მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშვიდად შეუძლია იყვნენ ისინი, ვინც კარგად აშენებულ შენობებში ცხოვრობენ" - რამდენად საშიშია სოფელ სამებასთან გახშირებული მიწისძვრები: სეისმოლოგის შეფასება
"მშვიდად შეუძლია იყვნენ ისინი, ვინც კარგად აშენებულ შენობებში ცხოვრობენ" - რამდენად საშიშია სოფელ სამებასთან  გახშირებული მიწისძვრები: სეისმოლოგის შეფასება

და­ახ­ლო­ე­ბით, ერთი სა­ა­თის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­ში 6.2 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მის­წძვრა მოხ­და. ბიძ­გე­ბი იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, ძნე­ლია ვინ­მეს შემ­ჩნე­ვე­ლი დარ­ჩე­ნო­და. "დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლის, თეა გო­დო­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია შე­და­რე­ბით მცი­რე სიმ­ძლავ­რის ბიძ­გე­ბი, ე.წ. აფ­თერ­შო­კე­ბი, ვი­ნა­ი­დან თავ­და­პირ­ვე­ლი მი­წისძვრა ძლი­ერ მი­წისძვრა­თა კლასს მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და.

აღ­სა­ნი­შან­ვია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­წი­სიძ­ვრის ეპი­ცენ­ტრიც, რო­გორც ბოლო პე­რი­ოდ­ში მომ­ხდა­რი არა­ერ­თის შემ­თხვე­ვა­ში, სო­ფე­ლი სა­მე­ბა იყო.

გახ­შირ­და თუ არა რე­ა­ლუ­რად მი­წისძვრე­ბი ჯა­ვა­ხე­თის ზე­გან­ზე და აქვს თუ არა სიმ­შვი­დის სა­ფუძ­ვე­ლი ეპი­ცენ­ტრის სი­ახ­ლო­ვეს მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას? - ამ კი­თხვე­ბით მივ­მარ­თეთ ილი­ა­უ­ნის პრო­ფე­სორს, სე­ის­მო­ლოგ ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვილს.

"ბოლო წლებ­ში, რაც სე­ის­მუ­რი ცენ­ტრე­ბი გან­ვი­თარ­და, ბევ­რს რჩე­ბა შთა­ბე­ჭი­დი­ლე­ბა, თით­ქოს მი­წისძვრე­ბი გახ­შირ­და. ად­რეც ხდე­ბო­და ასე­თი სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ცოტა მეტი სიხ­ში­რი­თაც, მაგ­რამ მა­შინ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ასე­თი მას­შტა­ბი არ იყო. ახლა სე­ის­მურ ცენ­ტრებს არ­ცერ­თი, თუნ­დაც, და­ბა­ლი სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა არ გა­მორ­ჩე­ბათ და მოხ­დე­ბა თუ არა, ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში იდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, შემ­დეგ ეს მე­დი­ით ვრცელ­დე­ბა და იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს მი­წისძვრე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ იმა­ტა", - ამ­ბობს ambebi.ge - სთან სე­ის­მო­ლო­გი.

ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის თქმით, "ჯა­ვა­ხე­თის ზე­გა­ნი, ზო­გა­დად, ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი სე­ის­მუ­რი ზო­ნაა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ კავ­კა­სი­ა­ში, რაც მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­კრე­ტუ­ლი ტექ­ტო­ნი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი".

"ბოლო კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ჯა­ვა­ხე­თის ზე­გა­ნის აქ­ტი­უ­რი სე­ის­მუ­რო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი ტექ­ტო­ნი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბით. კერ­ძოდ, არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ფილა ეჯა­ხე­ბა ევ­რა­ზი­ის ფი­ლას, ჩვენ კი ამ კონ­ტი­ნენ­ტუ­რი შე­ჯა­ხე­ბის ზოლ­ში ვართ მოქ­ცე­უ­ლი. ამ პრო­ცე­სებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ ამ რე­გი­ო­ნის­თვის ძი­რი­თა­დად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სა­შუ­ა­ლო სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრე­ბი, რომ­ლე­ბიც პე­რი­ო­დუ­ლად ხშირ­დე­ბა ხოლ­მე და შემ­დეგ ისევ იკ­ლებს. წე­სით, უხა­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ეს დი­ნა­მი­კა შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბას არ უნდა ვე­ლო­დოთ“, - ამ­ბობს ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.

რამ­დე­ნად სა­ში­შია ჯა­ვა­ხე­თის ზე­გან­ზე მომ­ხდა­რი მი­წისძვრე­ბის ბოლო პე­რი­ო­დის დი­ნა­მი­კა ეპი­ცენ­ტრის სი­ახ­ლო­ვეს მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის? - ამ კი­თხვა­ზე სე­ის­მო­ლოგს ერ­თა­დერ­თი პა­სუ­ხი აქვს - "მშვი­დად შე­უძ­ლია იყ­ვნენ ისი­ნი, ვინც კარ­გად აშე­ნე­ბულ შე­ნო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ". ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის პროგ­ნო­ზით, რე­გი­ონ­ში მი­წისძვრე­ბი ისევ გაგ­რძელ­დე­ბა.

