პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაგიდაზე დგება და იქიდან თითს გვიქნევს, უფროსია ჩვენი... სამი ენა ესმის, ძალიან სწრაფად დადის" - სოფო ნიჟარაძე ქალიშვილის შესახებ პირველად საუბრობს
"მაგიდაზე დგება და იქიდან თითს გვიქნევს, უფროსია ჩვენი... სამი ენა ესმის, ძალიან სწრაფად დადის" - სოფო ნიჟარაძე ქალიშვილის შესახებ პირველად საუბრობს

რამ­დე­ნი­მე თვეა რაც სოფო ნი­ჟა­რა­ძე პა­ტა­რა ელის მა­რი­ას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. მომ­ღე­რალ­მა შტა­ტებ­ში იმ­შო­ბი­ა­რა და ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად წე­ლი­წად­ზე მეტ­ხანს იქ ცხოვ­რობ­და.

სოფო ნი­ჟა­რა­ძე უკვე ჩა­ერ­თო ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნე­სურ ცხოვ­რე­ბა­ში და შვილ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტშიც მი­ი­ღო. სწო­რედ ამ დღეს გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, სა­დაც მისი და სოფო ნი­ჟა­რა­ძის სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და.

თა­ვად სო­ფოს ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ ტე­ლე­ე­თე­რით შვი­ლის შე­სა­ხებ არ უსა­უბ­რია. პირ­ვე­ლად ის "ვა­ნოს შოუს" ეს­ტუმ­რა და ელის მა­რი­ა­ზეც იქ ისა­უბ­რა.

"იყო ძა­ლი­ან წყნა­რი და მშვი­დი ბავ­შვი, ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ანს ხე­დავ­და და რომ ჩა­მო­ვე­დით, სა­ქარ­თვე­ლომ გა­ა­გი­ჟა. ძა­ლი­ან ცელ­ქია, ჩხუ­ბობს, მა­გი­და­ზე დგე­ბა, რომ იქი­დან გვა­კონ­ტრო­ლოს, თითს გვიქ­ნევს, და­ჩაგ­რუ­ლი ვყა­ვართ, უფ­რო­სია ჩვე­ნი, რაც არ უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს (იცი­ნის).

ძა­ლი­ან სწრა­ფად და­დის. რომ ჩა­ვიყ­ვან ეზო­ში, სა­ნამ პარ­კის­კენ გა­ვალთ, მო­კი­დებს სა­თა­მა­შო ბავ­შვის ეტლს ხელს და გარ­ბის, და­ა­დებს თავს და სად მი­დის არ იცის.

ძა­ლი­ან უყ­ვარს კუ­ბი­კე­ბით თა­მა­ში. აა­შე­ნებს და­ან­გრევს, მერე თა­ვი­დან აა­შე­ნებს, ბო­ლოს ისე­თი ხდე­ბა სა­ღა­მოს სახ­ლში, რომ ყვე­ლა­ფე­რი არე­უ­ლია. რო­დე­საც სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მას ვწერ­დით, ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, რო­გორ მო­იქ­ცე­ო­და... მარ­თლაც თა­ვი­სი ხა­სი­ა­თი გა­მო­ავ­ლი­ნა. ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­და თავს და სულ არ უნ­დო­და იქი­დან ჩას­ვლა. ყვე­ლა­ზე უფრო გა­ნა­თე­ბულ ად­გილ­ზე დგე­ბო­და.

ახლა არის წლის და 8 თვის, ბიძა პე­დი­ატ­რი მყავს და ეუბ­ნე­ბა, რომ და­ი­წყე სა­უ­ბა­რიო. არ მე­სი­ა­მოვ­ნა ეს, რა გინ­და სამ ენას ფლობს სრულ­ყო­ფი­ლადთქო, ვუ­თხა­რი. ისე იცი­ნოდ­ნენ ამა­ზე. სამი ენა ეს­მის და ეტყო­ბა აე­რია, რა ენა­ზე დე­დას ამ­ბობს, რა ენა­ზე ბურთს ამ­ბობს" - ამ­ბობს სოფო ნი­ჟა­რა­ძე.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 85 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
3

სამარცხვინო კაცის შვილი!

ხიხო
4

თქვენც სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებით თუ განქორწინდით? რა ვი განქორწინება მოსულა სამოქალაქო ქორწინებაში?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მაგიდაზე დგება და იქიდან თითს გვიქნევს, უფროსია ჩვენი... სამი ენა ესმის, ძალიან სწრაფად დადის" - სოფო ნიჟარაძე ქალიშვილის შესახებ პირველად საუბრობს

"მაგიდაზე დგება და იქიდან თითს გვიქნევს, უფროსია ჩვენი... სამი ენა ესმის, ძალიან სწრაფად დადის" - სოფო ნიჟარაძე ქალიშვილის შესახებ პირველად საუბრობს

რამდენიმე თვეა რაც სოფო ნიჟარაძე პატარა ელის მარიასთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. მომღერალმა შტატებში იმშობიარა და ქალიშვილთან ერთად წელიწადზე მეტხანს იქ ცხოვრობდა.

სოფო ნიჟარაძე უკვე ჩაერთო ქართულ შოუბიზნესურ ცხოვრებაში და შვილთან ერთად მონაწილეობა საახალწლო კონცერტშიც მიიღო. სწორედ ამ დღეს გაავრცელა განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სადაც მისი და სოფო ნიჟარაძის საერთო ქალიშვილის შესახებ საუბრობდა.

თავად სოფოს ჩამოსვლის შემდეგ ტელეეთერით შვილის შესახებ არ უსაუბრია. პირველად ის "ვანოს შოუს" ესტუმრა და ელის მარიაზეც იქ ისაუბრა.

"იყო ძალიან წყნარი და მშვიდი ბავშვი, ძალიან ცოტა ადამიანს ხედავდა და რომ ჩამოვედით, საქართველომ გააგიჟა. ძალიან ცელქია, ჩხუბობს, მაგიდაზე დგება, რომ იქიდან გვაკონტროლოს, თითს გვიქნევს, დაჩაგრული ვყავართ, უფროსია ჩვენი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს (იცინის).

ძალიან სწრაფად დადის. რომ ჩავიყვან ეზოში, სანამ პარკისკენ გავალთ, მოკიდებს სათამაშო ბავშვის ეტლს ხელს და გარბის, დაადებს თავს და სად მიდის არ იცის.

ძალიან უყვარს კუბიკებით თამაში. ააშენებს დაანგრევს, მერე თავიდან ააშენებს, ბოლოს ისეთი ხდება საღამოს სახლში, რომ ყველაფერი არეულია. როდესაც საახალწლო გადაცემას ვწერდით, ძალიან მეშინოდა, როგორ მოიქცეოდა... მართლაც თავისი ხასიათი გამოავლინა. ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს და სულ არ უნდოდა იქიდან ჩასვლა. ყველაზე უფრო განათებულ ადგილზე დგებოდა.

ახლა არის წლის და 8 თვის, ბიძა პედიატრი მყავს და ეუბნება, რომ დაიწყე საუბარიო. არ მესიამოვნა ეს, რა გინდა სამ ენას ფლობს სრულყოფილადთქო, ვუთხარი. ისე იცინოდნენ ამაზე. სამი ენა ესმის და ეტყობა აერია, რა ენაზე დედას ამბობს, რა ენაზე ბურთს ამბობს" - ამბობს სოფო ნიჟარაძე.