Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვოიაჯერი” მილიონობით წელი იფრენს კოსმოსის უკიდეგანო სივრცეებში და განაგრძობს “ჩაკრულოს” ჰანგების გადაცემას" - გია ბაღაშვილი როსტომ საგინაშვილის გარდაცვალებაზე
"ვოიაჯერი” მილიონობით წელი იფრენს კოსმოსის უკიდეგანო სივრცეებში და განაგრძობს “ჩაკრულოს” ჰანგების გადაცემას" - გია ბაღაშვილი როსტომ საგინაშვილის გარდაცვალებაზე

მომ­ღე­რა­ლი, მუ­სი­კო­სი, როს­ტომ სა­გი­ნაშ­ვი­ლი, რომ­ლის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "ჩაკ­რუ­ლოც" კოს­მოს­ში გა­იგ­ზავ­ნა, გარ­და­იც­ვა­ლა.

მუ­სი­კო­სი, ფოლკ­ლო­რის­ტი გია ბა­ღაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გე­ნი­ა­ლუ­რი "ჩაკ­რუ­ლო­სა" და მისი ერთ-ერთი შემ­სრუ­ლებ­ლის, როს­ტომ სა­გი­ნაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ წერს. მისი შე­ფა­სე­ბით, “ჩაკ­რუ­ლო” მა­რა­დი­სო­ბის კუთ­ვნი­ლე­ბაა და მას­თან ერ­თად, როს­ტომ სა­გი­ნაშ­ვი­ლის ხმაც

“ჩაკ­რუ­ლო” ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­ხმი­ა­ნი აზ­როვ­ნე­ბის ერთ-ერთი მწვერ­ვა­ლია. იგი ქარ­თვე­ლი კა­ცის მუ­სი­კა­ლუ­რი გე­ნი­ის ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბაა; ამას­თან - ჩვე­ნი ში­ნა­გა­ნი მთლი­ა­ნო­ბის, გა­უ­ტეხ­ლო­ბის, ჭირ­სა ში­გან გა­მაგ­რე­ბის სიმ­ბო­ლოა. არ­სად ისე ძა­ლუ­მად არ ხმი­ა­ნობს ქარ­თველ­თა ერ­თი­ა­ნო­ბის იდეა, რო­გორც “ჩაკ­რუ­ლოს” ფი­ნალ­ში:…

"მა­ცა­ლე ერთი ავ­ლე­სო,

ხმალ-ჩახ­მახ, ცე­ცხლის კვე­სია,

სულ წმინ­დად მო­გამ­კე­ვი­ნო,

რაც ჩვენ­თვის და­გი­თე­სია!"

“ჩაკ­რუ­ლოს” არა­ერ­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ჩა­ნა­წე­რი არ­სე­ბობს, მაგ­რამ მათ­გან ერთ-ერ­თმა, ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა, მას შემ­დეგ, რაც იგი “ნა­სამ” “ოქ­როს დის­კში” შე­ი­ტა­ნა და 1977 წელს, ამე­რი­კულ კოს­მო­სურ ხო­მალდ “ვო­ი­ა­ჯე­რის” მეშ­ვე­ო­ბით, შო­რე­ულ გა­ლაქ­ტი­კებ­ში გაგ­ზავ­ნა, იმ მიზ­ნით, რომ სამ­ყა­რო­ში, შე­საძ­ლო არ­სე­ბუ­ლი, უცხო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის­თვის, კა­ცობ­რი­ო­ბის სა­უ­კე­თე­სო მიღ­წე­ვე­ბი გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა.ეს გახ­ლავთ ჩვე­ნი სა­სი­ქა­დუ­ლო ან­სამ­ბლის, “ერი­სი­ო­ნის” ჩა­ნა­წე­რი. სო­ლის­ტე­ბი არი­ან მარ­თლაც სა­ო­ცა­რი მომ­ღერ­ლე­ბი: პირ­ვე­ლი ხმა - ილია ზა­ქა­ი­ძე, ხოლო მე­ო­რე ხმა - როს­ტომ სა­გი­ნაშ­ვი­ლი.“ნა­სას” მო­ნა­ცე­მე­ბით, “ვო­ი­ა­ჯე­რი” მი­ლი­ო­ნო­ბით წელი იფ­რენს კოს­მო­სის უკი­დე­გა­ნო სივ­რცე­ებ­ში და უწყვე­ტად გა­ნაგ­რძობს “ჩაკ­რუ­ლოს” ჰან­გე­ბის გა­და­ცე­მას.ანუ, “ჩაკ­რუ­ლო” მა­რა­დი­სო­ბის კუთ­ვნი­ლე­ბაა და მას­თან ერ­თად, როს­ტომ სა­გი­ნაშ­ვი­ლის ხმაც.დღეს მა­რა­დი­სო­ბას ბა­ტო­ნი როს­ტო­მის სპე­ტა­კი სუ­ლიც შე­უ­ერ­თდა.ღმერ­თმა მა­რა­დი­უ­ლი სა­სუ­ფე­ვე­ლი და­უმ­კვიდ­როს ამ დი­დე­ბულ შე­მოქ­მედ­სა და პი­როვ­ნე­ბას!" - წერს გია ბა­ღაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში"

