ავტორი:

დაშავებულია ერთი ადამიანი - რამ გამოიწვია აფეთქება დიღმის მასივში?

დაშავებულია ერთი ადამიანი - რამ გამოიწვია აფეთქება დიღმის მასივში?

თბილისში, დიღმის მასივში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

როგორც AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ბინაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. არსებული ცნობილია, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.

დიდუბის გამგებლის ლადო ძნელაძის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაზარალებულებს დაეხმარებიან.

"წინასწარი ინფორმაციით, მეშვიდე სართულზე აფეთქება გაზმა გამოიწვია. ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ოჯახებს დავეხმარებით.

ზარალი რა თქმა უნდა არის, რასაც დავითვლით, შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარდება და ზარალის ზუსტ რაოდენობას აღვწერთ. ვინც ქირით არის გადასაყვანი, გავიყვანთ",-განაცხადა ძნელაძემ.