საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს..." - რა რჩევას აძლევს ქართველი პედიატრი მშობლებს?
"ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს..." - რა რჩევას აძლევს ქართველი პედიატრი მშობლებს?

ქარ­თვე­ლი პე­დი­ატ­რი ლელა ზან­გუ­რაშ­ვი­ლი მშობ­ლებს რჩე­ვებს უზი­ა­რებს, რო­მე­ლიც კო­ვი­დის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ბავ­შვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ.

"ოთხი რამ, რაც არ სჭირ­დე­ბა ბავ­შვს, რო­მელ­საც კო­ვი­დი აქვს (და არც მოზ­რდილს, სხვა­თა შო­რის):

  • ვი­ტა­მი­ნე­ბი

კო­ვი­დე­პო­ქის გა­რიჟ­რაჟ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დე­ბი არ გა­მარ­თლდა - კო­ვი­დის მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­გო­რე­ბას არ ეხ­მა­რე­ბა არც D და C ვი­ტა­მი­ნი და არც ესო­დენ პო­პუ­ლა­რუ­ლი თუ­თია (ცინ­კი). თუ ბავ­შვს ასა­კობ­რი­ვად ეკუთ­ვნის რა­ქი­ტის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა და D ვი­ტა­მინს იღებს, ცხა­დია, უნდა გა­აგ­რძე­ლოს.

  • ანა­ლი­ზე­ბი.

სტან­დარ­ტუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში (და შემ­თხვე­ვა­თა უმე­ტე­სო­ბა ასე­თია) კო­ვი­დი მა­ნამ­დე მთავ­რდე­ბა, ვიდ­რე რა­ი­მე ანა­ლი­ზის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გე­ბა. ის, რომ სა­ხელ­მწი­ფო და სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი უშურ­ვე­ლად აფი­ნან­სე­ბენ ანა­ლი­ზებს, არ ნიშ­ნავს, რომ მათი გა­კე­თე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. ე.წ.პოს­ტკო­ვი­დუ­რი ანა­ლი­ზე­ბი სა­ერ­თოდ სა­მე­დი­ცი­ნო მი­თე­ბის, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში კი, სა­მე­დი­ცი­ნო აფი­ო­რის სფე­როს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. არა­ნა­ი­რი "აუ­ცი­ლე­ბე­ლი ანა­ლი­ზე­ბის პა­კე­ტი" არ არ­სე­ბობს. თი­თო­ე­ულ შემ­თხვე­ვა­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა გა­და­წყდეს კონ­კრე­ტუ­ლი ანა­ლი­ზის სა­ჭი­რო­ე­ბა და შემ­თხვე­ვა­თა 99 პრო­ცენ­ტში ისი­ნი უბ­რა­ლოდ უსარ­გებ­ლოა.

  • გა­დას­ხმა.

"გა­დას­ხმა" მხო­ლოდ მა­შინ ხდე­ბა სა­ჭი­რო, რო­დე­საც ბავ­შვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუ­ძუს), სი­თხეს კი აქ­ტი­უ­რად კარ­გავს ღე­ბი­ნე­ბის, ფა­ღარ­თის ან ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სი­ცხის გამო. სა­ჭი­რო­ე­ბის გა­რე­შე გა­კე­თე­ბუ­ლი გა­დას­ხმა უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში უსარ­გებ­ლოა, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში - ძა­ლი­ან სა­ზი­ა­ნო. კო­ვი­დის წინა "ვერ­სი­ე­ბის" დროს, რად­გა­ნაც პრო­ცეს­ში ფილ­ტვე­ბი იყო ჩარ­თუ­ლი, უთავ­ბო­ლო "გა­დას­ხმა" ძა­ლი­ან ხში­რად ამ­ძი­მებ­და პა­ცი­ენ­ტებს ფილ­ტვის შე­შუ­პე­ბის გამო.

  • ან­ტი­ბი­ო­ტი­კი.

კო­ვი­დის შემ­თხვე­ვა­ში უკი­დუ­რე­სად იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა სა­ჭი­რო. ბი­ნა­ზე მყოფ პა­ცი­ენ­ტებ­ში - პრაქ­ტი­კუ­ლად არას­დროს. არა­და გუ­ლის­გამ­ხეთ­ქი სიხ­ში­რით ინიშ­ნე­ბა. ამის შე­დე­გებს ალ­ბათ მო­მა­ვალ­ში მო­ვიმ­კით, რო­მე­ლი­ღაც ზე­რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ბაქ­ტე­რია რომ დაგ­ვე­რე­ვა.

დალი
0

არ ვეთანხმები ამ ექიმს??? არც ერთ შემთხვევაში. ეს ყველაფერი აუცილებელია და უარყოფა იმის,რომ დაეხმარო ავადმყოფს ამ ყველაფრით არაპრიფესიონალიზმია და მიიყვანს ბავშვს მძიმე გართულებამდე და მერე რაიმეს დანიშვნა აზრს კარგავს...ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს..." - რა რჩევას აძლევს ქართველი პედიატრი მშობლებს?

"ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს..." - რა რჩევას აძლევს ქართველი პედიატრი მშობლებს?

ქართველი პედიატრი ლელა ზანგურაშვილი მშობლებს რჩევებს უზიარებს, რომელიც კოვიდის დადასტურების შემთხვევაში ბავშვებთან დაკავშირებით უნდა გაითვალისწინონ.

"ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):

  • ვიტამინები

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა - კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.

  • ანალიზები.

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი "აუცილებელი ანალიზების პაკეტი" არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.

  • გადასხმა.

"გადასხმა" მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში - ძალიან საზიანო. კოვიდის წინა "ვერსიების" დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო "გადასხმა" ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.

  • ანტიბიოტიკი.

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში - პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.