tA0pQMg7KR#BrentfordFC pic.twitter.com/UOvXt1n6GZ
— Brentford FC (@BrentfordFC) February 14, 2022

რამდენიმეთვიანი მკურნალობისა და ვარჯიშის შემდეგ, მან პირველად ითამაშა გუშინ ამხანაგურ მატჩში. კრისტიანი ამჯერად ინგლისური კლუბის, "ბრენტფორდის" რიგებში ირიცხება.
Southend United XI-ის წინააღმდეგ თამაშში ერიკსენმა მოედანზე ერთი საათი გაატარა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.
შოკისმომგვრელი ინციდენტის შემდეგ, ფეხბურთელმა აჩვენა, რომ არ დაუკარგავს არც ამბიცია და არც თამაშის სიყვარული.
"გამიმართლა, რომ დაბრუნება შევძელი, რისკებს ვერ ვხედავ. კარდიოსტიმულატორი მაქვს და რომც მოხდეს რაიმე, უსაფრთხოდ ვიქნები. ჯანსაღად ვგრძნობ თავს და ჩემი თამაშის სტილის შეცვლას არ ვაპირებ. ბოლო 6 თვე ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე და ახლა ბევრად უკეთეს ფორმაში ვარ, ვიდრე აქამდე და მხოლოდ ფეხბურთიღა აკლია ჩემს ცხოვრებას", - თქვა კრისტიანმა BBC-სთან საუბრისას.
წყარო: thesun
მოამზადა ანა სიბოშვილმა