პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე მოვკალი, მაგრამ განზრახ არ მინდოდა" - რა თქვა სასამართლო სხდომაზე ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა
"მე მოვკალი, მაგრამ განზრახ არ მინდოდა" - რა თქვა სასამართლო სხდომაზე ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა

"მე მოვ­კა­ლი, მაგ­რამ გან­ზრახ არ მინ­დო­და" - ამის შე­სა­ხებ ორ­სუ­ლი ცო­ლის, ქეთა კე­პუ­ლა­ძის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა გოგა გზი­რიშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ბრალ­დე­ბულ­მა გან­მარ­ტა, ის და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს, თუმ­ცა, ბრა­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას არ ეთან­ხმე­ბა.

"დამ­ნა­შა­ვედ ვცნობ თავს, მაგ­რამ მკვლე­ლო­ბა გან­ზრა­ხუ­ლი არ მქო­ნია. მოვ­კა­ლი კი, მე დავ­რე­კე პო­ლი­ცი­ა­ში და ვა­ღი­ა­რე, გან­ზრახ არ მინ­დო­და", - გა­ნა­ცხა­და გზი­რიშ­ვილ­მა.

ამ წუ­თებ­ში, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ბრალ­დე­ბულ გოგა გზი­რიშ­ვი­ლის წი­ნა­სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბა­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ, ასე­ვე, გა­და­ი­სინ­ჯე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა.

ასე­ვე, დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე გა­და­წყდე­ბა, აირ­ჩევს თუ არა, ბრალ­დე­ბუ­ლი გზი­რიშ­ვი­ლი ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლოს.

ცნო­ბის­თვის, 22 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­ში, ბრალ­დე­ბულ­მა გოგა გზი­რიშ­ვილ­მა გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, და­ნით ორ­სულ მე­უღ­ლეს - ქეთა კე­პუ­ლა­ძეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში 30 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ორ­სუ­ლი კე­პუ­ლა­ძე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

გზი­რიშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 111,109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ და "ვ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით და მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით ორ­სუ­ლი ქა­ლის, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 წლი­დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბი
2

ჩალიჩობს რომ სამუდამო არ მისცენ ტიპს, და მერე 5-6 წელიწადში გამოვიდეს, ანუ თანამშრომლობს გამოძიებასთან

მარი
0

განზრახული არ ჰქონდა მოეკლა და 30 ჭრილობა მიაყენა ორსულ ქალს?! ასაინტერესოა, რა კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს ასეთ სასტიკ დანაშაულს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"მე მოვკალი, მაგრამ განზრახ არ მინდოდა" - რა თქვა სასამართლო სხდომაზე ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა

"მე მოვკალი, მაგრამ განზრახ არ მინდოდა" - რა თქვა სასამართლო სხდომაზე ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა

"მე მოვკალი, მაგრამ განზრახ არ მინდოდა" - ამის შესახებ ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც ბრალდებულმა განმარტა, ის დანაშაულს აღიარებს, თუმცა, ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება.

"დამნაშავედ ვცნობ თავს, მაგრამ მკვლელობა განზრახული არ მქონია. მოვკალი კი, მე დავრეკე პოლიციაში და ვაღიარე, განზრახ არ მინდოდა", - განაცხადა გზირიშვილმა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ გოგა გზირიშვილის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ასევე, გადაისინჯება დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

ასევე, დღევანდელ პროცესზე გადაწყდება, აირჩევს თუ არა, ბრალდებული გზირიშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.

ცნობისთვის, 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს - ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ და "ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.