დმანისის მუნიციპალიტეტის "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი ავრცელებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მიწისძვრას დმანისის ერთ-ერთ სოფელში საცხოვრებელი სახლის კედლის ჩამონგრევა მოჰყვა. გარდა ამისა, რწმუნებულის განცახდებით, რამდენიმე სოფელს დროებით შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, თუმცა შეფერხება მალევე აღმოიფხვრა.
"სტიქიის ზონაში უკვე აქტიურად მუშაობს მერიის შესაბამისი კომისია და ხდება ზარალის ოდენობის დადგენა, რომელიც სრულად ანაზღაურდება.,,დღეს თბილისის დროით, 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან მომხდარი 6.2(ML) სიდიდის მიწისძვრის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ჯავახში, ტნუსში, ბოსლებში, ვარდისუბანში, დიდ დმანისში, მაშავერაში, პატარა დმანისში, აზკაკლიანში, საფარლოსა და კამიშლოში მოსახლეობას დროებით შეუწყდა ელექრო-ენერგიის მიწოდება - შესაბამისი უწყებების ოპერატიული რეაგირების შედეგად, შეფერხება დროულად აღმოიფხვრა. ბიძგების შედეგად ჩამოინგრა სოფელ შახმარლოში საცხოვრებელი სახლის კედელი - ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. სტიქიის ზონაში უკვე აქტიურად მუშაობს მერიის შესაბამისი კომისია და ხდება ზარალის ოდენობის დადგენა, რომელიც სრულად ანაზღაურდება." - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა.