საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტკივილიანი გულით მიდის... ასეთი კაცები ისედაც აკლია დღეს ქვეყანას და ვინც გვყავს, ისინიც მიდიან" - პოეტი ტარიელ ხარხელაური უახლოეს მეგობარს თამაზ მეჭიაურს იხსენებს
"ტკივილიანი გულით მიდის... ასეთი კაცები ისედაც აკლია დღეს ქვეყანას და ვინც გვყავს, ისინიც მიდიან" - პოეტი ტარიელ ხარხელაური უახლოეს მეგობარს თამაზ მეჭიაურს იხსენებს

ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, არა­ერ­თგზის პარ­ლა­მენ­ტა­რი თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი დღეს, 67 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. პო­ლი­ტი­კო­სი ბოლო ორი კვი­რა კო­რო­ნა­ვირუსს ებ­რძო­და, კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის მი­უ­ხე­და­ვად, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. პო­ლი­ტი­კოსს უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი ჰყავ­და, თუმ­ცა მათ შო­რის გახ­ლდათ პო­ე­ტი ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი. სწო­რედ მას ვთხო­ვეთ გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა ბოლო შეხ­ვედ­რა სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ­თან...

ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი:

- თა­მაზ მე­ჭი­ა­ურ­ზე მარ­ტო ერთი დღი­თა და ერთი შეხ­ვედ­რით ვერ ილა­პა­რა­კებ. თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სით ის მუ­დამ სავ­სე იყო სი­კე­თი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით, რო­მე­ლიც ასე სჭირ­დე­ბო­და, რო­გორც ჩემ­ნა­ირ ხალ­ხს, ისე ქვე­ყა­ნას. ასე­თი კა­ცე­ბი ისე­დაც აკ­ლია დღეს ქვე­ყა­ნას და ვინც გვყავს, ისი­ნიც მი­დი­ან. რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, თა­მაზ მე­ჭი­ა­ურს ასე უცებ გა­ე­ხუ­რა წუ­თი­სოფ­ლის კარი, ის ჩვენ გვჭირ­დე­ბო­და.

ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მტკი­ვა, ბოლო ხა­ნებ­ში თი­ა­ნე­ლებ­მა რომ დავ­წყვი­ტეთ გული. ვერც ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე თა­მაზ მე­ჭი­ა­ურს ამის გამო, მეც თი­ა­ნე­ლი ვარ და ამ გუ­ლის­დამ­წყვეტ­თა შო­რის ალ­ბათ მეც ვით­ვლე­ბი.

ტკი­ვი­ლი­ა­ნი გუ­ლით მი­დის. ახლა გა­მახ­სენ­და ალექ­სან­დრე ყაზ­ბე­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო ნათ­ქვა­მი ვა­ჟას სი­ტყვე­ბი: "შვი­ლო, ტან­ჯუ­ლის ქვეყ­ნი­სავ, სული დაჰლიე ტან­ჯვი­თა, მი­უხ­ვალ მამა-პა­პა­თა ამო­ღე­ბუ­ლის ხან­ჯრი­თა...“

ასე­თი კა­ცე­ბი მი­დი­ან მამა-პა­პას­თან ამო­ღე­ბუ­ლი ხან­ჯლით. არც ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლის­თვის აუ­რი­დე­ბია თავი და არც ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის.

- ბა­ტო­ნო ტა­რი­ელ, ბო­ლოს რო­დის შეხ­ვდით თა­მაზ მე­ჭი­ა­ურს, რაზე ისა­უბ­რეთ?

- 25 იან­ვარს, მიხა ხე­ლაშ­ვი­ლის სა­ღა­მო იყო, ჩარ­გალ­ში შევ­ხვდით. არ ჩან­და მას­ში სიკ­ვდი­ლი, ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნა­ხო სიკ­ვდი­ლი, მაგ­რამ ასეთ კა­ცებ­ში ვერ და­ი­ნა­ხავ, რო­დე­საც წუ­თი­სო­ფელ­ში და­დი­ან. ამი­ტომ არის თავ­ზარ­დამ­ცე­მი ასე­თი კა­ცე­ბის წას­ვლა წუ­თი­სოფ­ლი­დან.

- გა­მორ­ჩე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ...

- 1976 წელს, როცა პირ­ვე­ლად და­ი­ბეჭ­და ჩემი ლექ­სე­ბი, თა­მა­ზი მა­შინ სტუ­დენ­ტი იყო და ჩემს გვერ­დით იდგა. არა­სო­დეს გა­მომცლია გვერ­დი­დან, ლხი­ნი­სა თუ მწუ­ხა­რე­ბის დროს. ის ჩემი ერთ-ერთი დიდი საყ­რდე­ნი იყო. ახლა იცით, რო­გორ ვგრძნობ თავს, რო­გორც და­ცა­რი­ე­ლე­ბულ წუ­თი­სო­ფელ­ში. იცი, შენ უნდა გახ­ვი­დე მათ­ზე ადრე და ამ დროს, შენ­ზე წინ მი­დი­ან ისი­ნი, ვინც აქ უნდა რჩე­ბოდ­ნენ... იცით, რო­გორ ვარ, თით­ქოს იმე­დი ჩა­მო­მე­შა­ლა...

