პარტნიორები:
    ავტორი:

    "ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არაზუსტია" - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

    "ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არაზუსტია" - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ მათ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია და არსებულ რეალობას სრულად არ ასახავს.

    როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ვებ-გვერდზე ზუსტი ინფორმაციის განთავსება ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა.

    შეგახსენებთ, Stopcov.ge-ზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა კიდევ 21 პაციენტი.