მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სექსი  სიცოცხლის წყარო“ - არსენ გვენეტაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
"სექსი  სიცოცხლის წყარო“ - არსენ გვენეტაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

"სექ­სი სი­ცო­ცხლის წყა­რო“ ასე ჰქვია წიგნს, რომ­ლის სა­სიგ­ნა­ლო ეგ­ზემპლი­ა­რის პრე­ზენ­ტა­ცია დღეს პა­ლიტ­რა მე­დი­ის ეზო­ში გა­ი­მარ­თა. წიგ­ნის ავ­ტო­რი, ორ თა­ნა­ავ­ტორ­თან ერ­თად, ცნო­ბი­ლი ექიმ-რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი, არ­სენ გვე­ნე­ტა­ძეა. პრაქ­ტი­კულ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში პო­პუ­ლა­რულ ენა­ზე ახ­სნი­ლია სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის დღე­ვან­დე­ლი ხედ­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში ყმაწ­ვი­ლო­ბი­დან-მა­ღა­ლი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის ჩათ­ვლით.

ბა­ტო­ნი არ­სე­ნი თა­ნა­ავ­ტო­რებ­თან, გი­ნე­კო­ლოგ-რეპ­რო­დუქ­ტო­ლოგ ეკა­ტე­რი­ნე ჩო­მა­ხი­ძე­სა და ქოუჩ, ფსი­ქო-სექ­სო­ლოგ­თან ანა ღვი­ნი­აშ­ვილ­თან ერ­თად წიგნ­ზე ორ წე­ლი­წად­ზე მეტ­ხანს მუ­შა­ობ­და.

არ­სენ გვე­ნე­ტა­ძე:

- დღეს 14 თე­ბერ­ვა­ლია, სიყ­ვა­რუ­ლის დღე და წიგ­ნის სა­სიგ­ნა­ლო ეგ­ზემპლი­ა­რის წარ­დგე­ნაც სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ვამ­თხვი­ეთ. ჯერ კი­დევ ფრო­ი­დი ამ­ბობ­და, ორი რამ არის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რი ადა­მი­ა­ნის­თვის: დი­ა­დად ყოფ­ნის სურ­ვი­ლი და სექ­სი. ამ ორი­დან მო­დის გამ­რავ­ლე­ბაც...

რა­ტომ უნ­დათ შვი­ლე­ბი ადა­მი­ა­ნებს? - იმი­ტომ, რომ თავი კარ­გად იგ­რძნონ. "დი­ა­დად“ რო­გორც მშობ­ლის სტა­ტუ­სის მა­ტა­რებ­ლებ­მა და მშობ­ლად ყოფ­ნის ბედ­ნი­ე­რე­ბა გა­ი­ზი­ა­რონ. რა სჯო­ბია იმას, თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი სიყ­ვა­რუ­ლით იქ­ნე­ბა შე­ფუ­თუ­ლი?!

წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ბა­ტონ­მა არ­სენ­მა თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­დან ლექ­სი წა­ი­კი­თხა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ასა­ხავს ამ გრძნო­ბის სიღ­რმეს:

გა­ზა­ფხუ­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ემო­ცია!

"მიყ­ვარს სი­ხა­რუ­ლი შენი,

მიყ­ვარს სიყ­ვა­რუ­ლი შენი,

გა­ღი­მე­ბა მიყ­ვარს იის­ფერ, ვარ­დის­ფე­რი შენი...

სა­გა­ზა­ფხუ­ლოდ მო­ზი­დუ­ლი აფეთ­ქებ-აყ­ვა­ვე­ბა მომ­წონს,

სი­ცო­ცხლის "ყოჩი ვარ­დო­ბა",

ყო­ჩა­ღო­ბაც და ვარ­დო­ბაც,

მხიბ­ლავს და მა­ო­ცებს,

მა­ბედ­ნი­ე­რებს,მიყ­ვარს და მა­გი­ჟებს...

სი­ცო­ცხლის სიყ­ვა­რუ­ლი,შენი და ჩემი!"

არ­სენ გვე­ნე­ტა­ძეს ( სა­ერ­თა­შო­რი­სო არტ ფსევ­დო­ნი­მით Dr. AG) სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­და, წლე­ბია, რაც ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბე­ბი აქვს. მისი არტ-ინ­სტა­ლა­ცი­ე­ბი მსოფ­ლი­ოს 5 კონ­ტი­ნენტზე (ამე­რი­კა, ევ­რო­პა, აზია, აფ­რი­კა, ავ­სტრა­ლია)15 სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში დგას. ზა­ფხულ­ში პა­ლიტ­რა ჰოლ­დინ­გის შე­სას­ვლელ­ში ბ ნი არ­სე­ნის მე­ტალ არტ ინ­სტა­ლა­ცია, "ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­ლაქ­ტი­კა" და­იდ­გა 2 მეტ­რამ­დე ზო­მის.

მისი მთა­ვა­რი სლო­გა­ნია "არ გა­ჩერ­დე, ცხოვ­რე­ბა არ და­გიც­დის!"

ერთი თვის წინ, კი პა­ლიტ­რა მე­დი­ის ეზო­ში ორი მე­ტალ-არტი სა­ზე­ი­მოდ გახ­სნა. "სი­ხა­რუ­ლის ემო­ცია“ და "სიყ­ვა­რუ­ლის გა­ლაქ­ტი­კა“ ასე ჰქვია ნა­მუ­შევ­რებს, სა­დაც სიმ­ბო­ლუ­რად დღეს წიგ­ნის სა­სიგ­ნა­ლო ეგ­ზემპლი­ა­რის პრე­ზენ­ტა­ცია შედ­გა.

