ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დონეცკიდან ეუთოს თანამშრომლების გაყვანა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც მედია წერს, რამდენიმე ჯავშანმანქანამ ეუთოს ლოგოთი და ჩემოდნებით სადამკვირვებლო მისიის შტაბ-ბინა დატოვეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე ეუთოს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
მისიის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, უკრაინაში ეუთოს 680 დამკვირვებლიდან, 515 ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია ბაზირებული.