პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი ბაიდენსა და პუტინს შორის რუსეთ-უკრაინის კრიზისის გამწვავევბის ფონზე - რაზე ისაუბრეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა
კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი ბაიდენსა და პუტინს შორის რუსეთ-უკრაინის კრიზისის გამწვავევბის ფონზე - რაზე ისაუბრეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა

უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის გარ­შე­მო ვი­თა­რე­ბა კვლავ და­ძა­ბუ­ლი რჩე­ბა. ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თა­ვი­ანთ მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხის გამო, უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბას ურ­ჩე­ვენ. კრი­ზი­სის გამ­წვა­ვე­ბის ფონ­ზე, გუ­შინ კი­დევ ერთი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა აშშ-ის პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დენ­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს შო­რის.

  • რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს კრემ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის შე­სა­ხებ?

კრემლში აცხა­დე­ბენ, რომ რუ­სე­თი­სა და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტე­ბის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და ჯო ბა­ი­დე­ნის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და საქ­მი­ა­ნი იყო, - ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის თა­ნა­შემ­წემ, იური უშა­კოვ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ბა­ი­დენ­მა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან სა­უ­ბარ­ში ან­ტი­რუ­სუ­ლი სან­ქცი­ე­ბი ახ­სე­ნა, თუმ­ცა აქ­ცენ­ტი ამ სა­კი­თხზე არ გა­კე­თე­ბუ­ლა.

"აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, უკ­რა­ი­ნის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის კონ­ტექ­სტში ან­ტი­რუ­სუ­ლი სან­ქცი­ე­ბი ახ­სე­ნა, თუმ­ცა ამ სა­კი­თხზე აქ­ცენ­ტი არ გა­კე­თე­ბუ­ლა,“ - აღ­ნიშ­ნა უშა­კოვ­მა.

მისი თქმით, სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც ერთ სა­ათ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და, რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში მო­სა­ლოდ­ნელ შეჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით აშშ-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მიერ შექ­მნი­ლი "უპ­რე­ცე­დენ­ტო ის­ტე­რი­ის გა­რე­მო­ში“ შედ­გა.

იური უშა­კო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტებ­მა გა­ნი­ხი­ლეს უკ­რა­ი­ნის "თა­ნა­მედ­რო­ვე ია­რა­ღით“ მო­მა­რა­გე­ბის სა­კი­თხი.

"გა­ნი­ხი­ლეს უკ­რა­ი­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე ია­რა­ღით მო­მა­რა­გე­ბის სა­კი­თხი, რა­საც და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აკე­თე­ბენ, რი­თაც ხელს უწყო­ბენ უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის მხრი­დან შე­საძ­ლო პრო­ვო­კა­ცი­ებს, რო­გორც დონ­ბას­თან, ასე­ვე ყი­რიმ­თან მი­მარ­თე­ბა­ში,“- აღ­ნიშ­ნა უშა­კოვ­მა.

  • რას აცხა­დე­ბენ თეთრ სახ­ლში?

თეთ­რი სახ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ჯო­ზეფ ბა­ი­დე­ნი რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ პუ­ტინს რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრებ­ზე სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა გარ­კვე­ვით გა­ნა­ცხა­და, რომ თუ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რე­ბა, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მო­კავ­ში­რე­ებ­სა და პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად გა­დაჭ­რით უპა­სუ­ხებს და რუ­სეთს სწრაფ და მძი­მე სა­ფა­სურს და­ა­კის­რებს.

"პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა გა­ი­მე­ო­რა, რომ რუ­სე­თის შემ­დგო­მი შეჭ­რა უკ­რა­ი­ნა­ში გა­მო­იწ­ვევს ადა­მი­ა­ნურ ტან­ჯვას და და­აკ­ნი­ნებს რუ­სე­თის მდგო­მა­რე­ო­ბას. პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა პრე­ზი­დენტ პუ­ტინ­თან ნათ­ლად გა­ნა­ცხა­და, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ინარ­ჩუ­ნებს მზად­ყოფ­ნას ჩა­ერ­თოს დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში, მო­კავ­ში­რე­ებ­თან და პარტნი­ო­რებ­თან სრუ­ლი კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, ჩვენ თა­ნაბ­რად მზად ვართ სხვა სცე­ნა­რე­ბის­თვი­საც“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია თეთ­რი სახ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
asea es
0

ვოვა დამოი'

ასე რატომ
6

ეხ ბაიდენ ბაიდენ მაგ ჩეკისტს ვერაფერს გააგებინებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი ბაიდენსა და პუტინს შორის რუსეთ-უკრაინის კრიზისის გამწვავევბის ფონზე - რაზე ისაუბრეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა

კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი ბაიდენსა და პუტინს შორის რუსეთ-უკრაინის კრიზისის გამწვავევბის ფონზე - რაზე ისაუბრეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა

უკრაინა-რუსეთის გარშემო ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ მოქალაქეებს მოსალოდნელი საფრთხის გამო, უკრაინის ტერიტორიის დატოვებას ურჩევენ. კრიზისის გამწვავების ფონზე, გუშინ კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის.

  • რა ინფორმაციას ავრცელებს კრემლი სატელეფონო საუბრის შესახებ?

კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის სატელეფონო საუბარი დაბალანსებული და საქმიანი იყო, - ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან საუბარში ანტირუსული სანქციები ახსენა, თუმცა აქცენტი ამ საკითხზე არ გაკეთებულა.

"აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში, როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინის გარშემო არსებული დაძაბული სიტუაციის კონტექსტში ანტირუსული სანქციები ახსენა, თუმცა ამ საკითხზე აქცენტი არ გაკეთებულა,“ - აღნიშნა უშაკოვმა.

მისი თქმით, საუბარი, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რუსეთის უკრაინაში მოსალოდნელ შეჭრასთან დაკავშირებით აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ შექმნილი "უპრეცედენტო ისტერიის გარემოში“ შედგა.

იური უშაკოვის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა განიხილეს უკრაინის "თანამედროვე იარაღით“ მომარაგების საკითხი.

"განიხილეს უკრაინის თანამედროვე იარაღით მომარაგების საკითხი, რასაც დასავლეთის ქვეყნები მიზანმიმართულად აკეთებენ, რითაც ხელს უწყობენ უკრაინის უსაფრთხოების ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციებს, როგორც დონბასთან, ასევე ყირიმთან მიმართებაში,“- აღნიშნა უშაკოვმა.

  • რას აცხადებენ თეთრ სახლში?

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებზე სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ ესაუბრა.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა გარკვევით განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, შეერთებული შტატები მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად გადაჭრით უპასუხებს და რუსეთს სწრაფ და მძიმე საფასურს დააკისრებს.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა, რომ რუსეთის შემდგომი შეჭრა უკრაინაში გამოიწვევს ადამიანურ ტანჯვას და დააკნინებს რუსეთის მდგომარეობას. პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან ნათლად განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ინარჩუნებს მზადყოფნას ჩაერთოს დიპლომატიაში, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით, ჩვენ თანაბრად მზად ვართ სხვა სცენარებისთვისაც“, - აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.