პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს, მიიზიდოს ყურადღება და ყველას უთხრას: შემომხედეთ, მე შემიძლია დაგეხმაროთ ამ სტრატეგიულ რეგიონში" - ბენ ჰოჯესი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე
"საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს, მიიზიდოს ყურადღება და ყველას უთხრას: შემომხედეთ, მე შემიძლია დაგეხმაროთ ამ სტრატეგიულ რეგიონში" - ბენ ჰოჯესი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე

"პენ­ტა­გო­ნი, ბიზ­ნე­სე­ბი, მე­დია, ყვე­ლა უკ­რა­ი­ნას და შავ ზღვას აკ­ვირ­დე­ბა, ამი­ტო­მაც, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნდა იყოს, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის­კე­ნაც მი­ი­ზი­დოს ყუ­რა­დღე­ბა და ყვე­ლას უთხრას, რომ შე­მომ­ხე­დეთ",- ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის არ­მი­ის ყო­ფილ­მა მთა­ვარ­სარ­დალ­მა ევ­რო­პა­ში, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტმა (თა­და­რი­გის) ბენ ჰო­ჯეს­მა "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას­თან, უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ჰო­ჯეს­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის ისურ­ვებ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იქ­მნას ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ამე­რი­კის სა­რო­ტა­ციო ნა­წი­ლე­ბის­თვის იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა ამე­რი­კის სა­ზღვაო და სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის­თვის უფრო მე­ტად მიმ­ზიდ­ვე­ლი იყოს.

"ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლომ ეს უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს, რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბა. კონ­გრე­სის თი­თო­ე­ულ წევ­რს ახლა შე­უძ­ლია შავი ზღვის აუ­ზის ყვე­ლა ქვეყ­ნის ჩა­მოთ­ვლა სწო­რედ იმის გამო, რომ რე­გი­ონს ამ­დენ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მო­ბენ. პენ­ტა­გო­ნი, ბიზ­ნე­სე­ბი, მე­დია, ყვე­ლა უკ­რა­ი­ნას და შავ ზღვას აკ­ვირ­დე­ბა. ამი­ტო­მაც, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნდა იყოს, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის­კე­ნაც მი­ი­ზი­დოს ყუ­რა­დღე­ბა და ყვე­ლას უთხრას, რომ შე­მომ­ხე­დეთ, მე შე­მიძ­ლია დახ­მა­რე­ბა გა­გი­წი­ოთ ამ სტრა­ტე­გი­ულ რე­გი­ონ­ში, იქ­ნე­ბა ეს დაზ­ვერ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი, კა­რიბ­ჭის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა აზი­ა­სა და ევ­რო­პას შო­რის, თუ სხვა. ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დროა იმის­თვის, რომ ამე­რი­კელ ჯა­რის­კა­ცებ­თან ერ­თად არა­გეგ­მი­უ­რი წვრთნე­ბი ჩა­ტარ­დეს.

მე ასე­ვე ვი­სურ­ვებ­დი, რომ შე­იქ­მნას რა­ღაც ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ამე­რი­კის სა­რო­ტა­ციო ნა­წი­ლე­ბის­თვის, გა­კეთ­დეს რა­ღაც იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა ამე­რი­კის სა­ზღვაო ძა­ლე­ბის­თვის, სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის­თვის იყოს უფრო მე­ტად მიმ­ზიდ­ვე­ლი. შე­იძ­ლე­ბა აშენ­დეს სა­სა­წყო­ბო ნა­გე­ბო­ბე­ბი ამუ­ნი­ცი­ის­თვის. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ეს დიდი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა იყოს, მაგ­რამ იყოს რა­ღაც ისე­თი, რაც იტყვის, რომ ეს ჩვენ­თვი­საც და ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც სა­სარ­გებ­ლოა.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლომ უნდა და­უს­ვას სა­კუ­თარ თავს შე­კი­თხვა, არის თუ არა ის მზად ბიზ­ნე­სე­ბის მი­სა­ღე­ბად. თუ გერ­მა­ნუ­ლი, ფრან­გუ­ლი, იტა­ლი­უ­რი, ჰო­ლან­დი­უ­რი ბიზ­ნე­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდ ფულს ჩა­დე­ბენ, ამ ქვეყ­ნე­ბის პარ­ლა­მენ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას მი­აქ­ცე­ვენ და მის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე იზ­რუ­ნე­ბენ. ამის შემ­დეგ კი ისი­ნი და­ი­წყე­ბენ კი­თხვე­ბის დას­მას იმა­ზე, თუ რა­ტომ არი­ან რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში ამ დრომ­დე. ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბით უფრო მე­ტად და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში მათი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა. ახლა არის დრო, როცა სა­ქარ­თვე­ლომ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ფიქ­რი სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა და­ი­წყოს", - გა­ნა­ცხა­და ჰო­ჯეს­მა.

