პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
82%-ით გაზრდილი გაყიდვები ქართულ ბაზარზე და „ვოლვო ქარ კავკასიას“ გეგმები
82%-ით გაზრდილი გაყიდვები ქართულ ბაზარზე და „ვოლვო ქარ კავკასიას“ გეგმები

2021 წელი "ვოლ­ვო ქარ კავ­კა­სი­ამ’’ გა­ყიდ­ვე­ბის გაზ­რდი­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით და­ას­რუ­ლა. პან­დე­მი­უ­რი წლის მი­უ­ხე­და­ვად, თე­გე­ტა ჯგუფ­ში შე­მა­ვალ­მა კომ­პა­ნი­ამ გა­სუ­ლი წლის მო­ნა­ცე­მე­ბი 2020-თან შე­და­რე­ბით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა: ბაზ­რის წილი სა­ქარ­თვე­ლო­ში 6%, აზერ­ბა­ი­ჯან­ში 2%, ხოლო სომ­ხეთ­ში 8%-ით გა­ი­ზარ­და.

რო­გორ მო­ა­ხერ­ხა კომ­პა­ნი­ამ გა­სუ­ლი წლის შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და რო­გო­რია მათი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი, ამ თე­მებ­ზე „ვოლ­ვო ქარ კავ­კა­სი­ას“ დი­რექ­ტო­რი, გაგა კოხ­რე­ი­ძეს სა­უბ­რობს.

"უკვე მე­სა­მე წე­ლია პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ სირ­თუ­ლე­ებ­ზე ვსა­უბ­რობთ და გა­მოწ­ვე­ვე­ბიც ჯერ კი­დევ რჩე­ბა, თუმ­ცა ეპი­დე­მი­ის სა­წყის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, სი­ტუ­ა­ცია ახლა მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. “ვოლ­ვო ქარ კა­ვა­სი­ის” შემ­თხვე­ვა­ში 2020 წელ­თან შე­და­რე­ბით, 2021-ში ბაზ­რის წილი გავ­ზარ­დეთ, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებ­ში, ყველ­გან, სა­დაც “ვოლ­ვო ქარ კავ­კა­სია” პრე­მი­უმ ბრენ­დის ექ­სკლუ­ზი­უ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ჩვე­ნი სა­დი­ლე­რო­ე­ბი მდე­ბა­რე­ობს თბი­ლის­ში, ბა­ქო­ში, ერე­ვან­სა დ ტაშ­კენ­ტში. ზრდის ტენ­დენ­ცია გვაქვს გა­ყიდ­ვებ­შიც, გა­სუ­ლი წელი სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე 82%-იანი ზრდით დავ­ხუ­რეთ, 25%-ით გა­ი­ზარ­და გა­ყიდ­ვე­ბი აზერ­ბა­ი­ჯან­ში, 105%-იანი ზრდაა სომ­ხე­თის ბა­ზარ­ზე“.

გაზ­რდილ მაჩ­ვე­ნებ­ლებს კომ­პა­ნი­ა­ში ოთხი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზით ხსნი­ან, პირ­ვე­ლი ეს არის სწო­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი სტრა­ტე­გია, პრე­მი­უმ და დახ­ვე­წი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, სწო­რი სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კა, მე­ო­თხე და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გუნ­დი, რო­მე­ლიც მუ­დამ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნებ­ზე.

"ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნა ვოლ­ვოს პა­ტა­რა, სა­შუ­ა­ლო და დიდი ზო­მის SUV-ებ­ზეა (XC40; XC60; XC90). ბოლო პე­რი­ოდ­ში, ძა­ლი­ან გაზ­რდი­ლია მო­თხოვ­ნა და­ტენ­ვად ჰიბ­რიდ ქრო­სო­ვე­რებ­ზე. ბა­ზარ­ზე ჩვენც სწო­რედ ის ნიშა და­ვი­ჭი­რეთ, რაც ახალ­მა მო­თხოვ­ნამ გა­ა­ჩი­ნა. ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელს და­მუხ­ტვა­დი ჰიბ­რი­დე­ბი შევ­თა­ვა­ზეთ, რა­მაც გა­ა­მარ­თლა. გა­ა­მარ­თლა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ იმ სამ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც “ვოლ­ვო ქარ კავ­კა­სი­აა” წარ­მოდ­გე­ნი­ლი. არც მო­დე­ლე­ბის არ­ჩე­ვან­ში გვაქვს შე­ზღუდ­ვე­ბი და მზად ვართ ვუ­პა­სუ­ხოთ ბაზ­რის მო­თხოვ­ნებს. “ვოლ­ვო ქარ კავ­კა­სი­ას” სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ა­ნი გეგ­მის მი­ხედ­ვით კი, 2025 წლის­თვის გა­ყი­დუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ნა­ხე­ვა­რი ჰიბ­რი­დი უნდა იყოს, მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი სრუ­ლად ელექტრო.

ცხა­დია, ბიზ­ნეს­ში წარ­მა­ტე­ბა მხო­ლოდ ციფ­რე­ბით იზო­მე­ბა და ჩვენც თა­მა­მად ვსა­უბ­რობთ ამ მო­ნა­ცე­მებ­ზე. რო­გორც სა­უბ­რის და­სა­წყის­შიც გი­თხა­რით, გა­ი­ზარ­და რო­გორც ბაზ­რის წილი, ასე­ვე გა­ყიდ­ვე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი“.

ციფ­რულ სერ­ვი­სებ­ზე გა­დას­ვლის ტენ­დენ­ცია პან­დე­მი­ამ­დე და­ი­წყო. ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბამ კი პრო­ცე­სი და­აჩ­ქა­რა. ონ­ლა­ინ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე მო­თხოვ­ნა ბიზ­ნე­სის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე გა­ი­ზარ­და. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სფე­როა. რის­კე­ბი იყო, თუმ­ცა „ვოლ­ვო ქარ კავ­კა­სია“, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ტრენ­დს ყვე­ლა სეგ­მენ­ტში მიჰ­ყვე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­შიც ლი­დე­რი აღ­მოჩ­ნდა და რამ­დე­ნი­მე თვის წინ მომ­ხმა­რე­ბელს პირ­ვე­ლი ციფ­რუ­ლი მა­ღა­ზია შეს­თა­ვა­ზა.

"ვოლ­ვო ქარ კავ­კა­სი­ამ 2021 წლის მა­ის­ში, პირ­ვე­ლი ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია გა­უშ­ვა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც არა მხო­ლოდ ავ­ტო­მო­ბი­ლის შერ­ჩე­ვა, არა­მედ ონ­ლა­ინ შე­ძე­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. ციფ­რულ მა­ღა­ზი­ა­ში 360 გრა­დუ­სით (რო­გორც ინ­ტე­რი­ე­რის ასე­ვე ექ­სტე­რი­ე­რის) ყვე­ლა სა­ჭი­რო სპე­ცი­ფი­კა­ცი­ას­თან ერ­თად, კომ­პა­ნი­ის მა­რაგ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ავ­ტო­მო­ბი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა შე­გიძ­ლი­ათ. სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დეგ, უკვე დე­კემ­ბერ­ში ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ე­ბი უზ­ბე­კეთ­ში, სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში გა­ეშ­ვა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი სა­ი­ტის ანა­ლო­გია. ახა­ლი შე­თა­ვა­ზე­ბის შე­დე­გად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზო­გე­ბა ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლის დრო, რო­მელ­საც შე­უძ­ლია სა­სურ­ვე­ლი მო­დე­ლის შე­სა­ხებ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოს, მის­თვის ხელ­საყ­რელ დრო­სა და ად­გი­ლას ციფ­რულ მა­ღა­ზი­ა­ში და­ათ­ვა­ლი­ე­როს ის და შე­ი­ძი­ნოს კი­დეც. ტესტ- დრა­ი­ვის­თვის კი შეგ­ვიძ­ლია ავ­ტო­მო­ბი­ლი მომ­ხმა­რე­ბელს პირ­და­პირ სახ­ლის კარ­თან მი­ვუყ­ვა­ნოთ. ჯერ-ჯე­რო­ბით ონ­ლა­ინ შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სის ბოლო ეტაპ­ზე მომ­ხმა­რე­ბე­ლი მა­ინც შო­უ­რუმ­ში მოს­ვლას არ­ჩევს, თუმ­ცა ვფიქ­რობთ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ესეც შე­იც­ვლე­ბა და მომ­ხმა­რე­ბე­ლი ავ­ტო­მო­ბილს, დის­ტან­ცი­უ­რად ღი­ლაკ­ზე თი­თის და­ჭე­რით შე­ი­ძენს“.