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰჰჰჰ
1

ბატონმა ტარიელმა ზუსტად თქვა, ისედაც ცოტაა ნამდვილი პატრიოტი და ისინიც მიდიან...

ალისა ჭულუხაძე
1

💔💔ძალიან დამწყდა გული😔😥💔💔

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ტკივილიანი გულით მიდის... ასეთი კაცები ისედაც აკლია დღეს ქვეყანას და ვინც გვყავს, ისინიც მიდიან" - პოეტი ტარიელ ხარხელაური უახლოეს მეგობარს თამაზ მეჭიაურს იხსენებს

"ტკივილიანი გულით მიდის... ასეთი კაცები ისედაც აკლია დღეს ქვეყანას და ვინც გვყავს, ისინიც მიდიან" - პოეტი ტარიელ ხარხელაური უახლოეს მეგობარს თამაზ მეჭიაურს იხსენებს

ცნობილი პოლიტიკოსი, არაერთგზის პარლამენტარი თამაზ მეჭიაური დღეს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოლიტიკოსი ბოლო ორი კვირა კორონავირუსს ებრძოდა, კლინიკაში გადაყვანის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიტიკოსს უამრავი მეგობარი ჰყავდა, თუმცა მათ შორის გახლდათ პოეტი ტარიელ ხარხელაური. სწორედ მას ვთხოვეთ გაეხსენებინა ბოლო შეხვედრა საუკეთესო მეგობართან...

ტარიელ ხარხელაური:

- თამაზ მეჭიაურზე მარტო ერთი დღითა და ერთი შეხვედრით ვერ ილაპარაკებ. თავისი ცხოვრების წესით ის მუდამ სავსე იყო სიკეთითა და სიყვარულით, რომელიც ასე სჭირდებოდა, როგორც ჩემნაირ ხალხს, ისე ქვეყანას. ასეთი კაცები ისედაც აკლია დღეს ქვეყანას და ვინც გვყავს, ისინიც მიდიან. როგორ შეიძლებოდა, თამაზ მეჭიაურს ასე უცებ გაეხურა წუთისოფლის კარი, ის ჩვენ გვჭირდებოდა.

ყველაზე მეტად ის მტკივა, ბოლო ხანებში თიანელებმა რომ დავწყვიტეთ გული. ვერც ბოდიში მოვუხადე თამაზ მეჭიაურს ამის გამო, მეც თიანელი ვარ და ამ გულისდამწყვეტთა შორის ალბათ მეც ვითვლები.

ტკივილიანი გულით მიდის. ახლა გამახსენდა ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალების გამო ნათქვამი ვაჟას სიტყვები: "შვილო, ტანჯულის ქვეყნისავ, სული დაჰლიე ტანჯვითა, მიუხვალ მამა-პაპათა ამოღებულის ხანჯრითა...“

ასეთი კაცები მიდიან მამა-პაპასთან ამოღებული ხანჯლით. არც ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლისთვის აურიდებია თავი და არც ადამიანებთან ურთიერთობებისთვის.

- ბატონო ტარიელ, ბოლოს როდის შეხვდით თამაზ მეჭიაურს, რაზე ისაუბრეთ?

- 25 იანვარს, მიხა ხელაშვილის საღამო იყო, ჩარგალში შევხვდით. არ ჩანდა მასში სიკვდილი, ყველგან შეიძლება დაინახო სიკვდილი, მაგრამ ასეთ კაცებში ვერ დაინახავ, როდესაც წუთისოფელში დადიან. ამიტომ არის თავზარდამცემი ასეთი კაცების წასვლა წუთისოფლიდან.

- გამორჩეული ურთიერთობა გქონდათ...

- 1976 წელს, როცა პირველად დაიბეჭდა ჩემი ლექსები, თამაზი მაშინ სტუდენტი იყო და ჩემს გვერდით იდგა. არასოდეს გამომცლია გვერდიდან, ლხინისა თუ მწუხარების დროს. ის ჩემი ერთ-ერთი დიდი საყრდენი იყო. ახლა იცით, როგორ ვგრძნობ თავს, როგორც დაცარიელებულ წუთისოფელში. იცი, შენ უნდა გახვიდე მათზე ადრე და ამ დროს, შენზე წინ მიდიან ისინი, ვინც აქ უნდა რჩებოდნენ... იცით, როგორ ვარ, თითქოს იმედი ჩამომეშალა...