ავტორი:

"უნდა დავამტკიცოთ, რომ პუტინი ძლევამოსილებას კარგავს" - რას ჰყვება უკრაინაში არსებულ ვითარებაზე Ambebi.ge-სთან ადგილობრივი პოლიტიკური მიმომხილველი

"უნდა დავამტკიცოთ, რომ პუტინი ძლევამოსილებას კარგავს" - რას ჰყვება უკრაინაში არსებულ ვითარებაზე Ambebi.ge-სთან ადგილობრივი პოლიტიკური მიმომხილველი

"16 ან 22 თებერვალი არის სავარაუდო თარიღი, რომელიც რუსეთის მხრიდან შეტევის დროდ სახელდება. იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ირწმუნება, რომ ომს არ აპირებს, დაზვერვას სულ სხვა ინფორმაცია აქვს. მოსახლეობაში უმეტესად სიმშვიდეა, მაგრამ ხალხს ძალიან აშფოთებს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური სამსახურების მხრიდან ქვეყნის დატოვება",, - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში უკრაინელი სამხედრო და პოლიტიკური მიმომხილველი, იაროსლავ პილიპჩუკი.

მისივე თქმით, ყველაზე ცინიკურია, როდესაც რუსეთი კატეგორიული ტონით ირწმუნება, რომ ომი არ იქნება.

ცნობისთვის, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების ბოლო საუბარი გუშინ საღამოს შედგა და საათნახევარს გრძელდებოდა. თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტმა ბაიდენმა მოუწოდა პრეზიდენტ პუტინს დეესკალაციისკენ.

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინი გააფრთხილა იმ მძიმე დანაკარგებისა და შედეგების შესახებ, რომელსაც რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მიიღებს. შაბათს გაიმართა ასევე კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის. მაკრონის ადმინისტრაციის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინს სიტუაციის ესკალაციის დაუშვებლობისკენ მიუთითა.

  • უკრიანელი სამხედრო მიმომხილველის, იაროსლავ პილიპჩუკის თქმით, უკრაინა მაქსიმალურად მომზადებულია. ამ შემთხვევამ ნათლად გამოკვეთა, რომელი ქვეყნები უჭერენ ბოლომდე მხარს უკრაინას და ვინ ამჯობინებს ნეიტრალური პოზიცია ჰქონდეს.

- ქალაქი და ზოგადად ქვეყანა, ჩვეულ რეჟიმში ცხოვრობს. პანიკა არ არის. ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობა დაამშვიდოს, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. მოულოდნელი თავდასხმა რომ ყოფილიყო, ალბათ ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა არ იქნებოდა მოსახლეობაში. ახლა კი, როდესაც მუდმივად გესმის მთელი მსოფლიოს მედიისგან, რომ რუსეთი ამა და ამ გზებით განახორციელებს შეტევას უკრაინაზე, აუცილენლად იქნება საჰაერო იერიშები, რასაც შეიძლება მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაც მოჰყვეს, ძნელია, სიმშვიდე ბოლომდე შეინარჩუნო.

უკრაინაში დიდი რაოდენობით რუსი ცხოვრობს, მაგრამ მათ შორისაც არიან ისეთები, ვისაც რუსეთთან დაბრუნება არ უნდა, ნატოში გაწევრიანება, უკეთესი, სტაბილუყრი მომავალი და თავისუფლება სურს. კარგად იციან, რა ხდება რუსეთში, კირუფცია, ნეპოტიმზი, სოციალური პრობლემები და არ სურთ, იმ ჭაობში დაბრუნება. მაგრამ ისეთებიც საკმაოდ ბევრია, ვისაც საბჭოთა ნოსტალგია აქვს და ვერ აცნობიერებს, რომ დღევანდელი რუსეთი საბჭოთა კავშირი არ არის. ისინი პრორუსულ არხებს უყურებენ და რუსებთან "ძმობის" სჯერათ. პუტინის გუნდის ნარატივს იმეორებენ და მათი "არგუმენტი" ასეთია - "ამერიკას სურს ომი, რათა გავლენები ყველგან გაიმყაროს".

როგორც ყველა ამბიციურ ტირანს, პუტინსაც წამოსცდება ხოლმე სიმართლე ზოგჯერ, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინა სახელმწიფო არ არის, ყირიმი სუვერენული რუსეთის ტერიტორიაა და თუ უკრაინას ნატოში მიიღებენ, ის აუცილებლად დააპირებს მის სამხედრო გზით მიერთებას და ასეთ შემთხვევაში რა ხდება, ნატოს ბლოკს უნდა ვეომოთო?

ამ განცხადებას, თავად პრორუსულად განწყობილი უკრაინის მოქალაქეების ნაწილიც გააბრაზა. შესაძლოა, მათ სურდეთ რუსეთთან, მაგრამ არა ამ ფორმით.

- ალბათ, აქტიურად მუშაობს პრორუსული მედია...

- როდესაც ზელენსკიმ რამდენიმე მათგანი დახურა, ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით - სიტყვის თავისუფლებას უტევსო, ახლა კი, ვნანობ ჩემს საქციელს. საშინელებს წერენ, თითქოს უკრაინული სამხედროს ნასროლი ტყვიით, რუსი ბავშვი დაიღუპა, სადღაც ქალები და მოხუცები ჩახოცეს, ვიღაც დაარბიეს, მხილოდ იმიტომ, რომ რუსია. ასეთი ინფორმაციები ვრცელდება სოციალურ ქსელში, ან ტელეზიიებში, ყალბი ფოტო და ვიდეო მასალის თანხლებით, თავის საქმეს აკეთებს. შემდეგ კი მნიშვნელობა არ აქვს იმის ახსნას, რომ ტყუილი იყო, მასებში "ფეიკნიუსები" კარგად მუშაობს,

- ამ პროცესებში როგორია თქვენი მოლოდინი?

- პირველ რიგში, დიდი იმედი გვაქვს, რომ რუსეთისთვის ნატოსა და ევროპის მიერ დაწესებული სანქციები მტკივნეული იქნება და პუტინს ვირთხასავით კუთხეში მოიმწყვდევენ. აუცილებელია რუსეთმა ჭკუა ისწავლოს, რათა შემდეგში სხვა ქვეყნისკენ, თუნდაც საქართველოსკენ არ აიღოს გეზი. რაც შეეხება სამხედრო მოქმედებებსა და შედეგებს, რუსეთს ვპირდებით, რომ უკრაინაში მარტივი გასეირნება არ გამოუვა. საკმარისი მხარდაჭერა გვაქვს და არის იმედი, რომ კიდევ გაიზრდება, სხვადასხვა ფორმითა და რესურსით, როგორც ნატოსგან, ასევე, სხვა მხარდამჭერი ქვეყნებისგან.

მისი მთავარი მისიაა შავი ზღვის პორტების ბლოკირება, ომი უკრაინისა და ზოგადად ევროპისთვის ყველაზე არასასურველი სცენარი იყო, მაგრამ პუტინს სჭირდება, ეს რუსეთის მოსახლეობისთვის სიგნალია, რომ პუტინის რუსეთი ძლევამოსილებას არ ჰკარგავს. ჩვენ საპირისპიროს დამტკიცება უნდა შევეცადოთ.