2021-ის ან­გა­რიშ­ში მო­ექ­ცა „ვოლ­ვო ქარ კავ­კა­სი­ას“ ახა­ლი შო­უ­რუ­მე­ბი. გა­სუ­ლი წლის იან­ვარ­ში ვოლ­ვოს სტრან­დარ­ტე­ბით გა­იხ­სნა კომ­პა­ნი­ის სრულ­ფა­სო­ვა­ნი შო­უ­რუ­მი უზ­ბე­კეთ­ში, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლია ვოლ­ვოს ში­დაწ­ვის ძრა­ვი­ა­ნი და და­მუხ­ტვა­დი ჰიბ­რი­დე­ბის სრუ­ლი ხაზი. მა­ღა­ლი კლა­სის ავ­ტო­მო­ბი­ლებ­თან ერ­თად მომ­ხმა­რე­ბელს ასე­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს სრუ­ლი სერ­ვი­სი­თაც ისარ­გებ­ლოს.

გარ­და ამი­სა, 2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­იხ­სნა pop-up შო­უ­რუ­მი სომ­ხეთ­ში. ეს არის ე.წ. დრო­ე­ბი­თი შო­უ­რუ­მი, შემ­დეგ ეტაპს კი უკვე 3S ანუ სრულ­ფა­სო­ვა­ნი შო­უ­რუ­მი წარ­მო­ად­გენს.

ახალ მი­სა­მარ­თზე უმას­პინ­ძლებს კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს მალე თბი­ლის­შიც.

"ახა­ლი 3S შო­უ­რუ­მის მშე­ნებ­ლო­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე 2020 წელს და­ი­წყო, რომ­ლის ახალ ცხრა­მეტ­რი­ან მი­ნის ფა­სადს კომ­პა­ნია სულ მალე ვი­ზი­ტო­რებს წა­რუდ­გენს. ახა­ლი შო­უ­რუ­მი და სერ­ვის­ცენ­ტრი სრუ­ლად სკან­დი­ნა­ვი­ე­ლი ავ­ტომ­წარ­მო­ებ­ლის სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით შენ­დე­ბა. პრო­ექ­ტზე შვედ ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბელ­თან ერ­თად ქარ­თულ­მა საპ­რო­ექ­ტო კომ­პა­ნია „გრა­ვი­ტა“-მ იმუ­შა­ვა’’.

ნა­ხე­ვარ­გამ­ტა­რე­ბის, მი­წო­დე­ბის თუ გა­და­ზიდ­ვე­ბის პრობ­ლე­მის სრუ­ლად მოგ­ვა­რე­ბას მსოფ­ლიო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დე­ბი არც 2022-ში ელო­დე­ბი­ან, თუმ­ცა რიგ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა უკვე იცი­ან რო­გორ უპა­სუ­ხე­ბენ გა­მოწ­ვე­ვას. „ვოლ­ვო ქარ კავ­კა­სი­ის“ დი­რექ­ტო­რი გვე­უბ­ნე­ბა, რომ მიმ­დი­ნა­რე წელს კომ­პა­ნია არა თუ არ­სე­ბუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, არა­მედ მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას შეძ­ლებს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

82%-ით გაზრდილი გაყიდვები ქართულ ბაზარზე და „ვოლვო ქარ კავკასიას“ გეგმები

82%-ით გაზრდილი გაყიდვები ქართულ ბაზარზე და „ვოლვო ქარ კავკასიას“ გეგმები

2021 წელი ,,ვოლვო ქარ კავკასიამ’’ გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებლებით დაასრულა. პანდემიური წლის მიუხედავად, თეგეტა ჯგუფში შემავალმა კომპანიამ გასული წლის მონაცემები 2020-თან შედარებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა: ბაზრის წილი საქართველოში 6%, აზერბაიჯანში 2%, ხოლო სომხეთში 8%-ით გაიზარდა.

