ავტორი:

"მთელი ცხოვრება დაგტანჯავთ და დატანჯავს თქვენს შთამომავლობას, რომ თქვენ შეგეძლოთ სიმართლის თქმა და არ თქვით" - თემურ ჯანაშია ანზორ ჩუბინიძეს

"მთელი ცხოვრება დაგტანჯავთ და დატანჯავს თქვენს შთამომავლობას, რომ თქვენ შეგეძლოთ სიმართლის თქმა და არ თქვით" - თემურ ჯანაშია ანზორ ჩუბინიძეს

"მე დღეს მრცხვენია, როცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი იქცევა ასე, ზურგს აქცევს სიმართლეს, არ ამბობს, არ უდგას ყოფილ თანამშრომლებს გვერდში. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ბატონო ანზორ, ამას ნუ იზამთ, იმიტომ, რომ ეს იქნება, რაც მთელი ცხოვრება გაგაწამებთ" - ასე მიმართა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ სასამართლო სხდომაზე ამჟამინდელი ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს.

მისივე თქმით, ეს იქნება დიდი სირცხვილი, რასაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვერ ჩამოირეცხავს.

"ეს არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება ვეთამაშოთ საკუთარ სულს, ვეთამაშოთ ჩვენს საკუთარ თანამშრომლებს, ეს იქნება დიდი სირცხვილი, რასაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვერ ჩამოირეცხავს. მე რაც არ უნდა 11 წელი ციხეში ვიჯდე, ეს არ იქნება იმხელა სირცხვილი, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ. ეს იქნება დიდი სირცხვილი, რომელიც თქვენც შეგარცხვენთ, მთელი ცხოვრება დაგტანჯავთ და დატანჯავს თქვენს შთამომავლობას, რომ თქვენ შეგეძლოთ სიმართლის თქმა და არ თქვით, ეს არის სიმართლე“,- განაცხადა თემურ ჯანაშიამ.