შვედეთში, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა მოიხსნა.
საზოგადოებრივ ადგილებში ვაქცინაციის დამადასტურებელი საშვების წარდგენის ვალდებულება გაუქმდა, ბარებსა და რესტორნებს 23:00 საათზე დაკეტვას აღარ სთხოვენ, შემსუბუქდა შეკრებებზე დაწესებული წესებიც.
"პანდემია არ დასრულებულა, მაგრამ ჩვენ შევდივართ სრულიად ახალ ფაზაში, პანდემიასთან დაკავშირებით მეტი ვიცით. რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს,“ - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა.
ამასთან, მოქალაქეები სამუშაო ადგილებს ეტაპობრივად დაუბრუნდებიან. ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომ კორონავირუსის სიმპტომების მქონე ადამიანები სახლში დარჩნენ და მოქალაქეებმა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ხალხმრავლობის დროს, პირბადეები გამოიყენონ.
"ევრონიუსის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ "ომიკრონის“ გავრცელებამ შვედეთში დაინფიცირების შემთხვევების მატება გამოიწვია, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არ გაზრდილა. ამასთან, შვედეთი ვაქცინაციის მაღალი დონით გამოირჩევა. კერძოდ, ვაქცინის ორი დოზა 12 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის 83%-ზე მეტს აქვს მიღებული, მესამე დოზით კი მოსახლეობის დაახლოებით 50%-ია აცრილი.
შეგახსენებთ, გასულ კვირაში დანია გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც თითქმის ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა. მას მოჰყვა ნორვეგია, რომლის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორმა განაცხადა, რომ საზოგადოებამ „ვირუსთან ერთად უნდა იცხოვროს.“
ჯმო-მ ყველა ქვეყანას დაუსახა მიზანი "დიადი და ნათელი"! უნდა აიცრას მოსახლეობის მინიმუმ 70%, ამიტომაა ყველა ქვეყანაში 70% რომ აკერიათ პირზე, ეს აცრები მომავალში რა შედეგებს გამოიღებს ამაზე არავინ ფიქრობს, ამიტომ ხალხმა თვითონ უნდა იფიქროს თავის ჯანმრთელობაზე და თვითონ გაანძრიოს ტვინი, მოიძიოს ინფორმაცია, რას და რატომ აკეთებენ მსოფლიო მმართველები და მერე მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილება
„ძალაში რჩება რეკომენდაცია" - გესმით ხალხო რეკომენდაცია და არა იძულება - ყველას ალიკაპი რომ ამოგვდეს იძულებით, თითქოს ჰაერი და სუნთქვა მესამე ხარისხოვანი იყოს ჩვენს ცხოვრებაში. ...ბრიტანეთმა გააუქმა კიდევ ყველა შეზღუდვა. შევედეთში ისედაც არ იყო პირბადის იძულება. ავსტრიამ და გერმანიამ საქართველოს გაასწრო დიქტატურა ში!