პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავითარი ერთობლივი შეკრება არ იგეგმება რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან" - რა განცხადებას ავრცელებს რაგბის კავშირი
"არავითარი ერთობლივი შეკრება არ იგეგმება რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან" - რა განცხადებას ავრცელებს რაგბის კავშირი

სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და აცხა­დებს, რომ რუ­სე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს 7-კაცა ნაკ­რე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი შეკ­რე­ბა არ იგეგ­მე­ბა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მხო­ლოდ შიდა სა­მუ­შაო გან­ხილ­ვა შე­საძ­ლო სპა­რინგ მატ­ჩე­ბის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის გა­ნი­ხი­ლე­ბო­და რუ­სე­თის ნაკ­რებ­თან გა­სა­მარ­თი სპა­რინგ შეხ­ვედ­რა.

"გვინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ბოლო პე­რი­ოდ­ში გავ­რცე­ლე­ბულ მი­ზან­მი­მარ­თულ ცი­ლისმწა­მებ­ლურ კამ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ იმ კამ­პა­ნი­ის გაგ­რძე­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც ბოლო თვე­ე­ბია ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რი­სა და მთლი­ა­ნად ქარ­თუ­ლი რაგ­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით.

ვფიქ­რობთ, სწო­რედ ეს შე­დის ჩვე­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ინ­ტე­რეს­ში, მით უფრო მა­შინ, როცა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მე­ბი, შე­იქ­მნა სტა­ბი­ლუ­რი სა­მუ­შაო გა­რე­მო და ქარ­თუ­ლი რაგ­ბი ემ­ზა­დე­ბა 27 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­სა­მარ­თი პრინ­ცი­პუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის­თვის რუ­სე­თის რაგ­ბის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის 7-კაცა ნაკ­რე­ბის შე­საძ­ლო ვი­ზიტს – არა­ვი­თა­რი ერ­თობ­ლი­ვი შეკ­რე­ბა არ იგეგ­მე­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობ­და შიდა სა­მუ­შაო გან­ხილ­ვა შე­საძ­ლო სპა­რინგ მატ­ჩე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის 7-კაცა ნაკ­რე­ბებ­თან, მათ შო­რის რუ­სე­თის ნაკ­რებ­თა­ნაც, რაც მო­ემ­სა­ხუ­რე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს 7-კაცა ნაკ­რე­ბის სპორ­ტულ ინ­ტე­რესს, რად­გან ჩვენ­თვის თა­ნაბ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც 15-კაცა, ასე­ვე 7-კაცა რაგბ­ში რუ­სე­თის ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ზე უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა. მი­თუ­მე­ტეს, რომ ისი­ნი არი­ან ჩვე­ნი უშუ­ა­ლო კონ­კუ­რენ­ტე­ბი ზა­ფხულ­ში გა­სა­მართ მსოფ­ლი­ოს თა­სის შე­სარ­ჩევ ეტაპ­ზე.

ხაზ­გას­მით გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის 7-კაცა ნაკ­რე­ბის შე­საძ­ლო ვი­ზიტს მხა­რე­ებს შო­რის წინ არა­ნა­ი­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­მო­წე­რა არ უძღვო­და და ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია აღ­ნიშ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად მოწ­ვე­ვი­სა და მათი ვი­ზი­ტის ხარ­ჯე­ბის რაგ­ბის კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ, არის სიც­რუე.

ვწუხ­ვართ, რომ კონ­კრე­ტუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იქნა შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნი­ლი“, - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

gege
3

პარლამენტის წევრმა და რაგბის ერთ-ერთმა შეფმა დავით კაჭარავამ "გვახარა" ეგ ამბავი. ერთმანეთს ატყუებთ თქვე უთავმოყვარეო კაცუნებო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"არავითარი ერთობლივი შეკრება არ იგეგმება რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან" - რა განცხადებას ავრცელებს რაგბის კავშირი

"არავითარი ერთობლივი შეკრება არ იგეგმება რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან" - რა განცხადებას ავრცელებს რაგბის კავშირი

საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთისა და საქართველოს 7-კაცა ნაკრებების ერთობლივი შეკრება არ იგეგმება. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობდა მხოლოდ შიდა სამუშაო განხილვა შესაძლო სპარინგ მატჩების ჩატარებასთან დაკავშირებით, მათ შორის განიხილებოდა რუსეთის ნაკრებთან გასამართი სპარინგ შეხვედრა.

"გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში გავრცელებულ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც სამწუხაროდ იმ კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც ბოლო თვეებია ხორციელდება საქართველოს რაგბის კავშირისა და მთლიანად ქართული რაგბის დისკრედიტაციის მიზნით.

ვფიქრობთ, სწორედ ეს შედის ჩვენი მოწინააღმდეგის ინტერესში, მით უფრო მაშინ, როცა ორგანიზაციაში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, შეიქმნა სტაბილური სამუშაო გარემო და ქართული რაგბი ემზადება 27 თებერვალს საქართველოში გასამართი პრინციპული დაპირისპირებისთვის რუსეთის რაგბის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.

რაც შეეხება რუსეთის 7-კაცა ნაკრების შესაძლო ვიზიტს – არავითარი ერთობლივი შეკრება არ იგეგმება. მიმდინარეობდა შიდა სამუშაო განხილვა შესაძლო სპარინგ მატჩების საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის 7-კაცა ნაკრებებთან, მათ შორის რუსეთის ნაკრებთანაც, რაც მოემსახურებოდა საქართველოს 7-კაცა ნაკრების სპორტულ ინტერესს, რადგან ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც 15-კაცა, ასევე 7-კაცა რაგბში რუსეთის ეროვნულ ნაკრებზე უპირატესობის მოპოვება. მითუმეტეს, რომ ისინი არიან ჩვენი უშუალო კონკურენტები ზაფხულში გასამართ მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში რუსეთის 7-კაცა ნაკრების შესაძლო ვიზიტს მხარეებს შორის წინ არანაირი ოფიციალური მიმოწერა არ უძღვოდა და ყველანაირი ინტერპრეტაცია აღნიშნული ნაკრების ოფიციალურად მოწვევისა და მათი ვიზიტის ხარჯების რაგბის კავშირის მიერ დაფინანსების შესახებ, არის სიცრუე.

ვწუხვართ, რომ კონკრეტული დაინტერესებული ჯგუფის მიერ გულშემატკივარი მიზანმიმართულად იქნა შეცდომაში შეყვანილი“, - ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.