რუსმა თინეიჯერმა მოციგურავემ კამილა ვალიევამ, რომელმაც გუნდს პეკინის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოაპოვებინა, ტესტი ვერ გაიარა და მის სისხლში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდა.
ამის გამო, რუსეთის ნაკრებს მოციგურავეთა გუნდურ პირველობაში გამარჯვებისთვის ოქროს მედლები არ გადასცეს. მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირი, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (Cas) მოუწოდებს, აღადგინოს ვალიევა, თუმცა ჯერჯერობით, მოციგურავე მოხსნილია.
აღსანიშნავია, რომ ვალიევამ ნიმუში ოლიმპიადის დაწყებამდე, სანკტ-პეტერბურგში ჩააბარა. ის სტოკჰოლმის ლაბორატორიაში გადაიგზავნა და ანალიზის შედეგი მხოლოდ 8 თებერვალს, ოლიმპიადაზე გუნდური ოქროს მოპოვების მეორე დღეს გამოცხადდა.
ცნობილი გახდა, რომ ვალიევას ორგანიზმში ტრიმეტაზიდინი აღმოჩნდა, რომელიც სტენოკარდიის შეტევის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება, მაგრამ აკრძალული მედიკამენტების სიაშია, რადგან ის კლასიფიცირებულია, როგორც გულის მეტაბოლური მოდულატორი და დადასტურებულია, რომ ფიზიკურ ეფექტურობას აუმჯობესებს. 15 წლის სპორტსმენის მწვრთნელი ეთერ თუთბერიძეა და ის ერთეულთა თანრიგშიც ოქროს მედლის მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა, თუ, რა თქმა უნდა, მისცეს ასპარეზობის უფლება.
წელს, რუსი სპორტსმენები რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის (ROC) სახელით ასპარეზობენ, რადგან 2019 წელს რუსეთი დოპინგ-სკანდალში გაეხვა.
წყარო: BBC
მოამზადა ანა სიბოშვილმა