ავტორი:

უცნაური ტორტი, დიჯეი და "სელებრითები" სტუმრად - ქართველი მილიონერის ქალიშვილმა იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა (ფოტოები წვეულებიდან)

უცნაური ტორტი, დიჯეი და "სელებრითები" სტუმრად - ქართველი მილიონერის ქალიშვილმა იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა (ფოტოები წვეულებიდან)

ნუცა უგულავა გუშინ იუბილარი გახლდათ. მილიონერ თემურ უგულავას ქალიშვილმა დაბადების დღე მეგობრებთან ერთად, ოჯახის საკუთრებაში მყოფ ერთ-ერთ ბარში აღნიშნა. იუბილარს წელზე მოშიშვლებული კაბა ეცვა და ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა.

საღამოს ცნობილი სახეებიდან ესწრებოდნენ ნინი ბადურაშვილი და ქეთო თოფურიძე, მოდელი ლიკუნა მასპინძელაშვილი, რეზი არველაძის ვაჟი ნიკა არველაძე და ელენე დუმბაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილის, გიორგი ალასანიას ყოფილი ცოლია.

საღამოზე შეკრებილმა ნუცას მეგობრებმა დიჯეის მუსიკის ფონზე მოილხინეს. იუბილარს, უცნაური ფერის, საკმაოდ მოკრძალებული ტორტი ჰქონდა.

რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნუცა უგულავა შეყვარებულია და მისი რჩეული "ვისოლის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ლევან ფხაკაძის შვილი, ვასკა ფხაკაძეა. ვასკა წლებია, რაც პოპულარულია გოგონებში. თუმცა საღამოზე შეყვარებული არ ჩანდა...

ვასკა ფხაკაძე

თემურ უგულავას ნუცა პირველი ქორწინებიდან შეეძინა. გოგონა 2016 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ ამერიკაში გაემგზავრა და წლებია იქ ცხოვრობს.

მას არ უყვარს საჯაროობა და არასოდეს უსაუბრია მედიაში პოპულარულ მამაზე. უყვარს დახურული წვეულებები და ამბობენ, რომ მეგობრების წრეში პრივატ-ფართებს თავადაც ხშირად აწყობს. ნუცა დაკავებულია სათხილამურო სპორტით და გატაცებულია იოგათი. ფიზიკურად ძალიან ჰგავს დედას.