უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში მიიწვია, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში თქვენი კიევში ჩამოსვლა, რაც გადამწყვეტია სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, იქნება ძლიერი სიგნალი და ხელს შეუწყობს დეესკალაციას,“- მიმართა ვლადიმერ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს.
სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინულ მხარეს ესმის ყველა არსებული რისკი და მზად არის მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის.
„ჩვენ შევაჩერებთ ნებისმიერ ესკალაციას უკრაინის მიმართულებით. უკრაინის დედაქალაქი კიევი და ჩვენი სახელმწიფოს სხვა ქალაქები - ხარკოვი და ლვოვი, დნიპრი და ოდესა - უსაფრთხოდ და საიმედო დაცვის ქვეშ არიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მის არმიას აქვს.
„ჩვენ ჯერ არ ვართ ნატოს წევრი. ამიტომ, ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის მთავარი ძლიერი უკრაინული არმიაა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მე მგონი ზოგიერთისთვის სიახლე იქნება იმის შეხსენება, რომ თავის დროზე თვითონ პუტინი გადააგდო ნატო-მ და აშშ-მ, როცა შეპირდა გაწევრიანებას რუსეთს, მაშინ პუტინმა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით აშშ-ს გადასცა საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი დიდი რადიოსალოკაციო სადგური კუბაში , საიდანაც ჩუჩურჩულის მოსმენაც კი შეიძლებოდა ამერიკულ თეთრ სახლში, ამის მერე (ჩვენგან განსხვავებით) პუტინი ადვილად მიხვდა ხაფანგს(თუ შეიძლება ამას ადვილი ვუწოდოთ), რომ საერთოდ არავინ არ აპირებდა მათ ნატო-ში მიღებას, როგორც ჩვენ, რადგან მართლა არაფერში ჭირდება დასავლეთს სხვისი პრობლემების გადაჭრა, რადგან ეს ის დასავლეთი აღარ არის ჩვენ რომ ვიცნობდით, მათ ააქვთ უამრავი საკუთარი გადაუჭრელი პრობლემები ემიგრანტების პრობლემიდან დაწყებული, მათ მართლა არ შეუძლიათ ამდენი ჩვენ რომ გვგონია აქაც შეგინახონ, მერე ჩახვიდე და იქაც შეგინახონ.ეხლა თუ დაიწყო საომარი მოქმედებები მარტო უკრაინიდან ელოდებიან 1-დან 5-მლნ ლტოლვილს უკრაინიდან. ასე რომ რასაც გავაძლევდნენ იმასაც ვეღარ მოგვცემენ. დანარჩენი თქვენ თვითონ გაანალიზეთ რა მოგველის აგრესიული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში რუსეთიდან, თუ ომი დაიწყო(აქ ჯერ არც დამთავრებულა), რას მოიმოქმედებს რუსეთი თვით ბაიდენისათვისაც არ არის ცნობილი.
ომი არ იქნება... ნეიტრალიტეტი გადაარჩენს, განავითარებს და გაამთლიანებს სრულიდ საქართველოს. საბედნიეროდ, ამას უკვე საზოგადოების დიდი ნაწილი აცნობიერებს!!!