2022 წლის Hyundai TUCSON-ი ადამიანი ობობას დებიუტის შემდეგ, „ Sony Picture-ის მორიგ ფილმ “ განძიეს ძიებაში“ გამოჩნდება. ფილმის ნახვას საქართველოს კინოათეატრებში 10 თებერვლიდან შეძლებთ.
TUCSON-ს მაყურებელი შეცვლილი "Beast" კონცეფციით იხილავს, რომელიც სპეციალურად კონკრეტული ფილმისთვის შეიქმნა. ავტომობილი წარმოდგენილია უხეში ბამპერებით, საბურავებით და სხვა გარე მოწყობილობებით, რაც საგანძურის ძიების თავგადასავალს კიდევ უფრო სახალისოს ხდის. TUCSON „Beast“-ის გარდა, ფილმში გამოჩნდება წარმოების ისეთი პოპულარული მოდელები, როგორიცაა, Genesis G90, Genesis G80 და Genesis GV80.
„სრულიად ახალი TUCSON-ი არის დიდი შესაძლებლობების მქონე სპორტული ავტომობილი, რომელიც მზად არის ჩაერთოს განძის ძიების თავგადასავალში“. „განძის ძიებაში“ არის ფილმი, რომელსაც მილიონობით მაყურებელი ეყოლება მთელ მსოფლიოში და ჩვენ მოხარული ვართ ჩვენი ავტომობილების შესაძლებლობები და ტექნიკური აღჭურვილობა კრეატიულად წარმოვაჩინოთ, ისე როგორც Sony Pictures-ს ახასიათებს. წინა თანამშრომლობა Spider-Man: No way home-თან იყო უდიდესი წარმატება IONIQ 5-ისა და TUCSON-ის პოპულარიზაციისთვის და ასეთივე წარმატებას ველოდებით ფილმისგან „განძის ძიებაში“.-თომას შემერი, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, გლობალური მარკეტინგის ოფიცერი და Hyundai Motor Company-ის მომხმარებელთა გამოცდილების განყოფილების ხელმძღვანელი.
Sony Pictures-ის სათავგადასავლო ფილმი დაფუძნებულია ამავე სახელწოდების Naughty Dog-ის „ფლეისთეიშენის“ პოპულარულ ვიდეო თამაშზე. ფილმში ქუჩის გონიერ ქურდ ნათან დრეიკს (ტომ ჰოლანდი) უკავშირდება საგანძურის გამოცდილი მაძიებელი ვიქტორ „სალი“ სალივანი (მარკ უოლბერგი), რომელსაც უნდა, რომ მოძებნოს ფერდინანდ მაგელანის მიერ 500 წლის წინ დაკარგული სიმდიდრე. ის, რაც ამ დუეტისთვის იწყება, როგორც ძარცვის საქმე, გადაიქცევა განძის ხელში ჩაგდების გლობალურ შეჯიბრად.
„Hyundai“-ის გუნდმა თანამშრომლობის ფარგლებში შექმნა სახალისო მარკეტინგული კამპანია, რომელიც ახალ გლობალურ სატელევიზიო რგოლსა და სხვადასხვა ციფრულ აქტივობებს მოიცავს. ვიდეორგოლი "car wash” გვაჩვენებს ნათან დრეიკს, რომელიც ადგილობრივ ავტოსამრეცხაოში ტალახით გასვრილი TUCSON-ით მიდის. ავტომობილი სავსეა საძიებო ხელსაწყოებითა და ნივთებით. სანამ მანქანა ირეცხება, ნათანი მანქანის სამრეცხაოში ისვენებს და ელოდება, როდის იქნება მისი TUCSON-ი სუფთა, რათა მზად შეხვდეს მორიგ თავგადასავლებს.
„მრავალი შესაძლებლობის მქონე TUCSON-ი მზად არის ნებისმიერი თავგადასავლისთვის და ჩვენ ახალ კამპანიაში სწორედ ამ სულისკვეთების გადმოცემა გვსურს“, - ანგელა ზეპედა, Hyundai Motor America-ს მარკეტინგის მთავარი დირექტორი.
Hyundai Motor-სა და Sony Pictures-თან პარტნიორობა 2020 წლის მაისიდან იწყება. თანამშრომლობის მიზანი იყო პროდუქტისა და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვით წარმოეჩინა კომპანიის ხედვა, რომელიც ადამიანის სურვილებს ანიჭებს პრიორიტეტს. აღსანიშნავია Hyundai Motor-ის წარმატებული პარტნიორობა “Spider-man:No way home”-თან, რომელიც ყველა დროის ტოპ ათეულში ყველაზე მაღალშემოსავლიანი გლობალური ფილმია, რომელიც ამჟამად კინოთეატრებში გადის.
შემდგომი კოლაბორაცია Hyundai Motor-ს Spider-Man: Into the Spider-Verse-თან ექნება ,რომელიც იმავე სახოლწოდების ანიმაციური ფილმის გაგრძელებას წარმოადგენს. მისი პრემიერა 2022 წლის ოქტომბერში იგეგმება.
R