როგორ მოახერხა კომპანიამ გასული წლის შედეგების გაუმჯობესება და როგორია მათი სამომავლო გეგმები, ამ თემებზე „ვოლვო ქარ კავკასიას“ დირექტორი, გაგა კოხრეიძეს საუბრობს.

,,უკვე მესამე წელია პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე ვსაუბრობთ და გამოწვევებიც ჯერ კიდევ რჩება, თუმცა ეპიდემიის საწყის პერიოდთან შედარებით, სიტუაცია ახლა მკვეთრად განსხვავებულია. “ვოლვო ქარ კავასიის” შემთხვევაში 2020 წელთან შედარებით, 2021-ში ბაზრის წილი გავზარდეთ, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონის ქვეყნებში, ყველგან, სადაც “ვოლვო ქარ კავკასია” პრემიუმ ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია. ჩვენი სადილეროები მდებარეობს თბილისში, ბაქოში, ერევანსა დ ტაშკენტში. ზრდის ტენდენცია გვაქვს გაყიდვებშიც, გასული წელი საქართველოს ბაზარზე 82%-იანი ზრდით დავხურეთ, 25%-ით გაიზარდა გაყიდვები აზერბაიჯანში, 105%-იანი ზრდაა სომხეთის ბაზარზე“.

გაზრდილ მაჩვენებლებს კომპანიაში ოთხი ძირითადი მიზეზით ხსნიან, პირველი ეს არის სწორი მარკეტინგული სტრატეგია, პრემიუმ და დახვეწილი ავტომობილები, სწორი საფასო პოლიტიკა, მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი კი პროფესიონალი გუნდი, რომელიც მუდამ ორიენტირებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე.

,,ყველაზე მაღალი მოთხოვნა ვოლვოს პატარა, საშუალო და დიდი ზომის SUV-ებზეა (XC40; XC60; XC90). ბოლო პერიოდში, ძალიან გაზრდილია მოთხოვნა დატენვად ჰიბრიდ ქროსოვერებზე. ბაზარზე ჩვენც სწორედ ის ნიშა დავიჭირეთ, რაც ახალმა მოთხოვნამ გააჩინა. ჩვენს მომხმარებელს დამუხტვადი ჰიბრიდები შევთავაზეთ, რამაც გაამართლა. გაამართლა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ სამ ქვეყანაში, სადაც “ვოლვო ქარ კავკასიაა” წარმოდგენილი. არც მოდელების არჩევანში გვაქვს შეზღუდვები და მზად ვართ ვუპასუხოთ ბაზრის მოთხოვნებს. “ვოლვო ქარ კავკასიას” საშუალოვადიანი გეგმის მიხედვით კი, 2025 წლისთვის გაყიდული ავტომობილების ნახევარი ჰიბრიდი უნდა იყოს, მეორე ნახევარი სრულად ელექტრო.

ცხადია, ბიზნესში წარმატება მხოლოდ ციფრებით იზომება და ჩვენც თამამად ვსაუბრობთ ამ მონაცემებზე. როგორც საუბრის დასაწყისშიც გითხარით, გაიზარდა როგორც ბაზრის წილი, ასევე გაყიდვების პროცენტული მაჩვენებელი“.