"2002 წელს თბი­ლი­სის მი­წისძვრა 4.5-5 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის იყო და ყვე­ლას ახ­სოვს, რაც გა­მო­იწ­ვია. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მო­სახ­ლე­ო­ბამ იცო­დეს, რო­გორ მო­იქ­ცეს სა­შუ­ა­ლო ან ძლი­ე­რი მი­წისძვრის დროს. სა­ხელ­მწი­ფომ უნდა იზ­რუ­ნოს მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე ამ თვალ­საზ­რი­სით. ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია უნდა ჰქონ­დეთ ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­საც", - ამ­ბობს ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
3

სოფელი სამება მე ვიცი საქართველოში 3, ქვემო ქართლში, ზესტაფონის რაიონში და გურიაში. ხომ უნდა დააზუსტონ რომელ სამებაში მოხდა ეს მიწისძვრა, ქართლის გარდა ორივე დანარჩენ სამებაში ჩემი ახლობლები ცხოვრობენ, გამისკდა გული

 

ზურა
1

სამწუხაროდ მიწისძვრის პროგნოზირება დღეისათვის მეცნიერებს არ შეუძლიათ. ვერავინ გეტყვით დროის მოცემულ პერიოდში რა სიმძლავრის მიწისძვრა არის მოსალოდნელი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"მშვიდად შეუძლია იყვნენ ისინი, ვინც კარგად აშენებულ შენობებში ცხოვრობენ" - რამდენად საშიშია სოფელ სამებასთან გახშირებული მიწისძვრები: სეისმოლოგის შეფასება

"მშვიდად შეუძლია იყვნენ ისინი, ვინც კარგად აშენებულ შენობებში ცხოვრობენ" - რამდენად საშიშია სოფელ სამებასთან  გახშირებული მიწისძვრები: სეისმოლოგის შეფასება

დაახლოებით, ერთი საათის წინ, საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მისწძვრა მოხდა. ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, ძნელია ვინმეს შემჩნეველი დარჩენოდა. "დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის" ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის ინფორმაციით, მომდევნო რამდენიმე საათში მოსალოდნელია შედარებით მცირე სიმძლავრის ბიძგები, ე.წ. აფთერშოკები, ვინაიდან თავდაპირველი მიწისძვრა ძლიერ მიწისძვრათა კლასს მიეკუთვნებოდა.

აღსანიშანვია, რომ აღნიშნული მიწისიძვრის ეპიცენტრიც, როგორც ბოლო პერიოდში მომხდარი არაერთის შემთხვევაში, სოფელი სამება იყო.

გახშირდა თუ არა რეალურად მიწისძვრები ჯავახეთის ზეგანზე და აქვს თუ არა სიმშვიდის საფუძველი ეპიცენტრის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას? - ამ კითხვებით მივმართეთ ილიაუნის პროფესორს, სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილს.

"ბოლო წლებში, რაც სეისმური ცენტრები განვითარდა, ბევრს რჩება შთაბეჭიდილება, თითქოს მიწისძვრები გახშირდა. ადრეც ხდებოდა ასეთი სიმძლავრის მიწისძვრები, შეიძლება ცოტა მეტი სიხშირითაც, მაგრამ მაშინ ინფორმაციის გავრცელების ასეთი მასშტაბი არ იყო. ახლა სეისმურ ცენტრებს არცერთი, თუნდაც, დაბალი სიმძლავრის მიწისძვრა არ გამორჩებათ და მოხდება თუ არა, ონლაინრეჟიმში იდება ინფორმაცია, შემდეგ ეს მედიით ვრცელდება და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მიწისძვრების რაოდენობამ იმატა", - ამბობს ambebi.ge - სთან სეისმოლოგი.

ზურაბ ჯავახიშვილის თქმით, "ჯავახეთის ზეგანი, ზოგადად, ყველაზე აქტიური სეისმური ზონაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში, რაც მსოფლიოში მიმდინარე კონკრეტული ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული".

"ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ჯავახეთის ზეგანის აქტიური სეისმურობა გამოწვეულია კონკრეტული ტექტონიკური პროცესებით. კერძოდ, არაბეთის ნახევარკუნძულის ფილა ეჯახება ევრაზიის ფილას, ჩვენ კი ამ კონტინენტური შეჯახების ზოლში ვართ მოქცეული. ამ პროცესებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ამ რეგიონისთვის ძირითადად დამახასიათებელია საშუალო სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც პერიოდულად ხშირდება ხოლმე და შემდეგ ისევ იკლებს. წესით, უხალოეს მომავალში, ეს დინამიკა შენარჩუნდება და მნიშვნელოვან ცვლილებას არ უნდა ველოდოთ“, - ამბობს ზურაბ ჯავახიშვილი.

რამდენად საშიშია ჯავახეთის ზეგანზე მომხდარი მიწისძვრების ბოლო პერიოდის დინამიკა ეპიცენტრის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისთვის? - ამ კითხვაზე სეისმოლოგს ერთადერთი პასუხი აქვს - "მშვიდად შეუძლია იყვნენ ისინი, ვინც კარგად აშენებულ შენობებში ცხოვრობენ". ზურაბ ჯავახიშვილის პროგნოზით, რეგიონში მიწისძვრები ისევ გაგრძელდება.

"2002 წელს თბილისის მიწისძვრა 4.5-5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და ყველას ახსოვს, რაც გამოიწვია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს, როგორ მოიქცეს საშუალო ან ძლიერი მიწისძვრის დროს. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე ამ თვალსაზრისით. ასეთი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ ადგილობრივ თვითმმართველობებსაც", - ამბობს ზურაბ ჯავახიშვილი.