სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტში“ საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება მიმდინარეობს. გათამაშება 7 იანვარს დაიწყო და 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. „მაგნიტის“ მომხმარებლებს თვეში 7 პრიზიდან ერთ-ერთის მოგების შესაძლებლობა აქვთ.
7 თებერვალს პირველი გათამაშება გაიმართა, სადაც პრიზების მფლობელები პირდაპირ ეთერში გამოვლინდნენ.
გათამაშდა:
პრიზის მისაღებად, აუცილებელია მოგებიდან 30 დღის განმავლობაში, ბილეთის მფლობელმა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გამარჯვებული ბილეთის მეორე ნახევარი, ამის შემდეგ არაუგვიანეს 6 დღისა გამარჯვებულს კუთვნილი პრიზი გადაეცემა.
გამარჯვებულმა მომგებიანი ბილეთი „მაგნიტის“ სათავო ოფისში უნდა წარადგინოს - თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #18, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00- დან 19:00 საათამდე.
გათამაშება გრძელდება, წესები კი უცვლელია:
„მაგნიტის“, „მაგნიტი მაქსის“ და „მაგნიტი პლუსის“ ყველა ფილიალში, ყოველი 10 ლარის შენაძენზე, მომხმარებელი გათამაშების 1 ბილეთს იღებს. ბილეთი შედგება ორი ნაწილისგან. შედარებით მცირე ზომის ნაწილზე, მომხმარებელმა გარკვევით უნდა მიუთითოს სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი, მოხიოს და ჩააგდოს „მაგნიტის“ ფილიალებში განთავსებულ სპეციალურ ყუთში. ბილეთის მეორე, დიდი ზომის ნაწილი კი მფლობელმა აუცილებლად გათამაშების დასრულებამდე უნდა შეინახოს.
გათამაშება ყოველი თვის 7 რიცხვში, 18:30 საათზე ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში გაიმართება, სადაც კვლავ 7 გამარჯვებული გამოვლინდება. გათამაშების პირდაპირ ეთერის ყურება „მაგნიტის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეცაა შესაძლებელი.
სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ საქართველოს ყველა რეგიონშია წარმოდგენილი და მომხმარებლებს მუდამ საინტერესო და ინოვაციურ პროექტებს სთავაზობს. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 300-მდე ფილიალი აქვს და 4500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.
R