ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას DW ავრცელებს.
მოქმედმა პრეზიდენტმა ბერლინში ფედერალურ კრებაზე 77%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.
მედიის ინფორმაციით, ბოლოდროინდელმა გამოკითხვების თანახმად, გერმანელთა 85% ფიქრობს, რომ ის კარგ საქმეს აკეთებს. შტაინმაიერი სარგებლობს როგორც მმართველი კოალიციის, ასევე ძირითადი კონსერვატიული ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით.
გერმანიის პრეზიდენტის ასარჩევად საყოველთაო არჩევნები არ ტარდება. მას ფედერალური კრება ირჩევს. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტის თანამდებობაზე პირველად 2017 წელს აირჩიეს.