ავტორი:

D ვიტამინისა და თუთიის დეფიციტის ფონზე იზრდება კოვიდინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის, გართულებებისა და ლეტალური შედეგების რისკი. დანამატების მიღებისას რეკომენდებულია დავიცვათ მათი მიღების რეჟიმი და ხანგრძლივობა

D ვიტამინისა და თუთიის დეფიციტის ფონზე იზრდება კოვიდინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის, გართულებებისა და ლეტალური შედეგების რისკი. დანამატების მიღებისას რეკომენდებულია დავიცვათ მათი მიღების რეჟიმი და ხანგრძლივობა

მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან ადამიანის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესების, დაავადებათა პრევენციისა და თერაპიის კუთხით მთელ მსოფლიოში აქტუალური გახდა ბიოლოგიურად აქტიური დანამატების გამოყენება. როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, რათა, ერთი მხრივ, ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, გავზარდოთ უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის პროფილი? აღნიშნულ საკითხზე რეკომენდაციას გვაძლევს ლაშა უჩავა - ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქოტორი.

-ჯანმო მოგვიწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ ისეთი ნუტრიენტების დეფიციტზე, როგორებიცაა: D ვიტამინი, თუთია, რკინა, იოდი და ა.შ. თუთიისა და D ვიტამინის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა ინტერესი კოვიდპანდემიის პერიოდში. მრავალი კლინიკური კვლევით დადასტურებულია, რომ D ვიტამინისა და თუთიის დეფიციტის ფონზე იზრდება კოვიდინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის, გართულებებისა და ლეტალური შედეგების რისკი.

მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო საზოგადოების მიერ D ვიტამინისა და თუთიის იმუნო-ბიოლოგიური როლი კარგად არის შესწავლილი, მოწოდებული გვაქვს რეკომენდებული დღიური საპროფილაქტიკო თუ თერაპიული დოზები, მაინც აქტუალურ პრობლემად რჩება დეფიციტი და სწორად, უსაფრთხოდ მათი მიღების პრობლემა.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ვიტამინებსა და მინერალებს გააჩნიათ რეკომენდებული ინდივიდუალური უსაფრთხო დოზები, მიღების რეჟიმი და ხანგრძლიობა, ბიოათვისების სხვადასხვა მაჩვენებელი და ორგანიზმის შინაგანი ფაქტორების გავლენა მათ მიმღებლობაზე.

დღის რომელ მონაკვეთშია რეკომენდებული თუთიისა და D ვიტამინის დანამატის მიღება და რა ხანგრძლივობით?

-Mayo Clinc (ამერიკული აკადემიური სამედიცინო ცენტრი) მოგვიწოდებს, რომ თუთიის დანამატის მიღება მისი მაღალი აბსორბციის ხელშეწყობისთვის რეკომენდებულია კვებამდე 1-2 საათით ადრე ან კვებიდან 1-2 საათის შემდეგ. საპრევენციო კურსი მოიცავს საშუალოდ 1 თვეს. ხანგრძლივად თუთიის მიღება არ არის რეკომენდებული. ხოლო D ვიტამინის მიღება უმჯობესია დილით, საუზმის დროს ან შემდეგ. დღის ამ მონაკვეთში ჩვენი ორგანიზმი განსაკუთრებით მზად არის D ვიტამინის ათვისებისა და ბიოსინთეზისთვის. თუთიისაგან განსხვავებით, D ვიტამინის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად, რეკომენდებული ინდივიდუალური დოზების გათვალისწინებით.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება თუთიისა და D ვიტამინის დანამატის მიღებისას?

-საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით თუთია უნდა მივიღოთ სუფთა სახით, დანამატების გარეშე, მცირე რეკომენდებულ დოზებში. ზედოზირების ან სხვადასხვა დანამატის არსებობის დროს თუთია შესაძლოა, დაუკავშირდეს სპილენძსა და რკინას და ხელი შეუწყოს მათი დეფიციტის განვითარებას. იმისათვის, რომ თუთიის დანამატი სარგებლიანი იყოს, გასათვალისწინებელია მისი ბიოათვისება - თუთიის უდიდესი ნაწილი აითვისება წვრილი ნაწლავიდან, ხოლო სანამ იგი დანიშნულების ადგილს მიაღწევს, მის ათვისებაზე გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ფაქტორი, შესაბამისად, აუცილებელია, რომ თუთიის დანამატი დაცული იყოს სწორედ ამ ფაქტორებისაგან.

