მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის მორიგი პროპაგანდისტული ნაბიჯი" - საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის ე.წ.მთავრობის მიერ გაეროსადმი მიმართვაზე
"ეს არის მორიგი პროპაგანდისტული ნაბიჯი" - საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის ე.წ.მთავრობის მიერ გაეროსადმი მიმართვაზე

"სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მხრი­დან ად­გი­ლი აქვს მო­რიგ პრო­პა­გან­დის­ტულ ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც მოკ­ლე­ბუ­ლია ყვე­ლა­ნა­ირ რე­ა­ლურ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა მარი ნარ­ჩე­მაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. მთავ­რო­ბის მიერ გა­ე­რო­სად­მი მი­მარ­თავს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მხრი­დან ად­გი­ლი აქვს მო­რიგ პრო­პა­გან­დის­ტულ ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც მოკ­ლე­ბუ­ლია ყვე­ლა­ნა­ირ რე­ა­ლურ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა აღი­ა­რე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ სა­ერ­თა­შო­რი­სოდ დად­გე­ნილ სა­ზღვრებ­ში. სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა არ ცნობს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ე.წ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მებს სხვა დრო­საც, არა­ერ­თხელ ჰქო­ნი­ათ მცდე­ლო­ბა “და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი” სუ­ბი­ექ­ტის იმი­ჯის გან­მტკი­ცე­ბის მიზ­ნით მსგავ­სი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი­სა, რო­მე­ლიც, რო­გორც წესი, კრა­ხით სრულ­დე­ბა“, -აცხა­დებს მარი ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. მთავ­რო­ბა გა­ე­რო-ს მი­მარ­თავს, აფხა­ზეთს "დამ­კვირ­ვე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს“ სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭოს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ინალ არ­ძინ­ბამ მი­მარ­თვა "გა­ე­რო-ს ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის“ ვიცე-პრე­ზი­დენტს, ალექ­სეი ბო­რი­სოვს მოს­კოვ­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის დროს გა­დას­ცა. ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო უწყე­ბის ცნო­ბით, მი­მარ­თვა­ში ინალ არ­ძინ­ბა აცხა­დებს, რომ მათი სურ­ვი­ლია "მსოფ­ლი­ომ გა­ი­გოს აფხა­ზე­თის ხმა“ და თა­ვად უამ­ბონ "რო­გორ არის საქ­მე მათ ქვე­ყა­ნა­ში“.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგია
32

გაუმარჯოს აბხაზეᲗს

temo
0

ვინც გაღიარათ იმ ქვეყნებში წადით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ეს არის მორიგი პროპაგანდისტული ნაბიჯი" - საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის ე.წ.მთავრობის მიერ გაეროსადმი მიმართვაზე

"ეს არის მორიგი პროპაგანდისტული ნაბიჯი" - საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის ე.წ.მთავრობის მიერ გაეროსადმი მიმართვაზე

"საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილი აქვს მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს, რომელიც მოკლებულია ყველანაირ რეალურ განხორციელებას" - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარი ნარჩემაშვილმა განაცხადა, რითაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის მიერ გაეროსადმი მიმართავს გამოეხმაურა.

"საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილი აქვს მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს, რომელიც მოკლებულია ყველანაირ რეალურ განხორციელებას. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებში. საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას. საოკუპაციო რეჟიმებს სხვა დროსაც, არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა “დამოუკიდებელი” სუბიექტის იმიჯის განმტკიცების მიზნით მსგავსი პროპაგანდისტული ნაბიჯებისა, რომელიც, როგორც წესი, კრახით სრულდება“, -აცხადებს მარი ნარჩემაშვილი.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გაერო-ს მიმართავს, აფხაზეთს "დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსი მიენიჭოს, - ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ მიმართვა "გაერო-ს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტს, ალექსეი ბორისოვს მოსკოვში გამართული შეხვედრის დროს გადასცა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების ცნობით, მიმართვაში ინალ არძინბა აცხადებს, რომ მათი სურვილია "მსოფლიომ გაიგოს აფხაზეთის ხმა“ და თავად უამბონ "როგორ არის საქმე მათ ქვეყანაში“.