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
0

ჩაკრულოს ჰანგები არ ისმის კოსმოსში. შეიძლება მილიარდობით წელი იფრინოს ვოიაჟერმა, მაგრამ ჯერ უცხოპლანეტელებმა უნდა იპოვონ, თუკი ფირსაკრავი ექნებათ ჩართავენ და მერე 

ირინა
1

ჩაკრულო ჩვენი სიამაყე,უცრემლოდ ვერ მოვისმინე ვერასდროს.

ავტორი:

"ვოიაჯერი” მილიონობით წელი იფრენს კოსმოსის უკიდეგანო სივრცეებში და განაგრძობს “ჩაკრულოს” ჰანგების გადაცემას" - გია ბაღაშვილი როსტომ საგინაშვილის გარდაცვალებაზე

"ვოიაჯერი” მილიონობით წელი იფრენს კოსმოსის უკიდეგანო სივრცეებში და განაგრძობს “ჩაკრულოს” ჰანგების გადაცემას" - გია ბაღაშვილი როსტომ საგინაშვილის გარდაცვალებაზე

მომღერალი, მუსიკოსი, როსტომ საგინაშვილი, რომლის მიერ შესრულებული "ჩაკრულოც" კოსმოსში გაიგზავნა, გარდაიცვალა.

მუსიკოსი, ფოლკლორისტი გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში გენიალური "ჩაკრულოსა" და მისი ერთ-ერთი შემსრულებლის, როსტომ საგინაშვილის შესახებ წერს. მისი შეფასებით, “ჩაკრულო” მარადისობის კუთვნილებაა და მასთან ერთად, როსტომ საგინაშვილის ხმაც

“ჩაკრულო” ქართული მრავალხმიანი აზროვნების ერთ-ერთი მწვერვალია. იგი ქართველი კაცის მუსიკალური გენიის ნათელი დადასტურებაა; ამასთან - ჩვენი შინაგანი მთლიანობის, გაუტეხლობის, ჭირსა შიგან გამაგრების სიმბოლოა. არსად ისე ძალუმად არ ხმიანობს ქართველთა ერთიანობის იდეა, როგორც “ჩაკრულოს” ფინალში:…

"მაცალე ერთი ავლესო,

ხმალ-ჩახმახ, ცეცხლის კვესია,

სულ წმინდად მოგამკევინო,

რაც ჩვენთვის დაგითესია!"

“ჩაკრულოს” არაერთი შესანიშნავი ჩანაწერი არსებობს, მაგრამ მათგან ერთ-ერთმა, ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა, მას შემდეგ, რაც იგი “ნასამ” “ოქროს დისკში” შეიტანა და 1977 წელს, ამერიკულ კოსმოსურ ხომალდ “ვოიაჯერის” მეშვეობით, შორეულ გალაქტიკებში გაგზავნა, იმ მიზნით, რომ სამყაროში, შესაძლო არსებული, უცხო ცივილიზაციებისთვის, კაცობრიობის საუკეთესო მიღწევები გაეზიარებინა.ეს გახლავთ ჩვენი სასიქადულო ანსამბლის, “ერისიონის” ჩანაწერი. სოლისტები არიან მართლაც საოცარი მომღერლები: პირველი ხმა - ილია ზაქაიძე, ხოლო მეორე ხმა - როსტომ საგინაშვილი.“ნასას” მონაცემებით, “ვოიაჯერი” მილიონობით წელი იფრენს კოსმოსის უკიდეგანო სივრცეებში და უწყვეტად განაგრძობს “ჩაკრულოს” ჰანგების გადაცემას.ანუ, “ჩაკრულო” მარადისობის კუთვნილებაა და მასთან ერთად, როსტომ საგინაშვილის ხმაც.დღეს მარადისობას ბატონი როსტომის სპეტაკი სულიც შეუერთდა.ღმერთმა მარადიული სასუფეველი დაუმკვიდროს ამ დიდებულ შემოქმედსა და პიროვნებას!" - წერს გია ბაღაშვილი "ფეისბუქში"