Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ლაქტოზის აუტანლობა და რამდენად ხშირი პრობლემაა ის
რა არის ლაქტოზის აუტანლობა და რამდენად ხშირი პრობლემაა  ის

ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა არის პა­თო­ლო­გია, რო­მელ­საც იწ­ვევს ფერ­მენტ ლაქ­ტა­ზას უკ­მა­რი­სო­ბა ორ­გა­ნიზ­მში. ლაქ­ტა­ზას და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ორ­გა­ნიზ­მში არის ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის რძე­ში არ­სე­ბუ­ლი დი­სა­ქა­რი­დის ლაქ­ტო­ზას დაშ­ლა, შემ­დგო­მი მისი სწო­რი მო­ნე­ლე­ბი­სათ­ვის. ფერ­მენტ ლაქ­ტა­ზის დე­ფი­ცი­ტის მი­ზე­ზი არის მის მა­სინ­თე­ზი­რე­ბელ LCT გენ­ში არ­სე­ბუ­ლი მუ­ტა­ცი­ე­ბი, პო­ლი­მორ­ფიზ­მე­ბი ან გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი. ამ მი­ზე­ზე­ბით თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­ლა­ვის ლორ­წო­ვან გარსში მცირ­დე­ბა ლაქ­ტა­ზის რა­ო­დე­ნო­ბა. ლაქ­ტო­ზის შე­წო­ვა წვრი­ლი ნაწ­ლა­ვი­დან სის­ხლში წი­ნას­წა­რი დაშ­ლის გა­რე­შე ვერ ხდე­ბა. ასეთ დროს ლაქ­ტო­ზა და­უშ­ლე­ლი სა­ხით გა­და­დის მსხვილ ნაწ­ლავ­ში. მსხვილ ნაწ­ლავ­ში არ­სე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი იწ­ვენ ლაქ­ტო­ზას ფერ­მენ­ტა­ცი­ას (ძლი­ერ­დე­ბა დუ­ღი­ლის პრო­ცე­სი ნაწ­ლა­ვის სა­ნა­თურ­ში), რომ­ლის დრო­საც გა­მო­ი­ყო­ფა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყალ­ბა­დი, მე­თა­ნი და ნახ­ში­რორ­ჟნ­გი. მთელ ამ პრო­ცესს შემ­დგომ­ში სხვადსხვა სა­ხის ნაწ­ლა­ვის ფუნ­ქცი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბი მოს­დევს. არას­წო­რი მო­ნე­ლე­ბის შე­დე­გა­დი მსხვილ ნაწ­ლავ­ში დარ­ჩე­ნი­ლი მე­ტა­ბო­ლი­ტე­ბი და და­უშ­ლე­ლი შაქ­რე­ბი ზრდი­ან ნაწ­ლა­ვის ოს­მო­სურ წნე­ვას . ნაწ­ლა­ვის სა­ნა­თურ­ში მა­ტუ­ლობს წყლის რა­ო­დე­ნო­ბა , ვი­თარ­დე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი ფა­ღა­რა­თი, მე­ტე­ო­რიზ­მი,მუც­ლის შე­ბე­რი­ლო­ბა და ტკი­ვი­ლე­ბი, უფრო იშ­ვი­ა­თად აღე­ნიშ­ნე­ბა ღე­ბი­ნე­ბა, ლაქ­ტო­ზის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბი­დან 1- 2 სა­ა­თის შემ­დგომ.

ზრდას­რუ­ლებ­ში ხში­რია ასე­ვე თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი, ოფ­ლი­ა­ნო­ბა, ზო­გა­დი სი­სუს­ტე , უღო­ნო­ბის გან­ცდა, სახ­სრე­ბის და და გუ­ლის ტკი­ვი­ლი, პულ­სის გახ­ში­რე­ბა თავ­ბრუს­ხვე­ვა. ბავ­შვებ­ში ად­გი­ლი აქვს ჭირ­ვე­უ­ლო­ბას, ხშირ ტი­რილს ჭა­მის მერე და ქრო­ნიკ­ლულ ყაბ­ზო­ბას, წო­ნის ცუდ ნა­მატს ,მო­უს­ვე­ნარ ძილს . გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ჩა­მოთ­ვლი­ლი სიმპტო­მე­ბი ყო­ველ­თვის უკავ­შირ­დე­ბა ლაქ­ტო­ზის შემ­ცვე­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას.

ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბის დად­გე­ნის რა­მო­დე­ნი­მე მე­თო­დი არ­სე­ბობს. ეს არის ამო­ნა­სუნ­თქ ჰა­ერ­ში წყალ­ბა­დის რა­ო­დე­ნო­ბის კვლე­ვა, შარ­დში ლაქ­ტო­ზის რა­ო­დე­ნო­ბის გან­სა­ზღვრა და ლაქ­ტა­ზის გე­ნის გა­მოკ­ვლე­ვა. უკა­ნას­კნე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს და­ვა­ზუს­ტოთ ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა გე­ნე­ტი­კუ­რი თუ გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ჩა­მოთ­ვლი­ლი სიმპტო­მე­ბი ად­ვი­ლად შე­სამ­ჩნე­ვია ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მშობ­ლი­სა და მოზ­რდი­ლი პა­ცი­ენ­ტი­სათ­ვის.

სიმპტო­მე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­სურ­ვე­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კია მი­მარ­თონ ექიმს. დი­აგ­ნო­ზის და­ზუს­ტე­ბის შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბა არის უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რი. ლაქ­ტო­ზის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ამო­ღე­ბა საკ­ვე­ბი რა­ცი­ო­ნი­დან. ლაქ­ტო­ზის გა­მომ­რი­ცხველ დი­ე­ტო­თე­რა­პი­ა­ში რძის პრო­დუქ­ტე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ულაქ­ტო­ზო ნა­რე­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც მრავ­ლა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ნა­რე­ვე­ბის სა­ხით ჩვი­ლე­ბი­სათ­ვის. მოზ­რდი­ლი და ზრდას­რუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის კი ცხო­ვე­ლუ­რი რძის ულაქ­ტო­ზო რძით ჩა­ნაც­ვლე­ბა.

ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბის გარ­და უფრო აგ­რე­სი­უ­ლი და სა­ყუ­რად­რე­ბო მემ­კვიდ­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა გა­ლაქ­ტო­ზე­მია, რო­მე­ლიც ასე­ვე მო­ი­თხოვს ულაქ­ტო­ზო დი­ე­ტას. გა­ლაქ­ტო­ზე­მი­ის გვი­ა­ნი დი­აგ­ნოს­ტი­კის და ლაქ­ტო­ზის გა­მომ­რი­ცხვე­ლი დი­ე­ტო­თე­რა­პი­ის გვი­ა­ნი და­წყე­ბა იწ­ვევს ღვიძ­ლის ფუნ­ქვი­ე­ბის მკვეთრ გა­უ­ა­რე­სე­ბას, კა­ტა­რაქ­ტას და ყვე­ლა იმ ნი­შანს რო­მე­ლიც ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბას ახ­ლავს თან. გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ამ და­ა­ვა­დე­ბის ამოც­ნო­ბა ხდე­ბა ახალ­შო­ბილ­თა მა­სი­უ­რი სკრი­ნინ­გის პროგ­რა­მით კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბის გა­მო­ხატ­ვამ­დე.

R

ავტორი:

რა არის ლაქტოზის აუტანლობა და რამდენად ხშირი პრობლემაა ის

რა არის ლაქტოზის აუტანლობა და რამდენად ხშირი პრობლემაა  ის

ლაქტოზის აუტანლობა არის პათოლოგია, რომელსაც იწვევს ფერმენტ ლაქტაზას უკმარისობა ორგანიზმში. ლაქტაზას დანიშნულება ორგანიზმში არის ცხოველური წარმოშობის რძეში არსებული დისაქარიდის ლაქტოზას დაშლა, შემდგომი მისი სწორი მონელებისათვის. ფერმენტ ლაქტაზის დეფიციტის მიზეზი არის მის მასინთეზირებელ LCT გენში არსებული მუტაციები, პოლიმორფიზმები ან გარემო ფაქტორები. ამ მიზეზებით თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსში მცირდება ლაქტაზის რაოდენობა. ლაქტოზის შეწოვა წვრილი ნაწლავიდან სისხლში წინასწარი დაშლის გარეშე ვერ ხდება. ასეთ დროს ლაქტოზა დაუშლელი სახით გადადის მსხვილ ნაწლავში. მსხვილ ნაწლავში არსებული ბაქტერიები იწვენ ლაქტოზას ფერმენტაციას (ძლიერდება დუღილის პროცესი ნაწლავის სანათურში), რომლის დროსაც გამოიყოფა დიდი რაოდენობით წყალბადი, მეთანი და ნახშირორჟნგი. მთელ ამ პროცესს შემდგომში სხვადსხვა სახის ნაწლავის ფუნქციური დარღვევები მოსდევს. არასწორი მონელების შედეგადი მსხვილ ნაწლავში დარჩენილი მეტაბოლიტები და დაუშლელი შაქრები ზრდიან ნაწლავის ოსმოსურ წნევას . ნაწლავის სანათურში მატულობს წყლის რაოდენობა , ვითარდება ქრონიკული ფაღარათი, მეტეორიზმი,მუცლის შებერილობა და ტკივილები, უფრო იშვიათად აღენიშნება ღებინება, ლაქტოზის შემცველი პროდუქტების მიღებიდან 1- 2 საათის შემდგომ.

ზრდასრულებში ხშირია ასევე თავის ტკივილები, ოფლიანობა, ზოგადი სისუსტე , უღონობის განცდა, სახსრების და და გულის ტკივილი, პულსის გახშირება თავბრუსხვევა. ბავშვებში ადგილი აქვს ჭირვეულობას, ხშირ ტირილს ჭამის მერე და ქრონიკლულ ყაბზობას, წონის ცუდ ნამატს ,მოუსვენარ ძილს . გაითვალისწინეთ, ჩამოთვლილი სიმპტომები ყოველთვის უკავშირდება ლაქტოზის შემცველი საკვების მიღებას.

ლაქტოზის აუტანლობის დადგენის რამოდენიმე მეთოდი არსებობს. ეს არის ამონასუნთქ ჰაერში წყალბადის რაოდენობის კვლევა, შარდში ლაქტოზის რაოდენობის განსაზღვრა და ლაქტაზის გენის გამოკვლევა. უკანასკნელი საშუალებას გვაძლევს დავაზუსტოთ ლაქტოზის აუტანლობა გენეტიკური თუ გარემო პირობებითაა განპირობებული. ჩამოთვლილი სიმპტომები ადვილად შესამჩნევია ყურადღებიანი მშობლისა და მოზრდილი პაციენტისათვის.

სიმპტომების არსებობის შემთხვევაში სასურველი და აუცილებელიც კია მიმართონ ექიმს. დიაგნოზის დაზუსტების შემდგომი მკურნალობა არის უსაფრთხო და ეფექტური. ლაქტოზის შემცველი პროდუქტების ამოღება საკვები რაციონიდან. ლაქტოზის გამომრიცხველ დიეტოთერაპიაში რძის პროდუქტების ჩანაცვლება სპეციალური ულაქტოზო ნარევებით, რომლებიც მრავლადაა წარმოდგენილი სპეციალიზებული ნარევების სახით ჩვილებისათვის. მოზრდილი და ზრდასრული პაციენტებისათვის კი ცხოველური რძის ულაქტოზო რძით ჩანაცვლება.

ლაქტოზის აუტანლობის გარდა უფრო აგრესიული და საყურადრებო მემკვიდრული დაავადებაა გალაქტოზემია, რომელიც ასევე მოითხოვს ულაქტოზო დიეტას. გალაქტოზემიის გვიანი დიაგნოსტიკის და ლაქტოზის გამომრიცხველი დიეტოთერაპიის გვიანი დაწყება იწვევს ღვიძლის ფუნქვიების მკვეთრ გაუარესებას, კატარაქტას და ყველა იმ ნიშანს რომელიც ლაქტოზის აუტანლობას ახლავს თან. განვითარებულ ქვეყნებში ამ დაავადების ამოცნობა ხდება ახალშობილთა მასიური სკრინინგის პროგრამით კლინიკური ნიშნების გამოხატვამდე.

R