წიგ­ნი "ბედ­ნი­ე­რე­ბის ჩუ­ქე­ბის კვი­რე­უ­ლის“ დროს მარ­ტის და­სა­წყის­ში გა­მო­ვა და ილუსტრი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ბა­ტო­ნი არ­სე­ნის ნა­ხა­ტე­ბით.

"სექ­სი სი­ცო­ცხლის წყა­რო" და­წე­რი­ლია პო­პუ­ლა­რულ ენა­ზე და გან­კუთ­ვნი­ლია მკი­თხველ­თა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის, მო­ზარ­დო­ბი­დან ხან­დაზ­მუ­ლო­ბამ­დე!

ნაან
4

უი, აბა კლონირება გადაიდო?! აქამდე ხომ კლონირებით ვაჩენდით შვილებს?!

ავტორი:

"სექსი  სიცოცხლის წყარო“ - არსენ გვენეტაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

"სექსი  სიცოცხლის წყარო“ - არსენ გვენეტაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

"სექსი სიცოცხლის წყარო“ ასე ჰქვია წიგნს, რომლის სასიგნალო ეგზემპლიარის პრეზენტაცია დღეს პალიტრა მედიის ეზოში გაიმართა. წიგნის ავტორი, ორ თანაავტორთან ერთად, ცნობილი ექიმ-რეპროდუქტოლოგი, პროფესორი, არსენ გვენეტაძეა. პრაქტიკულ სახელმძღვანელოში პოპულარულ ენაზე ახსნილია სქესობრივი ცხოვრების დღევანდელი ხედვა თანამედროვე მსოფლიოში ყმაწვილობიდან-მაღალი ასაკობრივი ჯგუფის ჩათვლით.

ბატონი არსენი თანაავტორებთან, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგ ეკატერინე ჩომახიძესა და ქოუჩ, ფსიქო-სექსოლოგთან ანა ღვინიაშვილთან ერთად წიგნზე ორ წელიწადზე მეტხანს მუშაობდა.

არსენ გვენეტაძე:

- დღეს 14 თებერვალია, სიყვარულის დღე და წიგნის სასიგნალო ეგზემპლიარის წარდგენაც სპეციალურად დავამთხვიეთ. ჯერ კიდევ ფროიდი ამბობდა, ორი რამ არის მთავარი მოტივატორი ადამიანისთვის: დიადად ყოფნის სურვილი და სექსი. ამ ორიდან მოდის გამრავლებაც...

რატომ უნდათ შვილები ადამიანებს? - იმიტომ, რომ თავი კარგად იგრძნონ. "დიადად“ როგორც მშობლის სტატუსის მატარებლებმა და მშობლად ყოფნის ბედნიერება გაიზიარონ. რა სჯობია იმას, თუ ეს ყველაფერი სიყვარულით იქნება შეფუთული?!

წიგნის პრეზენტაციაზე ბატონმა არსენმა თავისი შემოქმედებიდან ლექსი წაიკითხა, რომელიც პირდაპირ ასახავს ამ გრძნობის სიღრმეს:

გაზაფხულის სიყვარულის ემოცია!

"მიყვარს სიხარული შენი,

მიყვარს სიყვარული შენი,

გაღიმება მიყვარს იისფერ, ვარდისფერი შენი...

საგაზაფხულოდ მოზიდული აფეთქებ-აყვავება მომწონს,

სიცოცხლის "ყოჩი ვარდობა",

ყოჩაღობაც და ვარდობაც,

მხიბლავს და მაოცებს,

მაბედნიერებს,მიყვარს და მაგიჟებს...

სიცოცხლის სიყვარული,შენი და ჩემი!"

არსენ გვენეტაძეს ( საერთაშორისო არტ ფსევდონიმით Dr. AG) სამედიცინო საქმიანობის გარდა, წლებია, რაც ხელოვნების სფეროში მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს. მისი არტ-ინსტალაციები მსოფლიოს 5 კონტინენტზე (ამერიკა, ევროპა, აზია, აფრიკა, ავსტრალია)15 სხვადასხვა ქალაქში დგას. ზაფხულში პალიტრა ჰოლდინგის შესასვლელში ბ ნი არსენის მეტალ არტ ინსტალაცია, "ბედნიერების გალაქტიკა" დაიდგა 2 მეტრამდე ზომის.

მისი მთავარი სლოგანია "არ გაჩერდე, ცხოვრება არ დაგიცდის!"

ერთი თვის წინ, კი პალიტრა მედიის ეზოში ორი მეტალ-არტი საზეიმოდ გახსნა. "სიხარულის ემოცია“ და "სიყვარულის გალაქტიკა“ ასე ჰქვია ნამუშევრებს, სადაც სიმბოლურად დღეს წიგნის სასიგნალო ეგზემპლიარის პრეზენტაცია შედგა.

წიგნი "ბედნიერების ჩუქების კვირეულის“ დროს მარტის დასაწყისში გამოვა და ილუსტრირებული იქნება ბატონი არსენის ნახატებით.

"სექსი სიცოცხლის წყარო" დაწერილია პოპულარულ ენაზე და განკუთვნილია მკითხველთა ფართო საზოგადოებისათვის, მოზარდობიდან ხანდაზმულობამდე!