მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი არ ყოფილა" - რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში?
"შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი არ ყოფილა" - რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში?

ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქის, შა­ნაი ბრუ­კის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს შე­უ­რა­ცხა­დი არ ყო­ფი­ლა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" გახ­და ცნო­ბი­ლი, დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე ფსი­ქო­ლო­გი­ურ-ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას წა­რად­გენს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მურ­სა­კუ­ლოვს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ აქვს და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს შე­რა­ცხა­დი არ იყო, შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი აღარ არის.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ, ბრალ­დე­ბის მხა­რე დას­კვნით სი­ტყვას წარ­მოთ­ქვამს.

ცნო­ბის­თვის, ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე შა­ნაი ბრუ­კი გა­სუ­ლი წლის 30 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცხე­და­რი მთაწ­მინ­დის ფერ­დზე 31 ივ­ლისს იპო­ვეს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვი და­ა­კა­ვეს.

მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ყა­ჩა­ღო­ბა, ესე იგი თავ­დას­ხმა სხვი­სი მოძ­რა­ვი ნივ­თის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, ჩა­დე­ნი­ლი სი­ცო­ცხლი­სათ­ვის ან ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბით ანდა ასე­თი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით), 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "გ“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის და მისი ჩა­დე­ნის გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით; ან­გა­რე­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 წლი­დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვი წარ­სულ­შიც ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო, მას ქურ­დო­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
9

"ოცნებაში" უბნის უფროსი იყო. თავად განსაჯეთ როგორაა არის დაკომპლექტებული ეს კრიმინალთა ბანდა.

ზსს
0

რატო უნდა ვიხადო გადასახადები, რომლითაც ამ პათოლოგს საკვებს მიაწვდიან ციხეში? მე რატო უნდა ვინახო ესეთი არაკაცი? მოსაშორებელია და მორჩა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი არ ყოფილა" - რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში?

"შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი არ ყოფილა" - რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში?

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი არ ყოფილა.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას წარადგენს, რომლის მიხედვითაც მურსაკულოვს ფსიქიკური პრობლემები არ აქვს და დანაშაულის ჩადენის დროს შერაცხადი არ იყო, შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვები აღარ არის.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე სავარაუდოდ, ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

ცნობისთვის, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი გასული წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, რაფაელ მურსაკულოვი წარსულშიც ნასამართლევი იყო, მას ქურდობას ედავებოდნენ.