ავტორი:

"პუტინის ნათქვამში მინიშნებას ვერ ვხედავთ, რომ უკრაინაზე თავდასხმას აპირებს" - ემანუელ მაკრონი

"პუტინის ნათქვამში მინიშნებას ვერ ვხედავთ, რომ უკრაინაზე თავდასხმას აპირებს" - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ გულწრფელი მოლაპარაკებები უკრაინის გარშემო დაძაბულობის ესკალაციასთან შეუსაბამოა, - მედიის ინფორმაციით ამის შესახებ ელისეს სასახლეში განაცხადეს.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური პირის განცხადებით, ემანუელ მაკრონთან საუბარში ვლადიმერ პუტინს არ მიუნიშნებია, რომ უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

"ჩვენ ვერ ვხედავთ პრეზიდენტ პუტინის ნათქვამში იმის მინიშნებას, რომ თავდასხმას აპირებს, მიუხედავად ამისა, უკიდურეს სიფხიზლეს ვინარჩუნებთ რუსეთის სამხედრო ქმედების მიმართ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ყველაზე ცუდი განვითარება,“- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა.

ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია კრემლის პრესამსახურმაც გაავრცელა. მათი განმარტებით, პუტინმა მაკრონთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ აშშ-სა და ნატო-ს რუსეთის ცნობილ შეთავაზებებზე არსებითი პასუხი არ გაუციათ.

კრემლის ინფორმაციით, პუტინმა და მაკრონმა განიხილეს სიტუაცია, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო შეჭრის გეგმის გარშემო "პროვოკაციულ სპეკულაციებთან".