გარ­და ამი­სა, მან შე­ა­ფა­სა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი რე­ზო­ლუ­ცია და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს აზრს მოკ­ლე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­აა.

"ვფიქ­რობ, ეს ცა­რი­ე­ლი ქა­ღალ­დია. სამ­წუ­ხა­როდ, ეს აზრს მოკ­ლე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­აა. ეს­ტო­ნე­თი, ლატ­ვია, ლი­ე­ტუ­ვა - ესე­ნიც ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბი არი­ან. მათ არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ აქვთ ხმა­მაღ­ლა ისა­უბ­რონ იმა­ზე, თუ ვინ არის აგ­რე­სო­რი და რა არის საფრ­თხე. სა­ქარ­თვე­ლოს უნდა სჯე­რო­დეს რა­ღა­ცის. ვფიქ­რობ სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა ამას იმ­სა­ხუ­რებს. კარ­გად მეს­მის, რომ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის მე­ზო­ბე­ლია. მეს­მის. ეს­ტო­ნეთს რუ­სე­თის­გან მდი­ნა­რე ყოფს. ნორ­ვე­გი­ას რუ­სეთ­თან სა­ზღვა­რი და სა­ზი­ა­რო სა­ნა­ოს­ნო წყლე­ბი აქვს... სხვა ქვეყ­ნე­ბიც არი­ან რუ­სე­თის მე­ზობ­ლე­ბი, მაგ­რამ მათ მო­ა­ხერ­ხეს გა­მო­სავ­ლის გა­მო­ნახ­ვა. სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­საც ძლი­ე­რი ჯა­რის­კა­ცე­ბი ჰყავს და მთი­ა­ნი ლან­დშაფ­ტი აქვს. ქვე­ყა­ნას უნდა სჯე­რო­დეს რა­ღა­ცის. როცა მთავ­რო­ბა რე­ზო­ლუ­ცი­ას გზავ­ნის და უკ­რა­ი­ნას მხარს უჭერს, მაგ­რამ არ ამ­ბობს რის წი­ნა­აღ­მდეგ უჭერს მხარს, არ ვიცი რამ­დე­ნად ღი­რე­ბუ­ლია ეს", - გა­ნა­ცხა­და ჰო­ჯეს­მა.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭეშმარიტად სიმართლე ბენ ჰოჯენსს
0

ბატონო ბენ, ჩვენ საქმითაც დავამტკიცეთ და ვამტკიცებთ, რაც ომი დაიწყო უკრაინას ყოველთვის გვერდში ვედექით შეძლებისდაგვარად, ეკონომიკურად, ფიზიკურად, ქართველები უკრაინას ეწირებიან... პოლიტიკურად არაერთხელ დაგვიფიქსირებია და ვაფიქსირებთ დღემდე, რუსეთი ოკუპანტია, რუსეთმა დაიწყო ომი ჩვენთანაც და უკრაინასთანაც, ტერიტორიები წაგვართვა და წაართვა უკრაინას... ერაყში თუ ავღანეთშიც თქვენს გვერდით იხოცებოდნენ ქართველები... თქვენი აზრით ასეთი პატარა ქვეყნის მხრიდან, როგორიც საქართველოა, ცოტაა ეს ყველაფერი?!.........

ფაქტია, ამ თქვენი არასამართლიანი ბრალდებებით არ გინდათ რომ მიგვიღოთ, თქვენ მხოლოდ გვიყენებთ რუსეთთან მიმართებაში!

ეგრე არ არის?....

მაშნ მიგვიღეთ, ჩვენ არა ვართ წინააღმდეგნი!

ვააა!
0

უკრაინამ უკვე მიიქცია ყურადღება, ეხლა ჩვენი ჯერია? თუ ომი გინდათ და მეორე ფრონტი, ეგე ალიასკა , არც მოსახლეობა დაზარალდება, არც რამე სხვა შეგიშლით ხელს, თან ყველაზე დიდი ატომური წყალქვეშა გემის უტილიზაცია დაიწყო რუსეთმა . რას უცდით. მაგრამ რაც გინდათ ის უკვე გააკეთეთ უკრაინაში, ახლა მორიგი"ტუტუცის" ძებნაში ხართ. აბა, ვნახოთ , ვის აქვს თავში ტვინი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს, მიიზიდოს ყურადღება და ყველას უთხრას: შემომხედეთ, მე შემიძლია დაგეხმაროთ ამ სტრატეგიულ რეგიონში" - ბენ ჰოჯესი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე

"საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს, მიიზიდოს ყურადღება და ყველას უთხრას: შემომხედეთ, მე შემიძლია დაგეხმაროთ ამ სტრატეგიულ რეგიონში" - ბენ ჰოჯესი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე

"პენტაგონი, ბიზნესები, მედია, ყველა უკრაინას და შავ ზღვას აკვირდება, ამიტომაც, საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ საკუთარი თავისკენაც მიიზიდოს ყურადღება და ყველას უთხრას, რომ შემომხედეთ",- ამის შესახებ ამერიკის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა ევროპაში, გენერალ-ლეიტენანტმა (თადარიგის) ბენ ჰოჯესმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

ჰოჯესმა განაცხადა, რომ ის ისურვებდა საქართველოში შეიქმნას ინფრასტრუქტურა ამერიკის საროტაციო ნაწილებისთვის იმისთვის, რომ ქვეყანა ამერიკის საზღვაო და საჰაერო ძალებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი იყოს.

"ვფიქრობ, საქართველომ ეს უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა. კონგრესის თითოეულ წევრს ახლა შეუძლია შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყნის ჩამოთვლა სწორედ იმის გამო, რომ რეგიონს ამდენ ყურადღებას უთმობენ. პენტაგონი, ბიზნესები, მედია, ყველა უკრაინას და შავ ზღვას აკვირდება. ამიტომაც, საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ საკუთარი თავისკენაც მიიზიდოს ყურადღება და ყველას უთხრას, რომ შემომხედეთ, მე შემიძლია დახმარება გაგიწიოთ ამ სტრატეგიულ რეგიონში, იქნება ეს დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება, ეკონომიკური ფაქტორები, კარიბჭის როლის შესრულება აზიასა და ევროპას შორის, თუ სხვა. ეს არაჩვეულებრივი დროა იმისთვის, რომ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად არაგეგმიური წვრთნები ჩატარდეს.

მე ასევე ვისურვებდი, რომ შეიქმნას რაღაც ინფრასტრუქტურა ამერიკის საროტაციო ნაწილებისთვის, გაკეთდეს რაღაც იმისთვის, რომ ქვეყანა ამერიკის საზღვაო ძალებისთვის, საჰაერო ძალებისთვის იყოს უფრო მეტად მიმზიდველი. შეიძლება აშენდეს სასაწყობო ნაგებობები ამუნიციისთვის. არ არის აუცილებელი ეს დიდი ინფრასტრუქტურა იყოს, მაგრამ იყოს რაღაც ისეთი, რაც იტყვის, რომ ეს ჩვენთვისაც და ჩვენი მეგობარი საქართველოსთვისაც სასარგებლოა.

ამასთან, საქართველომ უნდა დაუსვას საკუთარ თავს შეკითხვა, არის თუ არა ის მზად ბიზნესების მისაღებად. თუ გერმანული, ფრანგული, იტალიური, ჰოლანდიური ბიზნესები საქართველოში დიდ ფულს ჩადებენ, ამ ქვეყნების პარლამენტები საქართველოს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ და მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე იზრუნებენ. ამის შემდეგ კი ისინი დაიწყებენ კითხვების დასმას იმაზე, თუ რატომ არიან რუსი ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ამ დრომდე. ისინი საქართველოს უსაფრთხოებით უფრო მეტად დაინტერესდებიან, თუ საქართველოში მათი ინვესტიციები იქნება. ახლა არის დრო, როცა საქართველომ ამ ყველაფერზე ფიქრი სერიოზულად უნდა დაიწყოს", - განაცხადა ჰოჯესმა.

გარდა ამისა, მან შეაფასა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია და აღნიშნა, რომ ეს აზრს მოკლებული რეზოლუციაა.

"ვფიქრობ, ეს ცარიელი ქაღალდია. სამწუხაროდ, ეს აზრს მოკლებული რეზოლუციაა. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა - ესენიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები არიან. მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ ხმამაღლა ისაუბრონ იმაზე, თუ ვინ არის აგრესორი და რა არის საფრთხე. საქართველოს უნდა სჯეროდეს რაღაცის. ვფიქრობ საქართველოს ახალგაზრდა თაობა ამას იმსახურებს. კარგად მესმის, რომ საქართველო რუსეთის მეზობელია. მესმის. ესტონეთს რუსეთისგან მდინარე ყოფს. ნორვეგიას რუსეთთან საზღვარი და საზიარო სანაოსნო წყლები აქვს... სხვა ქვეყნებიც არიან რუსეთის მეზობლები, მაგრამ მათ მოახერხეს გამოსავლის გამონახვა. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც ძლიერი ჯარისკაცები ჰყავს და მთიანი ლანდშაფტი აქვს. ქვეყანას უნდა სჯეროდეს რაღაცის. როცა მთავრობა რეზოლუციას გზავნის და უკრაინას მხარს უჭერს, მაგრამ არ ამბობს რის წინააღმდეგ უჭერს მხარს, არ ვიცი რამდენად ღირებულია ეს", - განაცხადა ჰოჯესმა.