D ვიტამინის მიღება რეკომენდებულია ხანგრძლივად და ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,რომ მასში არ იყოს დანამატები, მინარევები, კონსერვანტები და ემულგატორები, რადგან მათ გააჩნიათ ორგანიზმში კუმულაციისა და ორგანიზმზე მავნე გავლენის უნარი. რაც შეეხება მის ბიოათვისებას, მისი საკვებიდან ან დანამატებიდან ათვისება პირდაპირპროპორციულად უკავშირდება გასტროინტენსტინალურ ტრაქტს. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს დისბიოზი, გასტრიტი, ხშირი დიარეა, ყაბზობა, დარღვეული კუჭის მჟავიანობა, ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის, თირკმლის პათოლოგიები, დაქვეითებული აქვს D ვიტამინის ბიოათვისების პროცესი. ESPGHAN-ის რეკომენდაციით აუცილებელია, რომ D ვიტამინი მივიღოთ ემულსიფიცირებული ფორმით, ეს არის ზუსტად ის ორგანული ფორმა, რომლის ათვისებაც ხდება 100%-ით. უნდა გვახსოვდეს, რომ D ვიტამინის საპროფილაქტიკო თუ თერაპიული დოზები განსხვავდება ასაკის, დეფიციტის მაჩვენებლისა და ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით. შესაბამისად, D ვიტამინის შემცველი დანამატის შერჩევისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ, თუ რამდენად სუფთა სახითაა წარმოდგენილი, რამდენად შეესაბამება ESPGHAN-ის რეკომენდაციას და გვაძლევს თუ არა დოზის ინდივიდუალური განსაზღვრის შესაძლებლობას.

რეკომენდაცია:

ორგანიზმში თუთიისა და D ვიტამინის ბალანსის აღდგენა-შენარჩუნებისათვის, ჩემი პრაქტიკული გამოცდილებით, რეკომენდაციას ვუწევ „ცინკევალინისა“ და „ვიტაფეროლის“ ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღებას. „ცინკევალინი“ გახლავთ სუფთა სახის თუთია დანამატების გარეშე ორგანული თუთიის ფორმით. მისი დაცული, შემოგარსული აბი ორგანიზმის მიერ აითვისება სრულად, შესაბამისად, დროის მოკლე მონაკვეთში ოპტიმალურად აღადგენს თუთიის ბალანსს და მიღებულ შედეგს ინარჩუნებს ხანგრძლივად. „ცინკევალინში“ თუთია წარმოდგენილია ოპტიმალური, სადღეღამისო დოზით.

„ვიტაფეროლი“ წარმოადგენს სუფთა სახის D ვიტამინს და მისი მიღება ხანგრძლივად არის სრულიად უსაფრთხო , რადგან არ შეიცავს ისეთ დანამატებს, როგორიცაა გლუტენი, კონსერვანტი, საღებავი, შაქარი და სხვა. ასაკობრივი და ინდივიუალური დოზირების განსაზღვრის მიზნით წარმოდგენილია გამოშვების ორი ფორმით: „ვიტაფეროლი ემულსია“ და „ვიტაფეროლი მეგა D3 კაფსულებში“. ორივე მათგანში D ვიტამინი არის ემულსიფიცირებული ფორმით, რაც ESPGHAN-ის რეკომენდაციით აუცილებელია, უზრუნველყოფს მისი ბიოათვისების უმაღლეს ხარისხს და მდგრად თერაპიულ ეფექტს. „ვიტაფეროლი ემულსია“ მოყვება სერტიფიცირებული დოზატორი. მისი დახმარებით გვეძლევა ზუსტი ინდივიდუალური დოზის განსაზღვრის შესაძლებლობას. განსაკუთრებით მოსახერხებელია ბავშებში და მოზარდებში, ხოლო „ვიტაფეროლი მეგა D3 კაფსულებში“ არის „სოფტ-გელის“ გასტრორეზისტენტული, რბილი კაფსულა. ეს ნიშნავს იმას, რომ კაფსულა არის მდგრადი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა ფაქტორის მიმართ და მასში შემავალი D ვიტამინის ათვისება ხდება სრულად, დანაკარგის გარეშე, ისეთი დაავადებების დროსაც კი, როგორებიცაა: გასტრიტი, კუჭის წყლული, დისპეფსიური მოვლენები და სხვა „ვიტაფეროლი მეგა D3 კაფსულებში“ რეკომენდებულია 12 წლიდან.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

R