ავტორი:

როგორ იცვლება ცხოვრება როცა დედა 50 წლის ასაკში ხდები? - ნაომი კემპბელმა საზოგადოებას თავისი პირველი შვილი წარუდგინა: "ის არაა ნაშვილები, ჩემი ბიოლოგიური შვილია"

როგორ იცვლება ცხოვრება როცა დედა 50 წლის ასაკში ხდები? - ნაომი კემპბელმა საზოგადოებას თავისი პირველი შვილი წარუდგინა: "ის არაა ნაშვილები, ჩემი ბიოლოგიური შვილია"

ბრიტანულმა Vogue-მ საზოგადოებას სუპერმოდელ ნაომი კემპბელის ახალშობილი წარუდგინა და ეს პატარას დებიუტია საჯარო სოვრცეში. ნაომიმ შვილი 50 წლის ასაკში გააჩინა. ბავშვი ქვეყანას 2021 წლის მაისში მოევლინა.

ამ ამბის ირგვლივ ბევრი ჭორი ტრიალებდა და ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ ნაომი ორსულობასაც და მისი შვილის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციასაც ასაიდუმლოებდა.

ამჯერად, მოდელმა Vogue-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვი ნაშვილები არაა, რითაც ამ თემასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს ბოლო მოუღო.

"ის არაა ნაშვილები, ჩემი ბიოლოგიური შვილია და იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ჩემი ორსულობის შესახებ იცოდა, ერთ ხელზე შემიძლია ჩამოვთვალო" - ამბობს სუპერმოდელი.

კემპბელი მისი გოგონას პირად სივრცეს იცავს და ჯერჯერობით, პატარას სახელს არ ამხელს.

"ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, მეც გავხდებოდი დედა. ჩემი პატარა ყველაზე დიდი ბედნიერებაა ჩემს ცხოვრებაში" - ამბობს სუპერმოდელი.

ბავშვის დაბადებით გახარებული კემპბელი შეუჩერებლად ლაპარაკობს, თუ როგორი ჭკვიანი და კარგი გოგონა ჰყავს:

"კარგად სძინავს, თითქმის არასდროს ტირის და როგორც მეუბნებიან, მისი ასაკისთვის საკმაოდ ჭკვიანია. ხელის დაქნევა ისწავლა ახლახანს და ძალიან საყვარელია. ბევრს იცინის და თითქმის დაიწყო ლაპარაკიც. ასე მგონია, ხოხვამდე სიარულს დაიწყებს. უკვე 6 კბილი აქვს!"

სუპერმოდელის კოლეგები მის სიხარულს იზიარებენ, პატარა გოგონას სანახავად სტუმრობენ ნაომის და საჩუქრებსაც უგზავნიან. სინდი კროუფორდი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ნაომის პატარა გაიცნო.

ნაომის მეგობრების წყალობით, გოგონას უკვე მშვენიერი გარდერობი აქვს, რომელთა შორის უმეტესობა ცნობილი დიზაინერების შეკერილი ტანსაცმელია.

წყარო: vogue.co.uk

მოამზადა ანა სიბოშვილმა