მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ისხდნენ პუტინი და მაკრონი კრემლში 4-მეტრიანი მაგიდის თავსა და ბოლოში? - Reuters-ი შეხვედრის საიდუმლო დეტალებზე წერს
რატომ ისხდნენ პუტინი და მაკრონი კრემლში 4-მეტრიანი მაგიდის თავსა და ბოლოში? - Reuters-ი შეხვედრის საიდუმლო დეტალებზე წერს

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა რუ­სეთ­ში ვი­ზი­ტი­სას უარი თქვა კრემ­ლის თხოვ­ნა­ზე, კო­ვიდ ტეს­ტი გა­ე­კე­თე­ბი­ნა, - Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტოს ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის გა­რე­მოც­ვი­დან ორმა პირ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მათი ცნო­ბით, ამ გზით მაკ­რონ­მა რუ­სეთს მის დნმ-ზე წვდო­მის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა. უა­რის გამო კი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს მას რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან მკაც­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა მო­უ­წია.

სა­ა­გენ­ტოს­თან სა­უ­ბარ­ში ორი­ვე წყა­რომ გა­ნა­ცხა­და, რომ მაკ­რონს ორი არ­ჩე­ვა­ნი ჰქონ­და, ან რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ "პი­სი­არ“ ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბას და­თან­ხმე­ბო­და და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ პუ­ტინს მი­ახ­ლო­ე­ბო­და, ან უა­რის შემ­თხვე­ვა­ში, მის­გან მკაც­რი სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია უნდა და­ეც­ვა.

"კარ­გად ვი­ცო­დით, რომ ეს ნიშ­ნავ­და ხე­ლის არ­ჩა­მორ­თმე­ვას და ამ გრძელ მა­გი­დას­თან ჯდო­მას, მაგ­რამ ვერ და­ვუშ­ვებ­დით, რომ მათ პრე­ზი­დენ­ტის დნმ-ზე წვდო­მა ჰქო­ნო­დათ", - გა­ნუ­ცხა­და Reuters-ს ერთ-ერ­თმა წყა­რომ.

მაკ­რო­ნის გა­რე­მოც­ვის მე­ო­რე წყა­რომ და­ა­დას­ტუ­რა, რომ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა უარი თქვა რუ­სუ­ლი "პი­სი­არ“ ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა­ზე. მისი თქმით, მაკ­რონ­მა "პი­სი­არ“ ტეს­ტი საფ­რან­გეთ­ში, რუ­სეთ­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე გა­ი­კე­თა, მის­მა ექიმ­მა კი რუ­სეთ­ში ან­ტი­გე­ნის ტეს­ტი ჩა­უ­ტა­რა.

Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კრემ­ლის პრეს­სამ­სა­ხურს კო­მენ­ტა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­უ­კე­თე­ბია.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სე­თი­სა და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბის მოს­კოვ­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ველ­მა ფო­ტო­ებ­მა, სა­დაც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი და ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი 4-მეტ­რი­ა­ნი მა­გი­დის თავ­სა და ბო­ლო­ში სხე­დან, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დაბ­ნე­უ­ლო­ბა და გაკ­ვირ­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია. ზო­გი­ერ­თი დიპ­ლო­მა­ტი­სა და ექ­სპერ­ტის შე­ფა­სე­ბით, ამით პუ­ტინ­მა, შე­საძ­ლოა, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზავ­ნი­ლი გა­ა­კე­თა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1
0

ვფიქრობ ლურჯი მელას ვარიანტია

8 მეტრიო?
0

ესეიგი- 8 მეტრიანს უზის 2, 8ვყოფთ ორზე და გამოდისსსს - თითოზე 4 მეტრი .აჰა, მაგალითი ამოხსნილია 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რატომ ისხდნენ პუტინი და მაკრონი კრემლში 4-მეტრიანი მაგიდის თავსა და ბოლოში? - Reuters-ი შეხვედრის საიდუმლო დეტალებზე წერს

რატომ ისხდნენ პუტინი და მაკრონი კრემლში 4-მეტრიანი მაგიდის თავსა და ბოლოში? - Reuters-ი შეხვედრის საიდუმლო დეტალებზე წერს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთში ვიზიტისას უარი თქვა კრემლის თხოვნაზე, კოვიდ ტესტი გაეკეთებინა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სააგენტოს ემანუელ მაკრონის გარემოცვიდან ორმა პირმა განუცხადა.

მათი ცნობით, ამ გზით მაკრონმა რუსეთს მის დნმ-ზე წვდომის საშუალება არ მისცა. უარის გამო კი მოლაპარაკებების დროს მას რუსეთის პრეზიდენტთან მკაცრი დისტანციის დაცვა მოუწია.

სააგენტოსთან საუბარში ორივე წყარომ განაცხადა, რომ მაკრონს ორი არჩევანი ჰქონდა, ან რუსეთის ხელისუფლების მიერ "პისიარ“ ტესტის ჩატარებას დათანხმებოდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიახლოებოდა, ან უარის შემთხვევაში, მისგან მკაცრი სოციალური დისტანცია უნდა დაეცვა.

"კარგად ვიცოდით, რომ ეს ნიშნავდა ხელის არჩამორთმევას და ამ გრძელ მაგიდასთან ჯდომას, მაგრამ ვერ დავუშვებდით, რომ მათ პრეზიდენტის დნმ-ზე წვდომა ჰქონოდათ", - განუცხადა Reuters-ს ერთ-ერთმა წყარომ.

მაკრონის გარემოცვის მეორე წყარომ დაადასტურა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა უარი თქვა რუსული "პისიარ“ ტესტის ჩატარებაზე. მისი თქმით, მაკრონმა "პისიარ“ ტესტი საფრანგეთში, რუსეთში გამგზავრებამდე გაიკეთა, მისმა ექიმმა კი რუსეთში ანტიგენის ტესტი ჩაუტარა.

Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კრემლის პრესსამსახურს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების მოსკოვში გამართული შეხვედრის ამსახველმა ფოტოებმა, სადაც ვლადიმერ პუტინი და ემანუელ მაკრონი 4-მეტრიანი მაგიდის თავსა და ბოლოში სხედან, საზოგადოებაში დაბნეულობა და გაკვირვება გამოიწვია. ზოგიერთი დიპლომატისა და ექსპერტის შეფასებით, ამით პუტინმა, შესაძლოა, დიპლომატიური გზავნილი გააკეთა.

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"