სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასაცილო მდგომარეობა გამოიწვია იმან, რომ მას ჩვენი სახელმწიფო სიმბოლო უკუღმა ეჭირა" - რას წერს უკრაინული მედია მიხეილ სააკაშვილზე?
"სასაცილო მდგომარეობა გამოიწვია იმან, რომ მას ჩვენი სახელმწიფო სიმბოლო უკუღმა ეჭირა" - რას წერს უკრაინული მედია მიხეილ სააკაშვილზე?

უკ­რა­ი­ნის მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში წარ­მოდ­გე­ნილ "პერ­ფო­მანსს“ გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დროს გან­სას­ჯელ-ბრალ­დე­ბულ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გი­სო­სებს მიღ­მა უკ­რა­ი­ნის დრო­შა გა­მო­ფი­ნა და ქვეყ­ნის ჰიმ­ნის მღე­რა და­ი­წყო.

უკ­რა­ი­ნულ­მა გა­მო­ცე­მამ "ობოზ­რე­ვა­ტელ­მა“ (Обозреватель) ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცია იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს - უკ­რა­ი­ნის რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს აღ­მას­კო­მის თავ­მჯდო­მა­რეს - ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა არას­წო­რად, უკუღ­მა ეჭი­რა და ჰიმნს ისე მღე­რო­და.

"სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა უკ­რა­ი­ნის ჰიმ­ნით და­ი­წყო, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კოს­მა თა­ვის ად­ვო­კა­ტებ­თან და დარ­ბაზ­ში შეკ­რე­ბილ მომ­ხრე­ებ­თან ერ­თად შე­ას­რუ­ლა. ბრალ­დე­ბულ­მა უკ­რა­ი­ნის დრო­შაც გა­შა­ლა, ფურ­ცელ­ზე და­წე­რი­ლი ჰიმ­ნის ტექ­სტით, მაგ­რამ კონ­ფუ­ზურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­ვარ­და: სა­სა­ცი­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­იწ­ვია იმან, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ბო­ლო გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ეჭი­რა - დრო­შის ზედა მხა­რე, ყვი­თე­ლი ფე­რის ნაც­ვლად, ცის­ფე­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო“, - აღ­ნიშ­ნავს "ობოზ­რე­ვა­ტე­ლი“. წყა­რო

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ქცე­ვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა კი­დევ ერთი უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა - "გო­ლოს პრავ­დი“ ("Голос Правды"), რო­მელ­შიც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის არ­ტემ ნი­კი­ფო­რო­ვის კო­მენ­ტა­რი:

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლოს დარ­ბაზ­ში უკ­რა­ი­ნის ჰიმ­ნი იმ­ღე­რა. თუმ­ცა ამას მღე­რა­საც ვერ ვუ­წო­დებთ, რად­გან მას ხელ­ში ფურ­ცე­ლი ეჭი­რა და შეც­დო­მე­ბით კი­თხუ­ლობ­და.

სა­სა­ცი­ლოც არის და სა­ტი­რე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად. ალ­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩას­ვლის წინ, ვი­ღა­ცამ მას გა­რან­ტია მის­ცა - თუ და­გი­ჭე­რენ, სწრა­ფად გა­გა­თა­ვი­სუფ­ლებ­თო, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სი­ფხიზ­ლე მო­ა­დუ­ნა ან გუ­მან­მა უმტყუ­ნა. ის ფაქ­ტი, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი უკ­რა­ი­ნის ჰიმნს "მღე­რის“, იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ მან გა­აც­ნო­ბი­ე­რა თა­ვი­სი "ქარ­თუ­ლი ეპო­პე­ის“ გა­მო­უ­ვა­ლი და უშე­დე­გო მდგო­მა­რე­ო­ბა.

აი, ასე მთავ­რდე­ბა ხოლ­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო გას­ტრო­ლი­ო­რე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი გზე­ბი - როცა შენ არც აქ და არც იქ, არა­ვის არ სჭირ­დე­ბი... სა­ერ­თოდ კი, რა თქმა უნდა, სა­პყრო­ბი­ლე­ში მოხ­ვედ­რა არა­ვის­თვის სა­სურ­ვე­ლი არ არის“. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 218 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:) ჰა, უკრაინა კი არა...
4

თქვენ უკრაინელებმა ეხლა გაიცანით ეგ დორბლიანი და...

საქართველოს დროშა, სიმბოლო, გერბი არ იცის, მთელი ქვეყანა თავდაყირა დააყენა...

გიორგი
8

რაც ხართ და ვისი ღირსიც ხართ გადაგვარებულო ქართველებო, აი ზუსტად ეგეთი პრეზიდენტი გყავდათ შიზოფრენიკი და ქართველების მოძულე მიშა სააკიანის სახით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"სასაცილო მდგომარეობა გამოიწვია იმან, რომ მას ჩვენი სახელმწიფო სიმბოლო უკუღმა ეჭირა" - რას წერს უკრაინული მედია მიხეილ სააკაშვილზე?

"სასაცილო მდგომარეობა გამოიწვია იმან, რომ მას ჩვენი სახელმწიფო სიმბოლო უკუღმა ეჭირა" - რას წერს უკრაინული მედია მიხეილ სააკაშვილზე?

უკრაინის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილ "პერფომანსს“ გამოეხმაურნენ.

როგორც ცნობილია, სასამართლო სხდომის დროს განსასჯელ-ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა გისოსებს მიღმა უკრაინის დროშა გამოფინა და ქვეყნის ჰიმნის მღერა დაიწყო.

უკრაინულმა გამოცემამ "ობოზრევატელმა“ (Обозреватель) ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მიხეილ სააკაშვილს - უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეს - ქვეყნის სახელმწიფო დროშა არასწორად, უკუღმა ეჭირა და ჰიმნს ისე მღეროდა.

"სასამართლოს სხდომა უკრაინის ჰიმნით დაიწყო, რომელიც პოლიტიკოსმა თავის ადვოკატებთან და დარბაზში შეკრებილ მომხრეებთან ერთად შეასრულა. ბრალდებულმა უკრაინის დროშაც გაშალა, ფურცელზე დაწერილი ჰიმნის ტექსტით, მაგრამ კონფუზურ სიტუაციაში ჩავარდა: სასაცილო მდგომარეობა გამოიწვია იმან, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩვენი სახელმწიფო სიმბოლო გადაბრუნებული ეჭირა - დროშის ზედა მხარე, ყვითელი ფერის ნაცვლად, ცისფერი უნდა ყოფილიყო“, - აღნიშნავს "ობოზრევატელი“. წყარო

მიხეილ სააკაშვილის ქცევას გამოეხმაურა კიდევ ერთი უკრაინული გამოცემა - "გოლოს პრავდი“ ("Голос Правды"), რომელშიც გამოქვეყნებულია ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის არტემ ნიკიფოროვის კომენტარი:

"მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზში უკრაინის ჰიმნი იმღერა. თუმცა ამას მღერასაც ვერ ვუწოდებთ, რადგან მას ხელში ფურცელი ეჭირა და შეცდომებით კითხულობდა.

სასაცილოც არის და სატირელიც ერთდროულად. ალბათ, საქართველოში ჩასვლის წინ, ვიღაცამ მას გარანტია მისცა - თუ დაგიჭერენ, სწრაფად გაგათავისუფლებთო, მაგრამ, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა სიფხიზლე მოადუნა ან გუმანმა უმტყუნა. ის ფაქტი, რომ ექსპრეზიდენტი უკრაინის ჰიმნს "მღერის“, იმაზე მეტყველებს, რომ მან გააცნობიერა თავისი "ქართული ეპოპეის“ გამოუვალი და უშედეგო მდგომარეობა.

აი, ასე მთავრდება ხოლმე საერთაშორისო გასტროლიორების პოლიტიკური გზები - როცა შენ არც აქ და არც იქ, არავის არ სჭირდები... საერთოდ კი, რა თქმა უნდა, საპყრობილეში მოხვედრა არავისთვის სასურველი არ არის“. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