ციფრულ სერვისებზე გადასვლის ტენდენცია პანდემიამდე დაიწყო. ეპიდემიის გავრცელებამ კი პროცესი დააჩქარა. ონლაინ მომსახურებაზე მოთხოვნა ბიზნესის ყველა მიმართულებაზე გაიზარდა. გამონაკლისი არც საავტომობილო სფეროა. რისკები იყო, თუმცა „ვოლვო ქარ კავკასია“, რომელიც მსოფლიო ტრენდს ყველა სეგმენტში მიჰყვება, ამ შემთხვევაშიც ლიდერი აღმოჩნდა და რამდენიმე თვის წინ მომხმარებელს პირველი ციფრული მაღაზია შესთავაზა.

,,ვოლვო ქარ კავკასიამ 2021 წლის მაისში, პირველი ონლაინ მაღაზია გაუშვა, რომლის საშუალებითაც არა მხოლოდ ავტომობილის შერჩევა, არამედ ონლაინ შეძენაც შესაძლებელია. ციფრულ მაღაზიაში 360 გრადუსით (როგორც ინტერიერის ასევე ექსტერიერის) ყველა საჭირო სპეციფიკაციასთან ერთად, კომპანიის მარაგში არსებული ყველა ავტომობილის დათვალიერება შეგიძლიათ. საქართველოს შემდეგ, უკვე დეკემბერში ონლაინ მაღაზიები უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გაეშვა, რომელიც ქართული საიტის ანალოგია. ახალი შეთავაზების შედეგად მნიშვნელოვნად იზოგება ჩვენი მომხმარებლის დრო, რომელსაც შეუძლია სასურველი მოდელის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს, მისთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილას ციფრულ მაღაზიაში დაათვალიეროს ის და შეიძინოს კიდეც. ტესტ- დრაივისთვის კი შეგვიძლია ავტომობილი მომხმარებელს პირდაპირ სახლის კართან მივუყვანოთ. ჯერ-ჯერობით ონლაინ შერჩევის პროცესის ბოლო ეტაპზე მომხმარებელი მაინც შოურუმში მოსვლას არჩევს, თუმცა ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში ესეც შეიცვლება და მომხმარებელი ავტომობილს, დისტანციურად ღილაკზე თითის დაჭერით შეიძენს“.

2021-ის ანგარიშში მოექცა „ვოლვო ქარ კავკასიას“ ახალი შოურუმები. გასული წლის იანვარში ვოლვოს სტრანდარტებით გაიხსნა კომპანიის სრულფასოვანი შოურუმი უზბეკეთში, სადაც წარმოდგენილია ვოლვოს შიდაწვის ძრავიანი და დამუხტვადი ჰიბრიდების სრული ხაზი. მაღალი კლასის ავტომობილებთან ერთად მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს სრული სერვისითაც ისარგებლოს.

გარდა ამისა, 2021 წლის ოქტომბერში გაიხსნა pop-up შოურუმი სომხეთში. ეს არის ე.წ. დროებითი შოურუმი, შემდეგ ეტაპს კი უკვე 3S ანუ სრულფასოვანი შოურუმი წარმოადგენს.

ახალ მისამართზე უმასპინძლებს კომპანია მომხმარებელს მალე თბილისშიც.

,,ახალი 3S შოურუმის მშენებლობა უნივერსიტეტის ქუჩაზე 2020 წელს დაიწყო, რომლის ახალ ცხრამეტრიან მინის ფასადს კომპანია სულ მალე ვიზიტორებს წარუდგენს. ახალი შოურუმი და სერვისცენტრი სრულად სკანდინავიელი ავტომწარმოებლის სტანდარტების მიხედვით შენდება. პროექტზე შვედ ავტომწარმოებელთან ერთად ქართულმა საპროექტო კომპანია „გრავიტა“-მ იმუშავა’’.

ნახევარგამტარების, მიწოდების თუ გადაზიდვების პრობლემის სრულად მოგვარებას მსოფლიო საავტომობილო ბრენდები არც 2022-ში ელოდებიან, თუმცა რიგმა კომპანიებმა უკვე იციან როგორ უპასუხებენ გამოწვევას. „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი გვეუბნება, რომ მიმდინარე წელს კომპანია არა თუ არსებული მაჩვენებლების შენარჩუნებას, არამედ მის გაუმჯობესებას შეძლებს.

NS